თავი 25
Previousცრემლების შესახებ
ცრემლები ბუნებრივია დაცემული ადამიანური ბუნებისთვის. დაცემამდე მან არ იცოდა ცრემლები, — მისთვის ნაცნობი იყო მხოლოდ სამოთხისეული ნეტარებით უსუფთავესი სიამოვნება. მან დაკარგა ეს ნეტარება: მას დარჩა ცრემლები, როგორც ნეტარების მიმართ თანაგრძნობის გამოხატულება, როგორც მოწმობა დაცემისა, როგორც მოწმობა განრისხებული ღვთაების რისხვის ქვეშ მყოფობისა, როგორც იმედი როდესღაც ნეტარების დაბრუნებისა. სარწმუნოა ეს იმედი: იმიტომ, რომ თანაგრძნობა ნეტარების მიმართ არ გამქრალა ბუნებიდან. სარწმუნოა ეს იმედი: იმიტომ, რომ თანაგრძნობა ნეტარებისადმი არაა წარხოცილი ბუნებისაგან. სარწმუნოა ეს იმედი: იმიტომ რომ წუხილი ზეციური ნეტარების დაკარგვაზე შეუძლებელია დაკმაყოფილდეს ვერავითარი დროებითი დაკმაყოფილებით; იგი, რჩება რა დაუკმაყოფილებელი, ელოდება დაკმაყოფილებას, იუწყება დაკმაყოფილების არსებობას. ცრემლებში საიდუმლოებრივად ცხოვრობს ნუგეშისცემა და მგლოვარებაში — სიხარული. ადამიანი, როგორ მიწიერ კეთილდღეობაშიც არ უნდა იყოს, როგორ სიმაღლეზეც არ უნდა იდგეს, როგორ სიუხვეშიც არ უნდა ცურავდეს, ხვდება და განიცდის ისეთ წუთებს, საათებსა და დღეებს, რომელშიც საჭიროებს ნუგეშისცემას, რომლებიც მოიგვრება ცრემლებით, — სხვა ნუგეშისცემაში ნუგეშს ვერ ნახულობს. ყოველი ჩვენგანი როგორც კი შედის ჩვენი გამოძევებისა და ტანჯვის ქვეყანაში, ვნებისა და ტირილის ქვეყანაში, რომ აღნიშნავს ამ შებიჯებას, თავისი არსებობის დასაწყისს, მგლოვიარე ქვითინით. “ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს”, რომელიც აღინიშნება ცრემლებით მისი ლოცვისას! ასეთი უხილავი, სულიერი “აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვი, ღელესა მის გლოვისასა გავლისას — მიწიერი ცხოვრებისა, რომელიც შენ განაწესე სინანულისათვის: რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა”, შჯულად დაგვიდო ჩვენ მგლოვარება და ცრემლები. თავიანთი თავის მგლოვარებითა და ცრემლებით განმწმენდნი, “ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს” — ადამიანის სულში, რომელიც შემზადებულია ღმერთის მისაღებად ჭეშმარიტი სინანულით (ფს. 83:6-8). “რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ”. ისინი “მისლვით” მიწიერი ცხოვრების გზით, რომლებიც “მივიდოდეს” ვიწრო და მწუხარებებიან გზაზე, “და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი” (ფს. 125:5-6).
ცრემლები, როგორც დაცემული ბუნების თვისებები, დასნეულებულია დაცემულობის ავადმყოფობით, როგორც ყველა სხვა თვისება. ზოგიერთი განსაკუთრებულად მიდრეკილია ცრემლებისკენ ბუნებითად და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ღვრის ცრემლებს: ასეთი ცრემლები იწოდება ბუნებრივად. არსებობს ასევე ცოდვილი ცრემლები. ცოდვილ ცრემლებად იწოდება ცრემლები, რომლებიც იღვრება ცოდვილი წარმოშობის მიზეზით. ასეთი ცრემლები უხვად და განსაკუთრებულად მარტივად იღვრება ადამიანების მიერ, რომლებიც ავხორცობას არიან მიცემული; ავხორცთა ცრემლების მსგავს ცრემლებს ღვრიან თვითცდუნებულობასა და ხიბლში მყოფები; იღვრება უხვად ცრემლები პატივმოყვარეობისაგან, პირმოთნეობისაგან, თვალთმაქცობის, კაცთმოთნეობისაგან. საბოლოოდ, მათ ღვრის ბოროტება: როდესაც იგი ბოროტმოქმედების ჩადენის შესაძლებლობას არის მოკლებული, რომ დაღვაროს ადამიანის სისხლი, მაშინ იგი ღვრის ცრემლებს. ეს ცრემლები ჰქონდა ნერონს, რომელშიც თანამედროვე ქრისტიანები, მისი სისასტიკისა და ქრისტიანების მიმართ სიძულვილის გამო, ფიქრობდნენ, ხედავდნენ ანტიქრისტეს[^103]. ბუნებრივ ცრემლებს მიეკუთვნება ცრემლები განაწყენებისაგან; როდესაც განაწყენებას აქვს ცოდვილი თვისება, მაშინ განაწყენების ცრემლები იქცევიან ცოდვიან ცრემლებად. ჩვენ წმინდა მამებისგან გვევალება ბუნებრივი და ცოდვიანი ცრემლები, მათი გაჩენისთანავე, გარდავქმნათ ღვთივსათნოში, ე.ი. შევცვალოთ ცრემლების წარმოშობის მიზეზი: გავიხსენოთ ჩვენი შეცოდებები, გარდაუვალი და უცნობი სიკვდილი, ღვთის სამსჯავრო, — და ვიგლოვოთ ამ მიზეზებიდან გამომდინარე[^104].
