თავი 17
Previousფიქრი რწმენაზე
ვღვრი ნადებს ჩემი გულისას, რომელიც ჩუმად ღელავს უხრწნელი და გამოუთქმელი სიხარულით. ძმებო! მიაყურადეთ სუფთა აზრით ჩემს სიტყვებს, და ისიამოვნეთ სულიერი ნადიმით! ქრისტეს რწმენა — სიცოცხლეა. რწმენით ნაკვები უკვე ამქვეყნიური მოგზაურობის დროს გემულობს მარადიულ სიცოცხლეს, რომელიც განკუთვნილია მართლებისათვის ამ მოგზაურობის დასრულების დროისთვის. უფალმა თქვა: “რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ” (ინ. 6:47). რწმენით ქრისტეს სათნომყოფელებმა დაითმინეს უსასტიკესი განსაცდელები: თავიანთ თავში მარადიული ცხოვრების სიმდიდრისა და სიამოვნების ქონით, ისინი არაფრად თვლიდნენ მიწიერ ცხოვრებას მისი ხიბლებით. რწმენით ისინი იღებდნენ მწუხარებებსა და ვნებებს, როგორც ღვთისგან მოცემულ საჩუქრებს, რომლებითაც ღირსყო ისინი ღმერთმა მიებაძათ და ზიარებულიყვნენ მის მყოფობას დედამიწაზე, როდესაც მან კეთილინება ერთ-ერთი თავისი პიროვნებისათვის მიეღო ჩვენი ბუნება და აღესრულებინა ჩვენი გამოსყიდვა. განუსაზღვრელი სიამოვნება, რომელიც იბადება რწმენისაგან, შთანთქავს მწუხარების სისასტიკეს, ისე, რომ ვნებისას შეიგრძნობა მხოლოდ სიამოვნება. დაამოწმა ეს დიდმოწამე ევსტათემ თავის სიკვდილისწინა ლოცვაში, როდესაც მოდრიკა ხმლის ქვეშ თავი. “სხეულის ტანჯვები, — ეუბნებოდა ის ღმერთს, — არის სიხარული შენი მონებისთვის!”1 რწმენით წმინდანები ჩაიძირნენ სიმდაბლის სიღრმეში: მათ განჭვრიტეს რწმენის სუფთა თვალებით, რომ ადამიანური შენაწირი ღვთისათვის — ღვთის საჩუქრებია ადამიანში, ადამიანის ვალებია, რომლებიც ღვთისთვის უსარგებლოა, აუცილებელია, გადამრჩენელია ადამიანისათვის, როდესაც ადამიანი ცდილობს გაიღოს, გაამძაფროს, გადაიხადოს ისინი. “ისმინე, ერო ჩემო, — ამბობს ღმერთი — და გეტყოდი შენ; ისრაჱლო, და გაწამო შენ; ღმერთი შენი ვარი მე. არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ… რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი.” (ფს. 49:7-8, 12). “რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა” (1კორ. 4:7)? “რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას” (ლკ. 12:48) ღვთის წმინდანები სასწაულმოქმედებდნენ, აღადგენდნენ მკვდრებს, წინასწარმეტყველებდნენ მომავალს, აღტაცებულნი იყვნენ სულიერი სიტკბოებით, და ამასთან მდაბლდებოდნენ, ძრწოდნენ, ხედავდნენ რა გაურკვევლობაში, გაკვირვებაში, შიშში, რომ ღმერთმა კეთილინება გაემდიდრებინა მიწა, — მიწას, თიხას ანდო თავისი სული. ო, საშინელება! ამ საიდუმლოს ხედვის შედეგად მოიცავს მხედველის გულს მდუმარება; გულს მოიცავს გამოუთქმელი სიხარული; ენას ძალ-ღონე ეცლება უწყებისათვის. რწმენით შეაბიჯეს წმინდანებმა სიყვარულში მტრების მიმართ: გონების თვალი, განათლებული რწმენით, გადაუცდომლად უყურებს ღმერთს მის განგებაში, და ამ ღვთაებრივ განგებულებას მიაწერს ყველა გარეგან განწყობას. როგორც დავითი, მხედველი თავის წინაშე “უფალსა”, რათა ყოფილიყო შეუძვრელი და მამაცი ყველა გასაჭირისა და დაშვებების წინაშე, რომლებიც ძალას იხმევენ რათა შეარყიონ და შეაშფოთონ გული (ფს. 5:8), თქვა სემეზე, როდესაც სემე სწყევლიდა მას და ესროდა მას ქვებს: “უფალმან რქვა მაგას… რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ” მრისხანებისა და სამაგიეროს გადახდის გულისთქმები “ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს, ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას. რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი ” (2სამ. 16:10-12). სული იღებს განსაცდელებს, როგორც ყველა სნეულების კურნებას, ჰმადლობს მკურნალს — ღმერთს და მღერის: “დამსაჯე [გამომცადე] მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.” (ფს. 25:2). განსაცდელის ასე განხილვისას, ხალხი და გამოცდის სხვა იარაღები რჩებიან გვერდზე, როგორც იარაღები. მათ მიმართ არ არის სიბრაზე, არაა მტრობა! ღვთისადმი დიდებისმმეტყველი სული, რომელიც ჰმადლობს ზეციურ ექიმს, გამოუთქმელი შეგრძნებებით აღტაცებული იწყებს დალოცვას თავისი კურნების იარაღისას2. და აი! უეცრად ინთება მასში მტრებისადმი სიყვარული; ადამიანი ხდება მზად დადოს სული თავისი მტრისათვის, — ხედავს ამაში არა შესაწირს, არამედ მოვალეობას, უხმარი მონის აუცილებელ ვალს. ამიერიდან ზეცაა ჩვენთვის გახსნილი, — შევიდეთ მოყვასისადმი სიყვარულში, მისით ღვთის მიმართ სიყვარულში, ვიყოთ ღმერთში, და ღმერთი იქნება ჩვენში. აი, როგორ საგანძურს მოიცავს თავის თავში რწმენა, — შუამავალი და მომცემი იმედისა და სიყვარულისა. ამინ
1840 წელი, სერგის უდაბნო.
- რომლის ხსენებაცაა. 13 დეკემბერი.
- ღირსი მაკარი დიდი. საუბარი XXXVII, თ. 2 და 4.