თავი 14
Previousრვა მთავარი ვნება მათი ქვედანაყოფებითა და განშტოებებით
ნასესხებია წმინდა მამათა ნაწერებიდან
1. ნაყროვანება
ნაყროვანება, დათრობა, მარხვის შეუნახველობა და გახსნილება, ჩუმად ჭამა, ტკბილეულის სიყვარული, საერთოდ თავშეკავების დარღვევა. არასწორი და გადამეტებული სიყვარული სხეულისა, მისი კუჭისა და განსვენებისა, რისგანაც შედგება საკუთარი თავის სიყვარული, რომლისგანაც გამომდინარეობს ერთგულების დარღვევა ღვთის, ეკლესიის, სათნოებისა და ხალხის მიმართ
2. მრუშობა
სიძვის წვა, სიძვიანი შეგრძნებები და სურვილები სხეულისა, სიძვიანი შეგრძნებები და სურვილები სულისა და გულისა, (ღიტინი), არაწმინდა გულისთქმების მიღება, მათთან საუბარი, მათით ტკბობა, მათი მოწონება, მათში დაყოვნება. სიძვისმიერი ოცნებები და დამონებულობა. შებილწვა გამონადენით. დაუცველობა შეგრძნებებისა, განსაკუთრებით შეხებისა, რომელშიც მდგომარეობს მოურიდებლობა, რომელიც ღუპავს ყველა სათნოებას. ბილწსიტყვაობა და ავხორცი წიგნების კითხვა. ბუნებრივი სიძვის ცოდვები: სიძვა და მრუშობა. არაბუნებრივი სიძვის ცოდვები: ჩუკენობა, მამათმავლობა, ზოოფილია და მსგავსნი…
3. ვერცხლისმოყვარეობა
ფულის სიყვარული, საერთოდ, ქონების სიყვარული მოძრავისა და უძრავისა. გამდიდრების სურვილი. გამდიდრებისთვის საჭირო საშუალებებზე ფიქრი. სიმდიდრეზე ოცნება. შიში სიბერისა, მოულოდნელი სიღარიბისა, ავადმყოფობისა, გარიყულობისა. სიძუნწე, ანგარება, ღვთის მიმართ ურწმუნოება, მის განგებულებაზე არ მოიმედეობა. თვალღება ან ავადმყოფური ზედმეტი სიყვარული სხვადასხვა ხრწნადი საგნების მიმართ, რომელიც სულს თავისუფლებას ართმევს. გატაცება ამაო საზრუნავებით. საჩუქრების სიყვარული. სხვისის მითვისება. მევახშეობა. გულქვაობა ღარიბი ძმებისადმი და ყველას მიმართ ვინც რაიმეს საჭიროებს. ქურდობა. ავაზაკობა.
4. მრისხანება
სიფიცხე, მრისხანების გულისთქმების მიღება; მრისხანებისა და შურისძიების ოცნება, გულის აღშფოთება მძვინვარებით, მისით გონების დაბნელება: უხამსი ყვირილი, კამათი, სალანძღავი, მკაცრი და გესლიანი სიტყვები, დარტყმა, ბიძგება, მკვლელობა. ავმეხსიერება, სიძულვილი, მტრობა, შურისძიება, ცილისწამება, განკითხვა, აღშფოთება და წყენინება მოყვასისა.
5. სევდა
სევდა, დანაღვლიანება, ღვთის მიმართ იმედის გადაწურვა, ეჭვი ღვთის აღთქმებში, ღვთის მიმართ უმადურობა ყველაფერი მომხდარის მიმართ, სულმოკლეობა, მოუთმენლობა, თავის არ ბრალობა, მოყვასის მიმართ მწუხარება, დრტვინვა, ჯვრის უარყოფა, მისგან ჩამოსვლის მცდელობა.
6. მოწყენილობა
სიზარმაცე ყოველგვარი კეთილი საქმის მიმართ, განსაკუთრებით ლოცვის მიმართ. ეკლესიური და კელიური კანონის მიტოვება. მოუკლებელი ლოცვისა და სულის სასარგებლო კითხვის მიტოვება. უყურადღებობა და სიჩქარე ლოცვისას. დაუდევრობა. უკრძალველობა. უსაქმურობა. გადამეტებული დასვენება ძილით, წოლითა და ყველანაირი ნებივრობით. გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში. კელიიდან ხშირი გამოსვლები, გასეირნებები და მეგობრების მონახულება. ამაოდმეტყველება. ხუმრობები. მკრეხელობები. მუხლდრეკებისა და სხვა სხეულის ღვაწლთა მიტოვება. საკუთარი ცოდვების დავიწყება. ქრისტეს მცნებების დავიწყება. დაუდევრობა. დატყვევებულობა. ღვთის შიშის დაკარგვა. გასასტიკება. უგრძნობელობა, სასოწარკვეთა.