საოცარია! ისინი, რომლებიც ბუნებრივი მიდრეკილების გამო ღვრიდნენ უშრომელ, უაზრო და უნაყოფო ცრემლების ნაკადებს, ასევე ისინი, რომლებიც ღვრიდნენ მათ ცოდვილი წარმოშობის მიზეზებით, როდესაც მოისურვებენ, იგლოვონ ღვთისათვის სათნოდ, უეცრად ხედავენ თავიანთ თავში უჩვეულო სიმშრალეს, არ შეუძლიათ მოიპოვონ თვალებიდან არც-ერთი ცრემლის წვეთი. აქედან ვსწავლობთ, რომ ღვთის შიშისა და სინანულის ცრემლები ღვთის ნიჭია, რომ მათ მისაღებად უნდა ვიზრუნოთ, პირველ რიგში, მათი წარმოშობის მიზეზების მოსახვეჭად.
ცრემლების მიზეზი — ხედვა და აღიარებაა საკუთარი ცოდვილობისა. “ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა”, — ამბობს წმინდა წინასწარმეტყველი დავითი, — “რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი” (ფს. 118:136). ცრემლების მიზეზია — სულის სიგლახაკე: თავად ნეტარებად მყოფი, იგი ბადებს სხვა ნეტარებებს — მგლოვარებას (მთ. 5:3-4), კვებავს, ხელს უწყობს, აძლიერებს მას. “მგლოვარება კი არ წარმოიშვება ცრემლებისაგან, არამედ ცრემლები მგლოვარებისაგან, თქვა ღირსმა იოანე წინასწარმეტყველმა. თუ ვინმე, რომელიც იმყოფება საძმოში, მოიკვეთს საკუთარ ნებას და არ აქცევს ყურადღებას სხვის ცოდვებს, მაშინ მოიპოვებს მგლოვარებას. ამის მეშვეობით მოიკრიბება მისი გულისთქმები და ასეთნაირად შეკრებისას, შობს გულში სევდას (მგლოვარებას) ღვთისთვის, ხოლო სევდა შობს ცრემლებს”[^105]. ცრემლები, როგორც ღვთის ნიჭი, წარმოადგენს ღვთის მოწყალების ნიშანს: “ლოცვაში ცრემლები, — ამბობს წმინდა ისააკ ასური, — ღვთის მოწყალების ნიშანია, რომელიც ეღირსა სულს თავისი სინანულის შედეგად, და იმისი, რომ იგი მიღებულია და მან დაიწყო შებიჯება სიწმინდის ასპარეზზე ცრემლების მეშვეობით. თუ გულისთქმები არ მოსწყდება წარმავალი საგნებისაგან, არ განიშორებენ თავისგან ამა სოფლის მიმართ იმედს; თუ არ აღიძვრება მათში მის მიმართ ზიზღი, და ისინი არ დაიწყებენ თავისი ამსოფლიდან გასვლისთვის მომზადებას; თუ არ დაიწყება სულში იმ საგნების შესახებ აზრების მოქმედება რომელიც მომავალი საუკუნის საგნებს ეკუთვნის, მაშინ თვალები ვერ შეძლებენ წარმოშვან ცრემლები”[^106].
ვინც მოიხვეჭა თავისი ცოდვილობის ხედვა, ვინც მოიხვეჭა ღვთის შიში, ვინც მოიხვეჭა სინანულისა და მგლოვარების გრძნობა, მას სჭირდება ღვთისგან ითხოვოს ცრემლების ნიჭი გულდასმითი ლოცვით. ასე ასქანმა, ქალების ასულმა, როდესაც გათხოვდა და მიიღო მიცემული მიწის ნაკვეთი, როდესაც დაჯდა ვირზე, რომ გამგზავრებულიყო ქმრის სახლში, გოდებითა და ქვითინით დაიწყო თხოვნა მამისაგან, რომ მას მისთვის მიცემული ნაკვეთისთვის მიეერთებინა სხვაც, რომელიც უხვობდა წყლის სიმრავლით. “ქუეყანად სამხრით კერძო (მშრალი) მიმეც მე და მეც მე საჴმარი წყალთა” (მსაჯ. 1:15). ქალებმა შეასრულა ასულის სურვილი. წმინდა მამები ასქანის სახით მოიაზრებენ სულს, რომელიც ზის თითქოს ვირზე, სხეულის უსიტყვო გატაცებებზე. მშრალი მიწა გამოსახავს ღვთის შიშის წინამძღოლობით წარმართულ საქმიანობას, ხოლო ასქანმა რომ დაიწყო გოდებითა და ქვითინით წყალთა წყაროების მოთხოვნა, ამით გამოიხატება უკიდურესი საჭიროება ცრემლებისა ყოველი მოღვაწისათვის, რომელიც მოვალეა ითხოვოს სულთქმებითა და გულის ტკივილით ცრემლების ნიჭი ღვთისაგან[^107]. ცრემლების მოსანიჭებლად ლოცვისას, აუცილებელია საკუთარი ძალისხმევაც მის წარმოსაშობად. საკუთარი ძალისხმევა ან შრომა არის წინმსწრებიც ცრემლების დაღვრისა და თანმხლებიც ამ დაღვრისა.
