თავი 15
Previousსათნოებების შესახებ, რომლებიც საწინააღმდეგოა რვა მთავარი ცოდვილი ვნებისა
1. თავშეკავება
თავშეკავება გადამეტებული საჭმლისა და სასმლის მიღებისგან, განსაკუთრებით ჭარბი ღვინის მიღებისგან. ზუსტად შენახვა იმ მარხვებისა, რომლებიც დადგენილია ეკლესიის მიერ. ალაგმვა სხეულისა საკვების ზომიერი და მუდმივად ერთნაირი მოხმარებით, რისგანაც სუსტდება საერთოდ ყველა ვნება, და განსაკუთრებით საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც მდგომარეობს სხეულის, მუცელისა და მისი განსვენების უსიტყვოდ სიყვარულში.
2. მთელცნობობა
თავის არიდება ყველანაირი სიძვის საქმისაგან. თავის არიდება ავხორცი საუბრებისა და კითხვისაგან, ბილწი, ავხორცი, ორაზროვანი სიტყვების წარმოთქმისაგან. დაცვა გრძნობებისა, განსაკუთრებით მხედველობისა და სმენისა, და კიდევ უფრო მეტად შეხებისა. მორიდებულობა. უარყოფა სიძვის აზრებისა და ოცნებებისა. მდუმარება. განმხოლოვება. მსახურება სნეულებისა და დაშავებულებისა. ხსოვნა სიკვდილისა და ჯოჯოხეთისა. მთელცნობობის დასაწყისია — შეურყეველი გონება სიძვის გულისთქმებისა და ოცნებისაგან: მთელცნობობის სრულყოფილებაა — სისუფთავე, რომელიც ხედავს ღმერთს.
3. უპოვარება
საკუთარი თავის დაკმაყოფილება მხოლოდ საჭიროთი. ფუფუნების და ნებივრობის სიძულვილი. გულმოწყალება ღარიბების მიმართ. სახარებისეული სიგლახაკის სიყვარული. ღვთის განგებაზე იმედების დამყარება. ქრისტეს მცნებების გაყოლა. სულის სიმშვიდე და თავისუფლება. უზრუნველობა. გულის სირბილე.
4. სიმშვიდე
თავის არიდება მრისხანების გულისთქმებისაგან და გულის მძვინვარების მიერ აღშფოთებისგან. მოთმინება. ქრისტეს მიდევნება, რომელიც მოხმობს თავის მოსწავლეს ჯვარზე. გულის მშვიდობა. სიჩუმე გონებისა. ქრისტიანული სიმტკიცე და სიმამაცე. შეურაცხყოფილობის უგრძნობლობა. უბოროტობა.
5. ნეტარი მგლოვარება
დაცემულობის განცდა, რომელიც საერთოა ყველა ადამიანისათვის, და საკუთარი სულიერი სიგლახაკისა. მათზე წუხილი. გონების მგლოვარება. ტკივილიანი შემუსრვილება გულისა. მათგან აღმოცენებული სინდისის სიმსუბუქე, მადლისმიერი ნუგეში და სიხარული. ღვთის გულმოწყალებაზე მოიმედეობა. მწუხარებებში ღვთისადმი მადლიერება, მათი მორჩილი გადატანა საკუთარი მრავალი ცოდვის ხედვის შედეგად. მზადყოფნა მოთმენისა. გონების განწმენდა. ვნებებისაგან შემსუბუქება. ამა სოფლისადმი სიკვდილი. ლოცვის, განმარტოების, მორჩილების, სიმდაბლის, საკუთარი ცოდვილობის აღსარების სურვილი.
6. სიფხიზლე
გულმოდგინება ყველა კეთილი საქმის მიმართ. დაუზარელი აღსრულება საეკლესიო და კელიის კანონისა. ყურადღება ლოცვისას. ყურადღებიანი თვალის დევნება ყველა საკუთარი საქმის, სიტყვისა, და აზრისადმი. უკიდურესი უნდობლობა საკუთარი თავისადმი. განუწყვეტელი მყოფობა ლოცვასა და ღვთის სიტყვაში. მოწიწება. გამუდმებული სიფხიზლე საკუთარი თავისადმი. თავის დაცვა ბევრი ძილის, სინაზის, ამაოდმეტყველების, ხუმრობისა და მახვილი სიტყვებისაგან. ძილის გატეხვის, მუხლდრეკების, და სხვა ღვაწლთა სიყვარული, რომლებიც სულს აწვდიან სიმხნევეს. შეძლებისდაგვარად იშვიათი გასვლა კელიიდან. ხსოვნა მარადიული სიკეთეების შესახებ, მათი სურვილი და მოლოდინი.
