თავი 23
Previousხმა მარადისობიდან (ფიქრი სასაფლაოზე)
ჩუმი ზაფხულის საღამოს ბინდში ვიდექი მე, ჩაფიქრებული და მარტოხელა, ჩემი მეგობრის საფლავზე. იმ დღეს აღსრულებული იყო მისი მოხსენიება; იმ დღეს მისი ოჯახი დიდი ხნით დარჩა საფლავზე. თითქმის არ ისმოდა სიტყვები დამსწრეთა შორის: ისმოდა მხოლოდ ქვითინები. ქვითინები წყდებოდა ღრმა სიჩუმით; სიჩუმე წყდებოდა ქვითინებით. და დიდი ხნის განმავლობაში ცვლიდა ერთმანეთს ქვითინი სიჩუმეს, სიჩუმე ქვითინს.
ვიდექი მე ჩაფიქრებული და მარტოხელა საფლავზე; ვიდექი დღის შთაბეჭდილებებით დაჩრდილული. უეცრად მომიცვა მოულოდნელმა, საოცარმა სულიერმა შთაგონებამ. თითქოს გავიგონე განსვენებულის ხმა! — მისი საფლავსმიღმიერი სიტყვა, საიდუმლოებრივი საუბარი, საოცარი ქადაგება, როგორც გამოისახა იგი ჩემს სულში, ვჩქარობ ჩავიწერო აკანკალებული ხელით.
“მამავ ჩემო! დედავ ჩემო! მეუღლევ ჩემო! დანო ჩემნო! შავ სამოსებში, შემოსილნო ღრმა სევდაში სხეულითა და სულით, შეიკრიბეთ თქვენ ჩემს მარტოხელა საფლავთან, — დაბლა დახრილი თავებით, შემოეხვიეთ მას. სიტყვის უთქმელად, მხოლოდ აზრებითა და შეგრძნებებით, თქვენ საუბრობთ საფლავის უტყვ მკვიდრთან. თქვენი გულები — უკურნებელი ნაღველის ფიალებია. თქვენი თვალებიდან ცრემლების ნაკადები მოედინება: დაღვრილი ნაკადულების კვალდაკვალ იბადება ცრემლის ახალი ნაკადები: დარდს არა აქვს ფსკერი, ცრემლებს არა აქვთ დასასრული”.
“ყრმანო — ჩემო შვილებო! და თქვენც აქ ხართ საფლავის ქვასთან, კუბოს თავის ქვასთან! და თქვენს პატარა თვალებში დამრგვალდა ცრემლუკები, ხოლო თქვენმა გულმა არ იცის, რაზე ტირიან თვალები, რომლებიც ჰბაძავენ ჩემი მამის თვალებს, ჩემი დედის თვალებს. თქვენ ტკბებით საფლავის ქვით, მბრწყინავი ქვით, სარკისებრი გრანიტით; თქვენ ტკბებით ოქროს ასოებიანი წარწერით; ხოლო ისინი — ეს გრანიტი და ეს წარწერა — თქვენი ნაადრევი დაობლების მაუწყებელნი არიან”.
“მამავ ჩემო! დედავ ჩემო! მეუღლევ ჩემო! ახლობლებო და ჩემო მეგობრებო! რას დგახართ თქვენ ასე დიდ ხანს ჩემს საფლავთან, ცივ ქვასთან, რომელიც ცივად დგას საფლავის საგუშაგოზე? დიდი ხანია უკვე, რაც გაცივდა ჩემი უსულო სხეული; ყოვლისშემძლე შემოქმედის გადაწყვეტილებით, იგი უბრუნდება თავის მიწას, იქცევა ფერფლად. როგორი მძიმე ფიქრები მოგიცავენ თქვენ, გაჩერებენ ჩემს საფლავზე?… საკურთხევლის მსახურებმა მოუტანეს მას ლოცვა ჩემი განსვენებისთვის, გამომიცხადეს მე მარადიული ხსოვნა ჩემს მხსნელ და განმასვენებელ ღმერთში. ისინი წავიდნენ უტყვი საფლავიდან: წადით თქვენც. თქვენ გესაჭიროებათ დასვენება სულისა და სხეულის ღვაწლის შემდეგ, რომლებიც დატანჯულნი არიან მწუხარებისგან”.