შრომა, რომელიც ცრემლებს წინ უსწრებს, მდგომარეობს კეთილგონივრულ თავშეკავებაში საჭმლისა და სასმელისაგან, კეთილგონივრულ სიფხიზლეში, უპოვარებაში, ყურადღების მოშორებაში ყველაფრისგან, რაც გარს გვახვევია, მის კონცენტრირებაში საკუთარ თავში. წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა თქვა მგლოვარების შესახებ სიტყვაში: “სინანული არის ნებაყოფლობითი ჩამორთმევა საკუთარი თავისათვის ყოველგვარი ხორციელი ნუგეშისა”[^108]. წმინდა დავითი აღწერს მგლოვიარეს მდგომარეობას ასე: “იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა. ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა (ნანგრევებში). უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა. (სახურავზე)… ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი” (ფს. 101:5-8,10). ამა ქვეყნისათვის მოკვდინების გარეშე შეუძლებელია მოიპოვო მგლოვარება და ცრემლები: ვიხვეჭთ მათ ამა სოფლისთვის მოკვდინების ხარისხის მიხედვით. — ძალისხმევა თავად მგლოვარებისას და ცრემლების დაღვრისას მდგომარეობს მათ მიმართ თავის დაძალებაში, სიმშრალისა და გვალვის დიდსულოვან მოთმენაში, რომლებიც ხანდახან თავს ესხმიან ნეტარ ღვაწლს, რომელთა შემდეგაც ყოველთვის ჯილდოვდება მომთმენი მოღვაწე ცრემლთა უხვი ნაკადით. როგორც მიწა, რომელიც დიდი ხანი ელოდა მორწყვას და საბოლოოდ, მიიღო იგი ჭარბად, უცბად იფარება ნაზი, ხასხასა ბალახით: ისე გულიც, მოუძლურებული სიმშრალითა და შემდეგ გაცოცხლებული ცრემლებით, გამოსცემს საკუთარი თავისგან მრავალ სულიერ აზრებსა და შეგრძნებებს, რომლებიც სიმდაბლის საერთო ფერითაა დამშვენებული. მგლოვარების საქმიანობა, რომელიც განუყოფელია ლოცვითი საქმიანობისაგან, მოითხოვს ისეთივე პირობებს წარმატებისათვის, რომლებსაც საჭიროებს ლოცვაც. იგი საჭიროებს მომთმენ, მუდმივ ყოფნას მასში: საჭიროებს მას მგლოვარებაც. იგი სააჭიროებს სხეულის მოქანცვას, წარმოშობს სხეულის უღონობას: წარმოშობს ამ უღონობას მგლოვარებაც, საჭიროებს იმისთვის, რომ იშვას, სხეულის გარჯასა და მოქანცვაში. “დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, — ამბობდა დიდი მოქმედი ტირილისა, — დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო” (ფს, 6:7). თავის იძულება და გარჯა უნდა შევუთანაბროთ სხეულის ძალებს. ღირსი ნილოს სორელი ურჩევს და ნეტარს უწოდებს მგლოვარებასა და ცრემლებს. “ეს სინანულის გზაა და მისი ნაყოფი, — ამბობს იგი. — ვინც ყოველი თავდასხმისას, რომელიც მას შეემთხვევა, და ყოველი მტრული გულისთქმის წინააღმდეგ მგლოვარებს ღვთის სიკეთის წინაშე, რათა იგი დაეხმაროს მას, იგი მალე მოიპოვებს მოსვენებას, თუკი ლოცულობს სულიერი გონებით”[^109]. თუმცა ეს ღირსი მამაც, რომელიც გვირჩევს, ვიხელმძღვანელოთ საქმიანობაში იმ დამოძღვრებით, რომლებიც არის წმინდა იოანე კიბისაღმწერელისა და წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეთყველის წიგნებში, გვაძლევს გაფრთხილებას, რომელსაც სესხულობს წმინდა ისააკ ასურისგან, რომ არ მოვიყვანოთ სუსტი სხეული მოშლილობაში უსაზღვრო დაძალებით. “მაშინ, — ამბობს იგი, — არაა სასარგებლო აბრძოლო ბუნება. როდესაც უძლური სხეული დაძალდება მის ძალებს აღმატებული საქმეებისთვის: მაშინ სულს ადგება დაბნელება დაბნელებაზე, — იგი მოდის შეშფოთებაში”[^110]. თუმცა, სუსტი სხეულის აღნაგობისასაც და ჯანმრთელობისასაც რაღაც დოზით დაძალება, ძალების საზომისაებრ, აუცილებელია. ეს საზომი ადვილად შეიძლება დადგინდეს ცოტაოდენი გამოცდილებიდან. უძლურებმა უნდა თავი მიიყვანონ თავნი მგლოვარებისა და ცრემლების მდგომარეობამდე უმეტესად