7. სიმდაბლე
ღვთის შიში. მისი შეგრძნება ლოცვისას. შიში, რომელიც იშვება განსაკუთრებულად სუფთა ლოცვისას, როდესაც განსაკუთრებულად ძლიერად შეიგრძნობა თანამყოფობა და სიდიადე ღვთისა, რომ არ გაქრე და იქცე არაფრად. ღრმა შეგრძნება საკუთარი არარაობისა. მოყვასის მიმართ შეხედულების შეცვლა, რომლის დროსაც ისინი, ყოველგვარი დაძალების გარეშე ჩანან ისე დამდაბლებულნი, მასზე უმეტესად ყველა მიმართებაში. უბრალოების გამოხატვა ცოცხალი რწმენიდან გამომდინარე. ადამიანური შექების სიძულვილი. გამუდმებული ყვედრება და დადანაშაულება საკუთარი თავისა. სიმართლე და წრფელობა. თვალუღებობა. ყველაფრისთვის მომკვდარობა. ლმობიერება. შეცნობა საიდუმლოებისა, რომელიც დაფარულია ქრისტეს ჯვარში. სურვილი ჯვარს აცვა საკუთარი თავი ამა სოფლისა და ვნებებისათვის, მისწრაფება ამ ჯვარცმისადმი. უარყოფა და დავიწყება მლიქვნელური ჩვეულებებისა და სიტყვებისა, რომლებიც მოკრძალებულნი არიან იძულებითად, ან გამიზნულად ან ჩვევის გამო. სახარებისეული სისულელის აღქმა. უარყოფა ამქვეყნიური სიბრძნისა, როგორც ზეცისთვის გამოუსადეგარისა. არაფრად ჩაგდება ყველაფრისა, რაც ადამიანთა წინაშე მაღალია და სისაძაგლეა ღვთის წინაშე (ლკ. 16:15). მიტოვება თავის მართლებისა. დუმილი შეურაცხმყოფელთა წინაშე, რომელიც შეისწავლება სახარებაში. გვერდზე გადადება ყველა საკუთარი მსჯელობებისა და მიღება სახარებისეული გონებისა. დამხობა ყოველი გულისთქმისა, რომელიც აღმდგარისა ქრისტეს გონებაზე. სიმდაბლე, ანდა სულიერი განმსჯელობა. ყველაფერში შეგნებული მორჩილება ეკლესიისა.
8. სიყვარული
ლოცვისას ღვთის შიშის შეცვლა ღვთის სიყვარულით. ღვთისადმი ერთგულება, რომელიც მტკიცდება გამუდმებული უარყოფით ყოველგვარი ცოდვილი გულისთქმისა და შეგრძნებისა. გამოუთქმელი, უტკბესი მისწრაფება მთელი ადამიანისა სიყვარულით უფალი იესო ქრისტეს მიმართ და თაყვანცემული წმინდა სამებისადმი. მოყვასში ღვთის ხატებისა და ქრისტეს ხედვა; ამ სულიერი ხედვიდან გამომდინარე ყველა მოყვასის საკუთარ თავთზე მჯობინება და მოკრძალებული პატივისცემა მათი ქრისტეში. მოყვასისადმი ძმური, სუფთა, ყველასათვის ერთნაირი, თვალუღებელი, ბედნიერი, ცეცხლოვანი, ერთნაირი მეგობრებისა და მტრების მიმართ სიყვარული. აღტაცება ლოცვისას და სიყვარული გონებისა, გულისა და მთელი სხეულისა. გამოუთქმელი სიამოვნება სხეულისა სულიერი სიხარულით. აღტაცება სულიერი. მოდუნება სხეულის ნაწილებისა სულიერი ნუგეშისას1. უქმობა სხეულის შეგრძნებებისა ლოცვისას. გულის ენის სიმუნჯისგან განთავისუფლება. ლოცვის შეწყვეტა სულიერი სიტკბოებისაგან. გონების მდუმარება. გონებისა და გულის განათლება. ლოცვითი ძალა, რომელიც ამარცხებს ცოდვას. ქრისტესმიერი მშვიდობა. ყველა ვნების უკან დახევა. ყველა შეგნების შთანთქმა მასზე აღმატებული ქრისტეს გონებით. ღვთისმეტყველება. უხორცო არსებების შემეცნება. უძლურება ცოდვიანი გულისთქმებისა, რომლებსაც არ ძალუძთ წარმოიშვან გონებაში. სიტკბოება და უხვი ნუგეში განსაცდელების დროს. ადამიანის მოწყობის ხედვა. სიღრმე სიმდაბლისა და უდამცირებულესი შეხედულების ქონისა საკუთარ თავზე…
დასასრული უსასრულოა!
- წმინდა ისააკ ასური. სიტყვა 44.