თავი 21
Previousლოცვა ადამიანებისგან დევნილისა
გმადლობ შენ, უფალო და ღმერთო ჩემო, ყველაფრისთვის რაც მომხდარა ჩემს თავს! გმადლობ შენ ყველა მწუხარებებისა და განსაცდელისთვის, რომლებსაც მიგზავნიდი შენ მე განსაწმენდად ცოდვებით შებილწული, განსაკურნავად ჩემი ცოდვებით დაწყლულებული, სულისა და ხორცისა!
შეიწყალე და გადაარჩინე ის იარაღნი, რომლებთაც შენ იყენებდი ჩემს საკურნებლად: ის ადამიანები, რომლებიც მაყენებდნენ მე შეურაცხყოფას. დალოცე ისინი ამ და მომავალ საუკუნეში! ჩაუთვალე სათნოებაში ის, რასაც ისინი ჩემთვის აკეთებდნენ! დაუწესე შენი მარადიული საგანძურიდან გულუხვი ჯილდოები!
რას გწირავდი შენ? როგორ კეთილსასურველ მსხვერპლებს? — მე გწირავდი მხოლოდ ცოდვებს, მხოლოდ შენი ღვთაებრივი მცნებების დარღვევებს. შემინდე მე, უფალო, შემინდე შენსა და ადამიანების წინაშე დამნაშავეს! შემინდე პასუხის არმქონეს! მომანიჭე მე დავიჯერო და გულწრფელად გამოვტყდე, რომ მე ცოდვილი ვარ! მომანიჭე მე უარვყო მზაკვრული თავის მართლება! მომანიჭე მე სინანული! მომანიჭე მე გულის შემუსრვილება! მომანიჭე მე სიმშვიდე და სიმდაბლე! მომანიჭე მოყვასისადმი სიყვარული, უბიწო, ყველას მიმართ ერთნაირი სიყვარული, ჩემი ნუგეშისმცემლების მიმართაც და შეურაცხმყოფელების მიმართაც! მომანიჭე მე მოთმინება ყველა ჩემს მწუხარებაში! მომაკვდინე მე ამა სოფლისათვის! აღიღე ჩემგან ჩემი ცოდვილი ნება და დარგე ჩემს გულში შენი წმინდა ნება, დაე, აღვასრულებდე მხოლოდ მას ჩემი საქმეებითაც, და სიტყვებითაც და ფიქრებითაც და შეგრძნებებითაც.
შენ გშვენის ყველაფრისთვის დიდება! მხოლოდ შენ გეკუთვნის დიდება! ჩემი ერთადერთი ქონებაა — მორცხვობა სახისა და მდუმარება ბაგეებისა. ჩემს უბადრუკ ლოცვაში შენი საშინელი სამსჯავროს წინაშე წარდგომისას, ვერ ვპოვებ ჩემში ვერც-ერთ კეთილ საქმეს, ვერც-ერთ ღირსებას, და წარდგომილი ვარ, მხოლოდ ყველა მხრიდან მოცული ჩემი ცოდვების აუარებელი სიმრავლით, როგორც ხშირი ღრუბლებითა და ნისლით, ერთადერთი ნუგეშით ჩემს სულში: შენს შეუზღუდავ მოწყალებასა და სიკეთეზე მოიმედეობით. ამინ
Next