ყურადღებიანი ლოცვით და ეცადნონ შეიძინონ სულის მგლოვარება[^111], რომლის დროსაც მოედინება ჩუმი ცრემლები, და გულის ტკივილი არაა ასე ძლიერი. ყოველგვარი სულიერი საქმიანობა, რომელიც არის თავისთავად ღვთის ნიჭი ჩვენში, აუცილებლად საჭიროებს ჩვენს დაძალებას მის მიმართ, იმიტომ, რომ დაძალება არის ქმედითი გამოხატულება და მოწმობა ჩვენი კეთილი ნება-მყოფელობისა. დაძალება განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც დაცემული ბუნებისგან ან ეშმაკების ბოროტმოქმედებით წარმოიშვება ჩვენში როგორიც გინდა ცოდვილი მისწრაფება ან აღშფოთება: მაშინ აუცილებელია წარმოითქვას ლოცვის მგლოვიარე სიტყვები ცოტათი ხმამაღლა. ნივთიერი, უნებლიე, ხმამაღალი, განსაკუთრებით დაძალებითი და ძალდატანებითი მგლოვარება არ შეესაბამება უძლურებს, როგორც სხეულის შემძრავი მასში წვალებისა და მტკივნეულობის წარმომქმნელი. ეს წვალებები და მტკივნეულობები მამების მიერ იწოდება მშობიარეს ტკივილებად[^112]; მათი შედეგი არის საგრძნობი ღონემიხდილობა ძლიერ მოღვაწეებშიც კი. ძლიერი სხეულის აღნაგობის მოღვაწეებისთვის შესაძლებელია და სასარგებლოა მეტად გაძიერებული დაძალება მგლოვარებისა და ცრემლების მიმართ; მათთვის საჭიროა, განსაკუთრებით მათი ღვაწლის დასაწყისში, მანამ, სანამ ისინი მოიხვეჭენ სულის მგლოვარებას, ლოცვის სიტყვები წარმოთქვან მგლოვიარე ხმით, რათა სულმა, რომელიც მიძინებულია მომაკვდავი ძილით ცოდვიანი აღტაცებისაგან, გამოიღვიძოს მგლოვარების სიტყვებზე და თავად შეიგრძნოს მგლოვარების შეგრძნება. ასე მგლოვარებდა ძლევამოსილი დავითი. “ვჴმობდ სულთქმითა გულისა ჩემისათა.” (ფს. 37:9), ამბობს იგი საკუთარ თავზე, “ვჴმობდ” ლომის მსგავსად, რომელიც უდაბნოს ახმაურებს ღრიალით, რომელშიც საზარელია ძალის გამოხატულებაც, და მწუხარების გამოხატულებაც. ხმით ლოცვისა და მგლოვარებისათვის აუცილებელია განმარტოება, კელიური მაინც: ეს საქმიანობა არ არსებობს ძმებს შორის. წმინდა მამების ცხოვრებაში ჩანს, რომ მათგან ისინი, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, დაკავებულნი იყვნენ ხმოვანი მგლოვარებით, რომელიც უნებლიედ სცდებოდა კელიის კედლებს, თუმცა ისინი ზრუნავდნენ მთელი მონდომებით, რათა მათი ყოვეგვარი საქმიანობა დარჩენილიყო საიდუმლოდ, რომელიც ცნობილი იქნებოდა მხოლოდ ღმერთისთვის. როგორც აირების დაგროვება ჰაერში განიმუხტება მეხით ხშირი წვიმისას, ისე მგლოვარების შეგრძნების დაგროვება სულში განიმუხტება ქვითინებით ტირილით და უხვი ცრემლებით. ეს დაემართა მონაზონს, რომლის ღვაწლიც აღწერილია წმინდა ისააკის მიერ მის მე-10 სიტყვაში. მეხისა და წვიმის შემდეგ არის ხოლმე განსაკუთრებული კეთილშეზავება ჰაერისა: და სული, რომელმაც თავისი დარდი ქვითინით შეიმსუბუქა, გაგრილდა ცრემლებით, იგემებს განსაკუთრებულ სიჩუმესა და მშვიდობას, რომლებიდანაც როგორც არომატული ნივთიერებების კეთილსურნელება, იშვება და მოქმედებს სუფთა ლოცვა. — საერთოდ, სასარგებლოა გავიგოთ წმინდა წერილიდან და მამათა ნაწერებიდან მონაზვნური საქმიანობის სხვადასხვა საშუალებების შესახებ, გამოვცადოთ ისინი, და საკუთარი თავისთვის ავირჩიოთ ის საქმიანობა, რომელიც აღმოჩნდება უმეტესად შესაბამისი. ადამიანები მოწყობილი არიან ასე სხვადასხვაგვარად, მათი შესაძლებლობები და თვისებები ისე განსხვავებულია, რომ ერთი და იგივე საქმიანობა და ხერხი, როდესაც გამოიყენება რამოდენიმე მოღვაწის მიერ, მოქმედებენ თითოეულ მათგანში შესამჩნევი განსხვავებით. ამ მიზეზით აუცილებელია გამოცდილება, როგორც მოციქულიც გვირჩევს: “ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ” (1თეს. 5:21).
