Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 24

Previous

ღირსი პიმენი დიდის1 სწავლება მგლოვარების შესახებ

ძმა შეეკითხა აბბა პიმენს იმის შესახებ, როგორი საქმიანობა უნდა ჰქონდეს ბერს. აბბამ უპასუხა: “აბრაამმა, როდესაც მივიდა აღთქმულ მიწაზე, იყიდა თავისთვის სამარე, და სამარესთან ერთად დაიწყო შესვლა აღთქმული მიწის დაუფლებაში”. ძმამ ჰკითხა: რა შუაშია “სამარე”? აბბამ უპასუხა: “ეს — მგლოვარებისა და გმინვის ადგილია”.

შემდეგი გამონათქვამი ასევე ეკუთვნის აბბა პიმენს: “მგლოვარება — ორმხრივია: იქმს და იცავს”.

ძმა შეეკითხა აბბა პიმენს: “რა ვუყო ჩემს ვნებებს, რომლებიც მაშფოთებენ მე?” ბერმა უთხრა მას: “დაე, ვიგლოვოთ მთელი ძალით ღვთის სიკეთის წინაშე, სანამ იგი არ აღასრულებს თავის წყალობას ჩვენ მიმართ”.

ძმა შეეკითხა აბბა პიმენს: “რა ვუყო ჩემს ცოდვებს?” ბერმა უთხრა: “ვისაც სურს გათავისუფლდეს მასში მცხოვრები ცოდვებისაგან, მგლოვარებით თავისუფლდება მათგან, და ვისაც სურს არ ჩავარდეს კვლავ ცოდვებში, მგლოვარებით თავიდან იცილებს მასში ჩავარდნას. ესაა — სინანულის გზა, რომელიც მოგვეცა წმინდა წერილისა და მამების მიერ, რომლებმაც თქვეს: იგლოვეთ! სხვა გზა, მგლოვარების გარდა, არაა”.

ერთხელ აბბა პიმენმა, ეგვიპტის გავლისას გზაზე, დაინახა ქალი, რომელიც საფლავზე იჯდა და მწარედ ტიროდა. ამასთან მან თქვა: “თუ მთელი მსოფლიოდან შეგროვდებოდა მასთან ნუგეშისმცემლები, მაშინ ისინი ვერ მოარიდებდნენ მის სულს მგლოვარებისგან. ასე მონაზონსაც გამუდმებით უნდა ჰქონდეს თავის თავში მგლოვარება”.

ერთხელ ღირსი პიმენი მიდიოდა აბბა ანუბთან ერთად ქალაქ დიოლკის შემოგარენში. როდესაც დაინახა ქალი, ტანჯული და მწარედ მოტირალი საფლავის თავს, ისინი შეჩერდნენ მის მოსასმენად. შემდეგ, ცოტათი გაშორებულები შეხვდნენ გამვლელს, და ჰკითხა მას წმინდა პიმენმა: “რა შეემთხვა ამ ქალს? იგი ასე მწარედ გლოვობს”. გამვლელმა უპასუხა: “მას მოუკვდა ქმარი, ძე და ძმა”. მაშინ აბბა პიმენმა მიმართა აბბა ანუბს და თქვა: “გეუბნები შენ: თუკი ადამიანი არ მოაკვდინებს თავის ყველა ხორციელ სურვილებს და არ მოიხვეჭს ასეთ მგლოვარებას, მაშინ ვერ შეძლებს იყოს მონაზონი. მთელი ცხოვრება მონაზვნისა — მგლოვარებაა”.

თქვა ბერმა: “ტირილი წარმოადგენს სწავლებას (სულიერ საქმიანობას, სულიერ ღვაწლს) მონაზვნისას. თუ არაა მგლოვარება, მაშინ შეუძლებელია თავის დაცვა მოშლილობისა და შეცბუნებისაგან”. მე ვუპასუხე: “როცა მე კელიაში ვარ, მაშინ მგლოვარება ჩემთან იმყოფება; თუკი ვინმე მოვა ჩემთან, ან მე გავალ კელიიდან, მაშინ ვეღარ პოვებ მას”. ამაზე ბერმა უთხრა: “ეს იმისგანაა, რომ მგლოვარება არ შეგითვისებია, არამედ, თითქოს, ნასესხებია შენთვის”. მე ვთხოვე, აეხსნა ჩემთვის ეს სიტყვები. ბერმა თქვა: “თუკი ადამიანი იშრომებს მთელი ძალებით მგლოვარების მოსახვეჭად, მაშინ ჰპოვებს მას თავის სამსახურებლად, როდესაც ინებებს”.

ძმა შეეკითხა აბბა პიმენს: “რის მიმართ უნდა იყოს მიმართული ყურადღება კელიაში განმხოლოვებულისა?” ბერმა უპასუხა: “მე — მსგავსი ვარ ადამიანისა, რომელიც ჭაობშია ჩაძირული ყელამდე, რომელსაც ტვირთი აქვს ყელზე, და რომელიც უღაღადებს ღმერთს: შემიწყალე მე!” შემიწყალე მე! ესაა — გამოხატულება სულში დანერგილი მგლოვარებისა. მგლოვარებას, როდესაც აღწევს განვითარებას, არ შეუძლია შეიმოსოს მრავალაზროვნებითა და მრავალსიტყვაობით: იგი კმაყოფილდება უსაზღვრო სულიერი შეგრძნებების გამოსახატავად ყველაზე მოკლე ლოცვით.

ძმა შეეკითხა აბბა პიმენს მონაზვნური საქმიანობის შესახებ. ბერმა თქვა: “როდესაც ღმერთი მოგვინახულებს ჩვენ მარადისობისკენ მოწოდებით: მაშინ რა შეგვაწუხებს ჩვენ?” — ძმამ უპასუხა: “ჩვენი ცოდვები”. ბერმა უთხრა: “ასე, რომ შევიდეთ ჩვენს კელიაში; მასში განმარტოებით, გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები, და ღმერთი შეისმენს ჩვენსას”. აქ უნდა გაგებული იყოს არა ზედაპირული, ცივი გახსენება ცოდვების შესახებ და საკუთარი ცოდვილობისა, არამედ ხსოვნა შეერთებული სინანულთან, მგლოვარებასთან.

როდესაც გარდაიცვალა აბბა არსენი დიდი, წმინდა პიმენმა, დიდის გარდაცვალების ცნობის მიღებისას, აცრემლებულმა თქვა: “ნეტარი ხარ შენ, აბბა არსენი! იმიტომ, რომ შენ ამ ცხოვრებაში მგლოვარებდი შენი თავისთვის. ვინც არ მგლოვარებს აქ, იგლოვებს მარადიულად. შეუძლებელია არ იგლოვო, ან აქ ნებაყოფლობით, ან უნებლიედ იქ, ტანჯვაში”.


  1. ანბანური პატერიკი, ასოები პ და ა.
Next