“თქვენ არ მიდიხართ!… თქვენ აქ ხართ!… თქვენ მიეჯაჭვეთ ჩემი დამარხვის ადგილს! სიჩუმეში, რომელიც ამბობს უფრო მეტს, ვიდრე შეუძლია თქვას ყველაზე მდიდრულმა მჭევრმეტყველებამ, — სულით, რომლისთვისაც არაა ახსნა, — გულით, რომელშიც გრძნობათა სიუხვით შთაინთქმება გრძნობათა განსაზღვრულობა, თქვენ არ სცილდებით საფლავს, რომელიც მრავალი საუკუნით არის დალუქული ქვით — უგრძნობი ძეგლით. რა გინდათ თქვენ?… განა არ ელოდებით ქვის ქვეშიდან, ბნელი საფლავის წიაღიდან, ჩემს ხმას?”
“არ არის ეს ხმა! ვქადაგებ მხოლოდ დუმილით. დუმილი, დაურღვეველი სიჩუმე — არის სასაფლაოს საკუთრება თავად აღდგომის საყვირამდე. მკვდრების ფერფლნი ხმების გარეშე ლაპარაკობენ, რომლებსაც საჭიროებს მიწიერი სიტყვა: განხორციელებული ხრწნადობით ისინი აცხადებენ ხმამაღალ ქადაგებას, უდამარწმუნებლეს შეგონებას მშფოთავი, ხმაურიანი დედამიწის ზედაპირზე მაძიებლებისათვის ხრწნადობისა”.
“და მაქვს მე კიდევ ხმა! და ვლაპარაკობ თქვენთან, და ვპასუხობ თქვენს ამოუხსნელ ფიქრებს, თქვენს გამოუთქმელ და გამოუხატავ შეკითხვებს. მისმინეთ მე! განასხვავეთ ჩემი ხმა საერთო ხმაში, რომლითაც საუბრობს მარადისობა დროსთან! — მარადისობის ხმა ერთია, — შეუცვლელი, გარდაუვალი. მასში არაა მერყეობა, ცვალებადობა: მასში დღე — ერთია, გული — ერთია, აზრი — ერთია. ყველაფრის ერთად შემაერთებელი — ქრისტეა. იქიდან ხმა — ერთია”.
“ამ ხმაში, რომელშიც საუბრობს მარადისობა, ამ უსიტყვ და ამასთან ქუხილის მსგავს ხმაში, განარჩიეთ ჩემი ხმა! განა თქვენ, ჩემო ნათესავებო, ვერ ცნობთ ჩემს ხმას? ჩემის ხმას მარადისობის საერთო, ერთიან ხმაში, აქვს თავისი განცალკევებული ხმა, როგორც სიმის ხმა საერთო აკორდში მრავალსიმიანი ფორტეპიანოსი”.
“გვიქადაგებდა ჩვენ ყველას მარადისობის ხმა, გვიქადაგებდა ჩვენი არსებობაში გამოჩენის დროიდან. გვიქადაგებდა იგი ჩვენ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო მისთვის ყურადღების მიქცევა; გვიქადაგებდა იგი ჩვენ ჩვენს მოწიფულ ასაკშიც, როდესაც ჩვენ უკვე შეგვეძლო და უნდა მიგვექცია მისთვის ყურადღება, გაგვეგო იგი. მარადისობის ხმაო!… ვაი რომ!… ცოტაა შენთვის ყურადღების მიმქცევი ხმაურიან მიწიერ სასტუმროში! ხან უშლის ხელს შენთვის ყურადღების მოქცევას ყრმობა ჩვენი; ხან ეწინააღმდეგებიან შენთვის ყურადღების მოქცევას საზრუნავები, ყოველდღიური გართობები. მაგრამ შენ არ ჩუმდები. ლაპარაკობ, ლაპარაკობ, — და, საბოლოოდ, მრისხანე დესპანის — სიკვდილის — მეშვეობით, მოითხოვ ყურადღებიანი, და არაყურადღებიანი მსმენელებისგან ანგარიშს ყურადღებისათვისა და მორჩილებისათვის მარადისობის დიდებული სიტყვებისადმი”.