მგლოვარებისა და ცრემლების ნიჭი არის ერთ ერთი ღვთის უდიდეს ნიჭთაგან. იგი — ნიჭია, ჩვენთვის არსებითად საჭირო ჩვენთვის ჩვენი ხსნისათვის. წინასწარმეტყველების, ჭვრეტისა, სასწაულთმოქმედების ნიჭები განწაკუთრებული სათნოობისა და ღვთის კეთილგანწყობილების ნიშნებია, ხოლო ლმობიერებისა და ცრემლების ნიჭი არის მიღებული ან მიღებადი სინანულისა. “აზრთა სევდა არის ღვთის პატიოსანი საჩუქარი; მისი მქონე და მისი დამცველი როგორც საჭიროა, ჰგავს ადამიანს, რომელსაც თავის თავში აქვს სიწმინდე. სხეულის ღვაწლები სევდიანი აზრების გარეშე ჰგავს სხეულს სულის გარეშე”[^113]. ცრემლები, რომლებიც იღვრება ცოდვებზე, თავიდან არის მწარე, იღვრება სულის ტკივილითა და ტანჯვით, რომლებსაც სული გადასცემს სხეულსაც. ცოტ-ცოტათი ცრემლებთან იწყებს შეერთებას ნუგეშისცემა, რომელიც მდგომარეობს განსაკუთრებულ სიმშვიდეში, სიმშვიდისა და სიმდაბლის შეგრძნებაში; ამასთან ერთად, ცრემლები, მოგვრილი ნუგეშის თანაზომიერად და შესაბამისად, თავად იცვლებიან, კარგავენ მნიშვნელოვნად სიმწარეს, მოედინებიან უმტკივნეულოდ ან მცირე ტკივილით. თავიდან ისინი არიან მწირი, და მოდიან იშვიათად; შემდეგ ცოტ-ცოტათი იწყებენ მოვიდნენ უფრო ხშირად, და ხდებიან უფრო ჭარბი. როდესაც ცრემლების ნიჭი გაძლიერდება ჩვენში ღვთის მოწყალებით, მაშინ წყდება შინაგანი ბრძოლა, მშვიდდება გულისთქმები, იწყებს მოქმედებას განსაკუთრებული განვითარებით გონიერი ლოცვა ანდა სულის ლოცვა, შინაგანი ადამიანის გაძღომითა და გახალისებით. მაშინ იხსნება ვნებების საფარი გონებიდან, და გაეხსნება მას ქრისტეს საიდუმლო სწავლება. მაშინ ცრემლები გადაიქცევა მწარიდან ტკბილში. მაშინ ფესვს იდგამს გულში სულიერი ნუნგეში, რომელსაც არაფერი არ აქვს მსგავსი მიწიერ სიხარულთა შორის, და რომელიც ნაცნობია მხოლოდ ლოცვით მგლოვარებაში მოვარჯიშესთვის და იმისთვის, ვისაც აქვს ცრემლების ნიჭი[^114]. მაშინ სრულდება უფლის აღთქმა: “ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ” (მთ. 5:4). მაშინ ესალმება საკუთარ თავს მოღვაწე სული წმინდის შთაგონებითა და მოწმობით: “დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ, რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან” (ფს. 114:6-8). მაშინ მოღვაწე როდესაც შეამჩნევს თავის წინააღმდეგ ცოდვილი გულისთქმებისა და შეგრძნებების უძლურებას, რომლებიც ამაოდ ცდილობენ დაიმორჩილონ იგი თავისი გავლენით, კადნიერად ეუბნება მათ: “განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა” (ფს. 6:9-10).
მხატვრულად გამოიხატება წმინდა წინასწარმეტყველი იერემიის მგლოვარებაში სულიერი მდგომარეობა მონაზვნისა, რომელმაც დაინახა ადამიანური ბუნების დაცემულობა, რომელიც არ ტყუვდება წარმავალი ქვეყნის ცდუნებებით, არამედ მთლიანად მიმართავს სულის მზერას ამ დაცემულობისკენ და მიცემულია ღრმა განმარტოებაში ღრმა მგლოვარებას[^115]. “და იქმნა, — ამბობს წერილი, — შემდგომად წარტყუენისა ისრაჱლისა და იერუსალჱმისა მოოჴრებისა, და ჯდა იერემია მტირალი. და გოდებდა გოდებასა ამას იერუსალიმსა ზედა” (გოდ. 1:1). ყველა შეწევნა იერუსალიმისთვის ამოწურულია, და ყველაფერი უკვე ამაოა: დარჩა მხოლოდ ქვითინი მასზე. წინასწარმეტყველი მოუწოდებდა მას როდესღაც, მოუწოდებდა დაუდუმებლად საწინასწარმეტყველო სიტყვით; ახლა აღარავისთვისაა საჭირო ეს სიტყვა; არაა არა მხოლოდ ადამიანები, — არაა არც შენობები; დარჩა მხოლოდ ნანგრევები; მათში შესაზლებელია გაისმეს მხოლოდ ქვითინები. არავისთვისაა გასაგები ეს ქვითინები, და არაა საჭიროება იმაზე ზრუნვისა, რომ ვინმესთვის იყოს გასაგები ისინი. მათით წინასწარმეტყველი გამოხატავს გამოუთქმელად მძიმე თავის მწუხარებას; ისინი გაისმის უდაბნოში ნანგრევებიდან; მათ უსმენს ზეციდან ღმერთი. როგორი მდგომარეობაა წინასწარმეტყველისა! იგი ერთია ქალაქის ფართო ნანგრევებში; იგი ერთია — ცოცხალი წარსული ცხოვრების აურაცხელ, მკვდარ ნიშნებსა და განვლილი ცხოვრების მოწმეთა შორის; იგი ერთია — ცოცხალი სიკვდილის გარემოს შორის. როგორც ცოცხალი, იგი გამოსცემს მწუხარების ხმას სიცოცხლის დაკარგვის გამო; იგი მოუხმობს ამ სიცოცხლეს რომ დაბრუნდეს მის მიერ დატოვებულ საცხოვრებელში, კვლავ ჩაანაცვლოს თავისი თავით საშინელი, საკუთარი თავის ვერ მგრძნობელი სიკვდილი. “ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი განმრავლებული ერითა? იქმნა, ვითარცა ქურივი განმრავლებული ნათესავთა შორის. მმთავრობაჲ სოფლებსა შორის იქმნა მოხარკედ” (გოდ, 1:1).