7. პატივმოყვარეობა
ადამიანური დიდების ძიება. ტრაბახი. სურვილი და ძიება მიწიერი პატივისცემისა. ლამაზი ტანსაცმლის, ეკიპაჟების, მოსამსახურეებისა და კელიური საგნების სურვილი. ყურადღება საკუთარი სახის სილამაზის მიმართ, ხმის სასიამოვნეობის და სხვა სხეულის თვისებებისა. ამ დაღუპვადი საუკუნის მეცნიერებისა და ხელოვნებისადმი კეთილგანწყობა, მათში წარმატების მიღწევის ძიება დროებითი მიწიერი დიდების მიღებისათვის. სირცხვილი, საკუთარი ცოდვების აღსარების მიმართ. მათი დამალვა ხალხისა და სულიერი მამის მიმართ. მზაკვრობა. თავის მართლება. შეპასუხება. საკუთარი გონების შედგენა. პირმოთნეობა. ტყუილი. პირფერობა. კაცთმოთნეობა. შური. მოყვასის დამცირება. ზნის ცვალებადობა. თვალთმაქცობა. უსინდისობა. ზნე და ცხოვრება ეშმაკეული.
8. სიამაყე
მოყვასის უსიყვარულობა. საკუთარი თავის ყველასადმი მჯობინება. თავხედობა. დაბნელება, დონდროხობა გონებისა და გულისა. მათი მილურსმვა მიწიერზე. გმობა. ურწმუნოება. ხიბლი. ცრუდ მქონე მეცნიერება. ღვთის კანონისადმი და ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობა. საკუთარი ხორციელი ნების მიყოლა. ერეტიკული, გახრწნილი და ამაო წიგნების კითხვა. ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. გესლიანი დამცინავობა. ქრისტეს მიმბაძველი სიმდაბლისა და მდუმარების მიტოვება. უბრალოების დაკარგვა. ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის დაკარგვა. მცდარი ფილოსოფია. ერესი. უღმერთობა. უვიცობა. სულის სიკვდილი.
ასეთებია სნეულებანი, ასეთებია წყლულები, რომლებიც წარმოადგენენ დიდ წყლულს, სიძველეს ძველი ადამისას, რომელიც წარმოიშვა მისი დაცემულობისგან. ამ დიდ წყლულზე ლაპარაკობს წმინდა წინასწარმეტყველი ესაია: “ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი” (ეს. 1:6). ეს ნიშნავს, მამების განმარტების მიხედვით, რომ წყლული1 — ცოდვა — არაა ნაწილობრივი, არაა რომელიღაც სხეულის ნაწილზე, არამედ მთელ არსებაზე: მოიცვა სხეული, მოიცვა სული, დაეუფლა ყველა თვისებას, ყველა ძალას ადამიანისას. ამ დიდ წყლულს ღმერთმა უწოდა სიკვდილი, როდესაც უკრძალავდა ადამსა და ევას ეგემათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან, თქვა: “რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ” (დაბ. 2:17). დაუყოვნებლივ აკრძალული ნაყოფის შეჭმიდან პირველმშობლებმა იგრძნეს მარადიული სიკვდილი: მათი მზერის წინაშე წარმოდგა სხეულებრივი შეგრძნება; მათ დაინახეს, რომ ისინი შიშვლები არიან. სხეულის სიშიშვლის შეცნობაში აირეკლა სულის გაშიშვლება, რომელმაც დაკარგა უბიწოების სილამაზე, რომელზეც განისვენებდა სული წმინდა. თვალებში მოქმედებს ხორციელი შეგრძნებები, ხოლო სულში სირცხვილი, რომელშიც შეგროვებულია ყველა ცოდვილი შეგრძნება: სიამაყეც, უწმინდურობაც, სევდაც, გულგატეხილობაც, სასოწარკვეთაც! დიდი წყლულია — სულის სიკვდილი; გამოუსწორებელია სიძველე გამომავალი ღვთის მსგავსებობის დაკარგვის შემდეგ! დიდ წყლულს მოციქული უწოდებს “შჯული ცოდვისაჲ, ჴორცი სიკუდილისაჲ” (რომ. 7:23-24), იმიტომ, რომ მოკლული გონება და გული სრულად მიექცნენ მიწას, ემსახურებიან მონურად ხრწნად სურვილებს სხეულისას, დაბნელდნენ, დამძიმდნენ, თავად გახდნენ სხეული. ამ სხეულს უკვე არ ძალუძს ღმერთთან ურთიერთობა! (დაბ. 6:3). ამ სხეულს არ შეუძლია დაიმკვიდროს მარადიული, ზეციური ნეტარება! (1კორ. 15:50). დიდი წყლული გავრცელდა მთელ ადამიანურ მოდგმაზე, გახდა ბედკრული ხვედრი ყოველი ადამიანისა.
ჩემი დიდი წყლულის განხილვისას, ჩემი მოკვდინებულობისადმი შეხედვისას, ვივსები მწარე სევდით! ვცბუნდები, რა ვქნა? — გავყვები კი ძველი ადამის მაგალითს, რომელმაც, როდესაც იხილა თავისი სიშიშვლე, ისწრაფოდა დამალულიყო ღვთისაგან? დავიწყებ კი თავის მართლებას გადაბრალებით ცოდვის ბრალეულობისადმი? ამაოა დამალვა ყოვლისმხედველისაგან! ამაოა — მის წინაშე თავის მართლება ვინც “ყოველთვის იმარჯვებს სჯასა მისსა” (ფს. 50:6).
