თავი 16
Previousდღის სამოციქულო 1840 წლის 1-ლი თებერვლისა
რომელიღაც ბერმა, ღვთის გამოუთქმელი განგებულებით, შეაბიჯა განსაცდელების ასპარეზზე. მის ამ ასპარეზზე შებიჯების დღეს, ლიტურღიაზე კითხულობდნენ 62-ე დასაწყისს პეტრე მოციქულის პირველი კათოლიკე ეპისტოლესი: “საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ.” და სხვ. (1პეტ. 4:12). განსაკუთრებით განაცვიფრა ბერი მოციქულის მიერ გახმოვანებულმა სიტყვებმა: “ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს” (1პეტ. 4:17). ბერს მოეჩვენა, რომ ეს სიტყვები გახმოვანებულია სწორედ მისთვის. ადამიანებისა და ეშმაკების გარეგანი მოქმედებებისას, რომლებიც მხოლოდ ბრმა იარაღნი არიან ღვთის განგებულებისა, აღესრულება საიდუმლოებრივი, უმაღლესი მსჯავრი, — ღვთის მსჯავრი1.
თუ ამ მსჯავრის შედეგია სასჯელი, მაშინ იგი არის მართლმსაჯულების შედეგი. თუკი მართლმსაჯულების შედეგი არის სასჯელი, მაშინ იგი არის დამნაშავეობის მხილება, მხილება — ღვთისაგან. ამაოდ მიმაჩნია თავი მართლად, უსამართლოდ დასჯილად, ცბიერი თავის მართლებებით, რომლებიც თავად საკუთარ სინდისში მიმაჩნია სიცრუედ, ძალას ვხმარობ ვაპატიო საკუთარ თავს, დავადანაშაულო ხალხი. თვითმარქვია-მართალო! მიმართე გონების მზერა შენი ცოდვებისკენ, რომლებიც უცნობია ადამიანებისათვის, დაუფარავნი ღვთისათვის: და აღიარებ, რომ ღვთის მსჯავრნი სამართლიანია, ხოლო შენი თავის მართლება — უსირცხვილო მზაკვრობა. მოკრძალებული მორჩილებით შესწირე დიდებისმეტყველება ღვთის მსჯავრს, და გაამართლე იარაღი, რომელიც არჩეულია ღვთისაგან შენს დასასჯელად. ქრისტეს მშვიდობა გარდამოვა შენს გულში. ამ მშვიდობით შეურიგდები შენს მწუხარებებს, — თვითუარყოფით მიანდობ ღვთის ნებას საკუთარ თავსა და ყველაფერს. ერთი, ერთი საზრუნავი დარჩება შენში: საზრუნავი უზუსტეს ნამდვილ სინანულზე, რომელიც ანადგურებს მტრობას ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელიც უთვისებს ადამიანს ღმერთს. სინანულის საფუძველია — აღიარება, სრული აღიარება საკუთარი ცოდვილობისა.
- იობი. თ. 1-ლი და მე-2. ღირსი მაკარი დიდისა. სიტყვა მე-4, თ. 7.