წინასწარმეტყველის სახით გამოიხატება გონება მონაზვნისა, რომელიც განათლებულია ღვთის გულახდილი სწავლებით; დიდი ქალაქი – ესაა მთელი ადამიანი, შექმნილი ღვთისგან; მცხოვრებნი ქალაქისა – თვისებანი სულისა და სხეულისა; წარმართნი – ეს არიან დემონები, რომლებიც იყვნენ დამცირებულნი წინაშე ადამიანისა მის დაცემამდე, გახდნენ მისი თავადები მისი დაცემულობის შემდეგ. დაცემის მდგომარეობაში იმყოფება თავად მონაზონიც, და ყველა ადამიანი: იგია საგანი მგლოვარებისა მისი და ყველა ადამიანი. მაგრამ მონაზონი გლოვობს მარტო, იმიტომ, რომ მხოლოდ იგი ღვითის სიტყვის შუქზე ხედავს კაცობრიობის დაცემულობას; დანარჩენი ადამიანები ვერ ხედავენ მას, ვერ იღებენ მონაწილეობას მგლოვარებაში, მგლოვარებას ვერ იგებენ, და მგლოვარეს თვლიან გონების დამკარგავად. მგლოვარებს მონაზონი მარტო თავისი პიროვნებისაგან და მთელი კაცობრიობის გადმოსახედიდან, არ აქვს რა შესაძლებლობა გამოეყოს კაცობრიობას მისი სიყვარულისა და ნათესაობის გამო მისდამი; მგლოვარებს მონაზონი თავის თავზე და მთელს კაცობრიობაზე; დასტირის იგი დაცემულ ბუნებას, ყველასთვის საერთოს. მგლოვარებს იგი მარტო უგრძნობ ნანგრევებში, მიმოფანტულ და დადებულ ქვების გროვებს შორის: ნანგრევები და ქვები – უგრძნობელობით დაზიანებული კაცობრიობის სახეა, კაცობრიობისა რომელიც ვერ გრძნობს და ვერ იგებს თავისი დაცემულობას და მარადიულ სიკვდილს, სრულებითაც არ ზრუნავს მათზე. მგლოვარებს მონაზონი მარტო, და მგლოვარება მისი გასაგებია მხოლოდ ღვთსათვის. „მტირალი ტიროდა ღამე და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა, და არა იყო ნუგეშინისმცემელ მისსა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა. ყოველნი შემყუარებელნი მისნი განცრუვნეს მისდამი, იქმნნეს მისსა მტერებ.“ ( გოდ. 1:2 ). რათა ვიგლოვოთ ღვთისათვის გლოვით, უნდა დავცილდეთ ამა სოფელს და ადამიანებს, მოვკვდეთ ამა სოფლისათვის და ადამიანებისთვის, გულით და გონებით გავხდეთ მარტოსულნი. „მიტოვება ყველა საზრუნავისა დაგეხმარება შენ მიახლოვებაში განმხოლოვების ქალაქისადმი; თუკი არ დაიწყებ საკუთარი თავის რამედ მიჩნევას, მაშინ დამკვიდრდები მასში; თუკი მოკვდები ყოველი ადამიანისათვის, მაშინ გახდები ქალაქისა და მისი საგანძურის მემკვიდრე“, – უთხრა დიდმა ბარსანუფიმ მონაზონს, რომელსაც იგი ამზადებდა განმხოლოებისათვის და განდეგილობისათვის საფლავ-კელიაში, ლოცვითი მგლოვარების ამ საყვარელ საცხოვრებელში[^116]. ტყვეობაში და ბაბილონელების მონობაში მყოფი იუდეველები, გამოხატავენ ნებაყოფლობით მწუხარებებს, ესე იგი მოკლებასა და ხორციელ ღვაწლებს, რომლებშიც იგდებს თავს მონაზონი სინანულის მიზნით, ასევე მწუხარებებს, მისთვის ღვთის განგების მიერ დაშვებულთ ცოდვების განსაწმენდად. სულიერი ბელადი ღვაწლთა – მგლოვარება, უგზავნის მათ წერილს იერუსალიმის ნანგრევებიდან, რომლებზეც იგი განმხოლოებულია მარტოობაში, წერილში აუწყებს იგი გათავისუფლებას ტყვეებს, ვადიანი