თავი 18
Previousბაღი ზამთრისას
1829 წელს ვატარებდი ზამთარს პლოშანის უდაბნოში1. და დღემდე იქ, ბაღში, დგას განმარტოებული, ხის კელია, რომელშიც მე ვცხოვრობდი ჩემს მეგობართან ერთად. მშვიდ ამინდში, მზიან ნათელ დღეებში, გამოვდიოდი მე პარმაღში, ვჯდებოდი სკამზე, ვუყურებდი ფართო ბაღს. მისი სიშიშვლე იფარებოდა თოვლის საფარით; ირგვლივ ყველაფერი სიჩუმეშია, როგორიღაც მკვდარი და დიდებული სიწყნარეა. ამ სანახაობამ დაიწყო მოწონება ჩემ მიერ: ჩაფიქრებული მზერები უნებლიედ მიემართებოდნენ ეჯაჭვებოდნენ მას, თითქოს მასში გამოძებნიდნენ საიდუმლოებას.
ერთხელ, ვიჯექი და ვუყურებდი დაჟინებით ბაღს. უეცრად დაეშვა ფარდა ჩემი სულის თვალებიდან: მათ წინაშე განცხადდა ბუნების წიგნი. ეს წიგნი, რომელიც მოცემულია პირველქმნილი ადამისათვის, წიგნი თავის თავში შემცველი სულის სიტყვებისა, მსგავსია საღვთო წერილისა. როგორი სწავლება წავიკითხე მე ბაღში? — სწავლება მკვდართა აღდგომაზე, სწავლება ძლიერი, სწავლება ქმედების გამოხატვით, აღდგომის მსგავსისა. თუკი ჩვენ არ მივეჩვეოდით გვეხილა ბუნების გაცოცხლება გაზაფხულზე, მაშინ ის წარმოგვიდგებოდა ჩვენ საკმაოდ სასწაულებრივად, წარმოუდგენლად. არ ვოცდებით ჩვევის გამო; სასწაულის ხედვისას, უკვე თითქოს ვერ ვხედავთ მას! ვუმზერ გაშიშვლებულ ხეების ტოტებს და ისინი დამაჯერებლობით მესაუბრებიან თავისი საიდუმლოებრივი ენით: “ჩვენ გავცოცხლდებით, დავიფარებით ფოთლებით, სურნელოვნებას გამოვცემთ, გავლამაზდებით ყვავილებითა და ნაყოფებით: განა არ გაცოცხლდებიან ადამიანის მშრალი ძვლები თავიანთი გაზაფხულის დროს?”
ისინი გაცოცხლდებიან, შეიმოსავენ სხეულს; ახალი გარეგნობით შეაბიჯებენ ახალ ცხოვრებაში და ახალ სამყაროში. როგორც ხეები, რომლებიც ვერ უძლებს ყინვის სისასტიკეს, რომლებიც კარგავს სიცოცხლის წვენებს გაზაფხულის დადგომისას იჭრებიან, გამოიტანება ბაღიდან საწვავისათვის: ასე ცოდვილებიც, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი სიცოცხლე — ღმერთი, შეგროვდებიან ამ საუკუნის უკანასკნელ დღეს, მომავალი მარადიული დღის დასაწყისში, და ჩაიყრებიან გაუნელებელ ცეცხლში.
თუკი შესაძლებელი იქნებოდა ადამიანის პოვნა, რომელსაც არ ეცოდინებოდა გარდაქმნების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება წელიწადის დროების ცვალებადობის შედეგად; თუკი შევიყვანდით ამ მოგზაურს ბაღში, რომელიც დიდებულად განისვენებს ზამთრის დროს სიკვდილის ძილით, ვუჩვენებდით მას ხიეების გაშიშვლებას და მოვუყვებოდით მას იმ სიძვირფასეზე, რომლითაც ისინი შეიმოსებიან გაზაფხულზე, მაშინ ის, პასუხის მაგივრად, შემოგხედავდათ, და გაიცინებდა — ისეთ აუხდენელ იგავად მოეჩვენებოდა მას თქვენი სიტყვები! ასე მკვდრების აღდგომა ჩანს წარმოუდგენელი ბრძენთათვის, რომლებიც დაეხეტებიან მიწიერი სიბრძნის წყვდიადში, რომლებსაც არ შეუცვნიათ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რომ მისი მრავალმხრივი სიბრძნე შესაძლოა განიჭვრიტოს, მაგრამ არაა ჩაწვდენადი ქმნილების გონებით. ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია: სასწაულები არ არსებობს მისთვის. სუსტია მოსაზრებები ადამიანისა: რასაც არ მივეჩვიეთ, ვხედავდეთ, ის გვეჩვენება აუხდენლად, შეუძლებელ სასწაულად. ღვთის საქმეები, რომლებსაც განუწყვეტლივ და უკვე გულგრილად ვუყურებთ, — საოცარი საქმეებია, დიდი სასწაულებია, მიუწვდომელებია.
და ყოველწლიურად იმეორებს ბუნება მთელი კაცობრიობის თვალწინ სწავლებას მკვდართა აღდგომის შესახებ, მისი გარდამქმნელი, საიდუმლოებრივი ქმედებების დახატვით!
1843 წელი, სერგის უდაბნო.
- ეს საერთო საცხოვრებელი მონასტერი მდებარეობს ორლოვის ეპარქიაში, სევისკისა და დიმიტროვსკის ქალაქებს შორის, 40ვერსში თითოეული მათგანისგან.