შევიმოსები ლეღვის ფოთლების ნაცვლად სინანულის ცრემლებით; თავის მართლების ნაცვლად გულწრფელად ვაღიარებ. სინანულსა და ცრემლებში შემოსილი წარვდგები ჩემი ღმერთის წინაშე. მაგრამ სად ვიპოვი ჩემს ღმერთს? განა სამოთხეში? მე გამოძევებული ვარ მისგან, — და ქერუბიმი, რომელიც შესასვლელთან დგას, არ შემიშვებს მე! თავად სხეულის სიმძიმით მე მილურსმული ვარ მიწას, ჩემს საპყრობილეს!
ადამის ცოდვილო შთამომავალო, გამხნევდი! გამოანათა სინათლემ შენს საპყრობილეში: ღმერთი დაეშვა შენი გამოძევების მიწიერ ქვეყანაში, რათა აგიყვანოს შენ მიერ დაკარგულ ზეციურ მამულში. შენ გინდოდა გცოდნოდა სიკეთე და ბოროტება: იგი გიტოვებს შენ ამ ცოდნას. შენ გინდოდა გამხდარიყავი “ვითარცა ღმერთი”, და ამის შედეგად სულით გახდი ეშმაკის მსგავსი, სხეულით პირუტყვისა და მხეცების მსგავსი: ღმერთი იმით, რომ გიერთებს შენ თავისთან, გხდის შენ მადლით ღმერთად. იგი გიტევებს შენ ცოდვებს ეს ცოტაა! იგი ძირკვავს ბოროტების ფესვს შენი სულიდან, თავად ცოდვილ სნეულებას, შხამს, რომელიც ჩაგდებულია სულში ეშმაკისგან, და გჩუქნის კურნებას მთელი შენი მიწიერი ცხოვრების გზაზე, ცოდვისაგან განსაკურნებლად, რამდენჯერაც არ უნდა დასნეულდე მათით, შენი უძლურების გამო. ეს კურნებაა აღსარება ცოდვებისა. გსურს განიძარცვო ძველი ადამი, შენ, რომელიც წმინდა ნათლობით უკვე შემოსილი ხარ ახალი ადამით, მაგრამ საკუთარი ურჯულოებებით მოასწარი გაგეღვიძებინა შენში სიძველე და სიკვდილი, დაგეხშო სიცოცხლე, გაგეხადა იგი ნახევრად მკვდარი? გსურს შენ ცოდვას დამონებულმა, მისკენ ჩვევის ძალადობით მიზიდულმა, დაუბრუნო საკუთარ თავს თავისუფლება და მართლობა? — ჩაიძირე სიმდაბლეში! გაიმარჯვე პატივმოყვარულ სირცხვილზე, რომელიც გასწავლის თვალთმაქცურადა და მზაკვრულად თავი მოგქონდეს მართლად და ამით ინახავდე, ამყარებდე შენში სულიერ სიკვდილს. ამოანთხიე ცოდვა, ჩაები ცოდვასთან მტრობაში ცოდვის გულწრფელი აღსარებით. ეს კურნება უნდა წინ უსწრებდეს ყველა სხვას; მის გარეშე კურნება ლოცვით, ცრემლებით, მარხვითა და ყველა სხვა საშუალებით იქნება არასაკმარისი, არადამაკმაყოფილებელი, არამყარი. მიდი, ამაყო, შენს სულიერ მამასთან, — მის ფეხებთან იპოვე გულმოწყალება ზეციერი მამისა! ერთ, ერთ აღსარებას გულწრფელსა და ხშირს შეუძლია გაათავისუფლოს ცოდვიანი ჩვევებისაგან, გახადოს სინანული ნაყოფიერი, გამოსწორება მყარი და ჭეშმარიტი.
ლმობიერების მოკლე წუთებში, რომელშიც იღება გონების თვალები თვითშემეცნებისათვის, რომელიც მოდის ისე იშვიათად, დავწერე მე ეს ჩემს სამხილებლად, შესაგონებლად, გასახსენებლად, დასამოძღვრად. ხოლო შენ, რომელიც რწმენითა და სიყვარულით ქრისტეს მიმართ წაიკითხავ ამ ხაზებს და, შესაძლოა, ნახავ მათში რაიმე გამოსადეგარს შენთვის, გაიღე გულის ამოოხვრა და ლოცვა სულისათვის, რომელიც დიდად ევნო ცოდვილი ტალღებისაგან, რომელიც თავის წინ ხშირად ხედავდა დაძირვასა და დაღუპვას, რომელიც პოულობდა შვებას ერთ ნავსადგურში: საკუთარი ცოდვითდაცემების აღსარებაში.
- ღირსი აბბა დოროთე. სწავლება 1-ლი