დროის გასვლის შემდეგ. მწარე მგლოვარებისათვის არის თავისი ვადა, და თასისათვის სიმწარისა ნებაყოფლობითისა და უნებლიეთისა არის თავისი საზომი. განისაზღვრება ეს წონა და საზომი ღვთისაგან[^117], როგორც წმინდა დავითმა თქვა: „მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა“ ( ფს. 79:6 ), დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წიუაშე,“ როგორც საშუალება განწმენდისა ვითარცა აღმითქუ მე.“ ( ფს. 55:9 ) შეწყალება და ხსნა. იყო დღეები, რომლებშიც იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე“ ( ფს. 41:4 ); მათ მოსდევდა დღეები, რომლებშიც, შესაბამისად წინამდებარესი მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა“ ( ფს. 93:19 ). რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი გალობითა“ ( ფს. 125:1-2 ). ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ!“ ქადაგებს შთაგონებული იერემია პირისაგან ღვთისა რჩეული ერისათვის, რომლისთვისაც დაშვებული იყო ცოდვების გამო მისი ტყვეობა ბაბილონში, ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით, რამეთუ, აჰა, მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს, და დაიძინოს, და არა იყოს მაშფოთებელი მისი.“ ( იერ. 46:27 ). მწუხარებები და ტკივილები სინანულისა შეიცავენ თავის თავში თესლს ნუგეშისას და კურნებისას. ეს საიდუმლოება იხსნება მგლოვარებით მოწაფისათვის მისი. – ყველა მონაზონი, განწმენდილნი ცოდვებისაგან, განიწმინდნენ მგლოვარებით, და ყველა მიმღწევი ქრისტიანული სრულყოფილებისათვის, მიაღწიეს მას მგლოვარებით. განსაკუთრებით ეს საქმიანობა განვითარებული იყო შორის მრავალრიცხოვანი განმხოლოებულებისა ქვემო ეგვიპტისა, უდაბნოში სკიტისა, მთაში ნიტრიისა, კელიებში და სხვა განმარტოებულ ადგილებში, მან სახენი და ლაშქრები მონაზონთა შეცვალა სახეებად და ლაშქრებად ანგელოზებისა. როდესაც დამაარსებელმა სამონაზვნო ცხოვრებისა უდაბნოში სკიტისა, ღირსმა მაკარი დიდმა , რომელსაც სხვა მეუდაბნოენიც მიიჩნევდნენ მამად მამათა, მიაღწია ღრმა მოხუცებულობას, მაშინ მონაზვნებმა მთისა ნიტრიისა, საკმაოდ ახლოს მყოფმა სკიტთან, სთხოვეს მას, რათა მან წასვლამდე თავისი ღმერთთან, მოენახულებინა ისინი. მაკარი მივიდა მთაზე; მრავალი მონაზონი განმხოლოებული მასზე, შეხვდა მას. ისინი სთხოვდნენ მას დარიგებას. მაკარიმ აცრემლებულმა, თქვა: ძმებო! ვიგლოვოთ. თვალებმა ჩვენმა დაე დაღვარონ ცრემლები წასვლამდე ჩვენი იქ, სადაც ჩვენი ცრემლები დაწვავენ ჩვენს სხეულებს“. ყველამ იტირა, დაეცნენ სახეებზე თავიანთზე და თქვეს: მამაო! ილოცე ჩვენთვის“ 118 . თავისი ნიჭიდან ცრემლებისა წმინდა მოძღვარმა წმინდა ძველი მონაზნებისა წარმოთქვა მოკლე სწავლება ცრემლების შესახებ, შეაერთა მასში ყველა სწავლება სამონაზვნო ცხოვრებაზე. მსმენელებმა გამოხატვით თავიანთი ნიჭისა ცრემლთა გამოხატეს, რომ მათ გაიგეს მნიშვნელობა და სიფართოვე სწავლებისა. ბევრი სიტყვა აქ იყო არა საჭირო.