“რათა მარადისობის ხმას ჰქონდეს თქვენთვის განსაკუთრებული გამოხმაურება, განსაკუთრებულად შემძლებელს, შეაღწიოს თქვენს გულებში, ხსნის სიტყვისადმი მიიზიდოს თქვენი გონება, — ღმერთმა მიმაკუთვნა მე მარადისობიდან მოლაპარაკეებს. ჩემი ხმა შეერწყა აწყობილ თანხმობაში ფართო უხილავი სამყაროს საერთო ხმას. დედამიწის ყველა მოგზაურისათვის მე — მკვდარი ვარ, უსიტყვო, როგორც ყველა გარდაცვლილი, მაგრამ თქვენთვის მე — ცოცხალი ვარ, და, გარდაცვლილი, ვამბობ ხსნის სიტყვას უფრო გახსნილად, უფრო ძლიერად, ვიდრე როგორც ვიტყოდი მას, რომ დავრჩენილიყავი თქვენ შორის და თქვენთან ერთად მედევნა აჩრდილებისადმი სიკეთეთა რომლებითაც ხრწნილება ატყუებს და ღუპავს სამოთხიდან გამოყრილებს, რომლებიც მცირე დროით არიან მოთავსებული მიწიერ სასტუმროში შესარიგებლად მათ მიერ განრისხებულ ღმერთთან”.
“ღმერთი — მოწყალეა, მოწყალეა უსასრულოდ. რომ ყოფილიყო საჭირო და სასარგებლო, — უეცრად საფლავის წყვდიადიდან, მძიმე ქვის ქვემოდან გამოგეხმაურებოდით თქვენ!… ზეცამ ჩათვალა განცალკევებული ხმა მარადისობიდან ზედმეტად… და როგორი ხმა მარადისობიდან უკვე არაა ზედმეტი, როდესაც ღმერთმა კეთილინება, რომ არა მხოლოდ ანგელოზთა სწორმა ადამიანებმა, არამედ თავად მისმა მხოლოდშობილმა ძემ გამოუცხადა სამყაროს მისი ნება, გამოუცხადა წმინდა და მკაცრი განკარგულებები — ნეტარი მორჩილთათვის, საშიში ურჩთათვის — მარადისობისა? ‘ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტყუელნი, მათი ისმინედ.’ (ლკ.16:29), იყო ზეცის პასუხი მათთვის, ვინც ითხოვდა გარდაცვლილთა ხმას დედამიწაზე მცხოვრები ხორციელი ცხოვრებით მაცხოვრებლებისათვის საქადაგებლად, რომლებიც მოკვდინებულნი არიან სულიერი, მარადიული სიკვდილით. ‘უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ’ (ლკ. 16:31)”.
“მეგობარო ჩემო — გარდაცვლილი ვარ, მაგრამ ისევ ბაგეებში ცოცხალი სიტყვით! მიიღე ჩემგან დავალება და აღასრულე იგი.
აი, მამა ჩემი! აი, დედა ჩემი! აი, მეუღლე ჩემი! აი, ჩემი ნათესავები! არ შემიძლია ვილაპარაკო მათთან სხვაგვარად, თუ არა საერთო ხმით მარადისობისა. ამ ხმაში მათ ესმით ხმა ჩემი ხმისაც… ხო, მათ ესმით იგი!… მაგრამ არ მაქვს მე გამოყოფილი, საკუთარი, ჩემი სიტყვა… მეგობარო ჩემო! იყავი ჩემი სიტყვა; ჩვენი საერთო საგანძურიდან, ჩვენი წმინდა მარადისობიდან, უთხარი მათ ჩემ მაგიერ მოკლე, მათთვის უსაჭიროესი სიტყვა: ‘მიწიერი ცხოვრება — წამიერი მომატყუებელი სიზმარია. მარადისობა — გარდაუვალია. არის ასევე სავალალო მარადისობა!… ხოდა, მოიხვეჭეთ ნეტარი მარადისობა ყურადღებით, ყოვლადწმინდა ღმერთის ყოვლადწმინდა კანონის მორჩილებით, — და მოდით ჩემთან უტყუარ, დაუსრულებელ სიამოვნებაში, ყველა თავისაში, თავად და ერთადერთი ღვთის მიერ განსაზღვრულ დროს!’”
1848 წელი, სერგის უდაბნო. ფიქრები დაწერილია კ. ფ. ო-ნა სი გარდაცვალებისას, რომელიც იყო ახალგაზრდობიდან მოყოლებული ახლო ურთიერთობაში არქიმანდრიტ ეგნატე ბრიანჩანინოვთან.
Next