ცრემლთა ნიჭი – ეს დაჩრდილვა მადლისა ღვთისა – უმეტესად ეწვევა მოღვაწეებს ყურადღებიანი ლოცვის დროს, არის ჩვეულებრივი ნაყოფი მისი; სხვათათვის მოდის იგი კითხვის დროს; სხვებისთვის, როგორიღაცა საქმის დროს. ასე ღირს კირილე ბელოეზერსკს მოსდიოდა ცრემლები დაკავებულობისას სამონაზვნო სამზარეულოში. ყურებისას ნივთიერი ცეცხლისათვის, იგი იხსენებდა დაუშრეტელ ცეცხლს მარადიული ტანჯვისა და ღვრიდა ცრემლებს. კირილი, იფიქრა რა, რომ განმხოლოებაში ლმობიერება მისი გაძლიერდებოდა, და ცრემლები გახშირდებოდა, სურდა განმარტოება კელიაში, განგებულებით ღვთის გარემოებებმა მიაღწევინეს მას სასურველს, და რა მოხდა? მოშორებისას მიზეზებისა, გამომწვევისა ლმობიერებისა და ცრემლებისა, გაიშვიათდნენ ცრემლები, და კირილემ ითხოვა წინამძღვრისაგან დაებრუნებინა იგი ცეცხლთან სამონასტრო სამზარეულოსი 119 . წმინდა მამები გვმოძღვრავენ ვიყოთ იმ საქმიანობაში, რომელშიც მოდიან ცრემლები: იმიტომ რომ ცრემლები – ნაყოფია, ხოლო მიზანი სამონაზვნო ცხოვრებისა – მიღწევა ნაყოფისა იმ საშუალებით, რომლითაც კეთილენებება ღმერთს მოგვგვაროს ნაყოფი. – ღირსი თეოდორე ენატელი ამბობდა, რომ იგი იცნობდა მონაზონს, განმხოლოებულს კელიაში და მქონეს ხელსაქმედ წვნა თოკებისა. როდესაც ეს მონაზონი იჯდა და წნავდა თოკებს, დაკავებული გონიერი ლოცვით, მაშინ მოდიოდა მასთან ცრემლები, როდესაც იგი დგებოდა ლოცვისათვის; მაგრამ ამასთან ცრემლები ჩერდებოდა. ძმა ჯდებოდა და შეუდგებოდა თოკს, შემოიკრებდა თავის თავში აზრებს, და ცრემლები კვლავ მოდიოდნენ. მსგავსად როდესაც იგი იჯდა და კითხულობდა მოდიოდა ცრემლები. იგი დგებოდა ლოცვისათვის, და ცრემლები დაუყოვნებლივ წყდებოდა. როგორც იყო იგი კვლავ შეუდგებოდა წიგნს, – ცრემლები ბრუნდებოდნენ“ ამის შესახებ ღირსმა თქვა: სამართლიანია გამონათქვამი წმინდა მამებისა, რომ მგლოვარება – მასწავლებელია. იგი ასწავლის ყოველ ადამიანს, იმას, რაც მისთვის სასარგებლოა 120 ”.
ღირსი თეოდორე ენატელი ამბობდა: ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან,, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.“ ( 1კორ. 6:18 ), იმიტომ რომ სხეულისაგან გამოედინება ბილწება, შემბილწველი მისი: ასეა ყოველნაირი სათნოებაც გარეშე ჴორცთა არს“ ხოლო ყოველდღიურად მგლოვიარე წმენდს სხეულსაც: იმიტომ რომ ცრემლი, გამომავალი ზემოდან, რეცხს სხეულს უწმინდურებისაგან მისი“ 121 . ჭეშმარიტად მონანული აღიარებს, – სიტყვების მიხედვით წმინდა იოანე კიბისაღმწერელისა , – ყოველი დღე, რომელშიც იგი არ მგლოვარებდა, დაკარგულად საკუთარი თავისათვის, თუნდაც განმავლობაში მისა მან კიდევაც გააკეთა რამე კეთილი“ 122 . როგორი აღმატებულ ცხოვრებასაც არ ვეწეოდეთ ჩვენ, მაგრამ თუკი არ მოგვიპოვებია გული შემუსვრილი, მაშინ ეს ცხოვრება – მოჩვენებითია და უნაყოფო. შეშვენის, ჭეშმარიტად შეშვენის შებილწულს ემბაზის შემდეგ მეორედ შობისა შემდგომად წმინდა ნათლობისა) განწმინდონ საკუთარი ხელები გამუდმებული ცეცხლით გულისა და წყალობით ღვთისათი“ 123 . არ ვიქნებით ჩვენ დადანაშაულებულნი, ო მეგობრებო, გასვლისას სულისა ჩვენისა სხეულიდან, რომ ჩვენ არ ვიყავით სასწაულმოქმედნი, არ ვიყავით ღვთისმეტყველნი, არ გვქონდა სულიერი ხილვები; არამედ აუცილებლად მივცემთ ღმერთს პასუხს იმისათვის, რომ არ ვმგლოვარებდით განუწყვეტლივ“ 124 , ე. ი. არ ვიმყოფებოდით გამუდმებულ გადამრჩენელ დარდში შეცოდებების გამო და ცოდვილობისა ჩვენისა. თუმცა მგლოვარება თითქმის ყოველთვის გვირგვინდება მეტი თუ ნაკლები უხვი ცრემლებით; მაგრამ ზოგიერთი მოღვაწე – როგორც ჩანს ნუგეშიდან, რომელიც წარმოთქმულია მათთვის წმინდა მამებისაგან – იტანჯებიან, ან მთელი ღვაწლის განმავლობაში თავისი, ანდა მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში, უღლის ქვეშ მგლოვარებისა, არ იღებენ ცრემლებს შვებისათვის და გაგრილებისა. დაე იცოდნენ მათ, რომ არსი სინანულისა მდგომარეობს სიმდაბლეში და შემუსვრილებაში სულისა ჩვენისა ( ფს.50:19 ), როდესაც სული იგლოვებს სიმდაბლის მიზეზით. მგლოვარება სულისა, უკმარისობისას ხორციელი ძალებისა გამოსახატავად ხორციელი ღვაწლებით და ქმედებებით მოქმედი სულში სინანულისა, ცვლის ყველა ხორციელ ღვაწლს და ქმედებას, ხოლო მათ შორის ცრემლებსაც 125 . ამინ.
Next