Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 13

Previous

ლოცვის შესახებ. სტატია II

წმინდაა, დიდებულია სულის გადამრჩენელი ლოცვის ღვაწლი. იგი მთავარია და პირველია მონაზვნურ ღვაწლთა შორის. ყველა სხვა ღვაწლი არის ამ ღვაწლის მსახური; აღესრულება ისინი იმიტომ, რათა ლოცვითი ღვაწლი აღსრულდეს უფრო წარმატებით, რათა ლოცვის ნაყოფები იყოს უხვი. “თავი ყოველგვარი ღვთისმოსავური ცხოვრებისა, — თქვა ღირსმა მაკარი დიდმა, — და თავი ყველა კეთილი საქმისა არის გამუდმებული მყოფობა ლოცვაში”1.

რა ადამიანური მდგომარეობა შეიძლება იყოს აღმატებული, შეიძლება შეედაროს ადამიანის მდგომარეობას, რომელიც დაიშვა ლოცვით სასაუბროდ მეფეთა მეფესთან, ღმერთთა ღმერთთან, შემოქმედსა და სრულუფლებიან მეუფესთან ყველა ხილული და უხილავი, ნივთიერი და სულიერი ქმნილებებისა?

მნიშვნელოვნების მიხედვით, ლოცვით ვარჯიშში, ეს ვარჯიში საჭიროებს მნიშვნელოვან წინასწარ მომზადებას2.

იმათგან ვისაც სურს წარუდგეს მეფეთა მეფეს იგი მოითხოვს მისთვის სათნო აზრთა სახესა და გულის განწყობილებას, იმ აზრთა სახეს, და იმ გულის განწყოვბილებას, რომელთა მეშვეობითაც მიუახლოვდნენ მას და ესათნოვნენ მას ყველა მართალი ძველი და ახალი აღთქმისა (ლკ. 1:17). ამ აზრთა სახისა და გულის განწყობილების გარეშე დაშვება შეუძლებელია, დასაშვებად გაღებული მცდელობები და ძალისხმევები ამაოა.

ღმერთთან მიახლებისა და მასთან შეთვისების მსურველო გამუდმებულ ლოცვაში მყოფობით, მიმოიხედე! გამოიკვლიე ზედმიწევნით შენი აზრთა სახე: ხარ თუ არა დაავადებული რაიმე ცრუ სწავლებით? მიჰყვები ზედმიწევნითა და გამონაკლისის გარეშე სწავლებას აღმოსავლეთის ეკლესიისას, რომელიცაა ერთადერთი ჭეშმარიტი, წმინდა, სამოციქულო?3 თუკი ვინმე “კრებულისაჲცა არა ისმინოს, — უთხრა უფალმა თავის მოწაფეს, — იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი” (მთ. 18:17), უცხონი ღვთისათვის, მტრები ღვთისა. რა მნიშვნელობა ექნება იმის ლოცვას, ვინც იმყოფება ღვთისადმი მტრობის მდგომარეობაში, ღვთისადმი გაუცხოების მდგომარეობაში?

აღიარება საკუთარი ცოდვილობისა, აღიარება საკუთარი უძლურებისა, საკუთარი არარაობისა — აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ლოცვა იქნას მოწყალედ მიღებული და შესმენილი ღვთისაგან. ყველა წმინდანნი ლოცვას საფუძვლად უდებდნენ აღიარებასა და აღსარებას თავისი ცოდვილობისა და მთელი კაცობრიობის ცოდვილობისა. სიწმინდე ადამიანისა დამოკიდებულია აღიარებასა და აღსარებაზე ამ ცოდვილობისა. იმან ვინც ანიჭებს სიწმინდეს ადამიანებს მათი სინანულისათვის, თქვა: “არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა” (მთ. 9:13).

ლოცვითი ღვაწლით დაკავების მსურველო! მანამ, სანამ მოჰკიდებ ხელს ამ ღვაწლს, შეეცადე, მიუტევო ყველას ვინც გაწყენინა, ცილი დაგწამა, დაგამცირა, ყველას, ვინც მოგაყენა რაიმენაირი ბოროტება. ის ვის წინაშეც ცდილობ წარდგე ლოცვით, გავალებს შენ: “უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.” (მთ. 5:23-24).

მოამზადე თავი ლოცვისთვის უთვალღებობით და უზრუნველობით. თვალღებობისაგან წარმოიშვება ზრუნვა. შეჩერებული თვალღებობით, გართული საზრუნავებით, შენს აზრს არ შეეძლება გზააუცდენლად მიიწევდეს ლოცვით ღვთისაკენ. “ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა: რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი. ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ? ეძიებდით” გულმოდგინე, მუდმივი, ლმობიერებით აღსავსე ლოცვებით “სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.” (მთ. 6:24,21,31,33). მოწყვიტე მიწიდან და ყოველგვარი მიწიერისგან გონება და გული შენი, და რთული არ იქნება შენთვის დაიწყო უხილავი სვლა ლოცვით ზეცისაკენ.

თუ ითმენ სიღარიბეს, ან გჩაგრავენ მწუხარე გარემოებები, ან ავს იზრახავს შენ წინააღმდეგ და გდევნის მტერი შენი: დატოვე ყურადღების გარეშე — იმისათვის, რომ შენი ყურადღება ლოცვაში არ იქნეს შელახული რაიმენაირი გართობით, რაიმენაირი შეცბუნებით — დატოვე ყურადღების გარეშე შენთვის მოტანილი მოგონებები და აზრები შენი სიღარიბის შესახებ, შენი გარემოებების შესახებ, შენი მტრის შესახებ. ის ვის სრულ ხელმწიფებაშიცა ხარ შენ, შენი გარემოებები, და შენი მტერი, ეუბნება მისგან შეყვარებულებს: “ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ” (ინ. 14:1).

“რაჟამს ილოცვიდე, — გვასწავლის უფალი — შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად” (მთ. 6:6). ადამიანთა საზოგადოებაში ხარ, თუ იმყოფები მარტო, ეცადე გამუდმებით ჩაღრმავდე შინაგან სულიერ კუნჭულში, ჩაიკეტო კარები შეგრძნებებისა და ენისა, ილოცო საიდუმლოდ გონებითა და გულით.

ლოცვითი ღვაწლის შეყვარებისას შეიყვარე განმარტოება და ნივთიერი კელია. ჩაკეტე მისი კარები შენთვისა და სხვებისათვის. მოთმინებით გადაიტანე დაყუდების მოსაწყენობა: იგი არ დააყოვნებს შეიცვალოს უტკბესი შეგრძნებით. “იყავი შენს კელიაში, — თქვეს წმინდა მამებმა, — იგი შეგასწავლის შენ ყველაფერს”4, ე.ი. მონასტრულ ცხოვრებას, რომელიც მთლიანად კონცენტრირდება ლოცვაზე.

ლოცვითი ღვაწლის შეყვარებისას შეიყვარე მდუმარება: იგი დაიცავს სულიერ ძალებს განუყოფლად, ისე, რომ შეეძლოთ მუდმივი ლოცვა შინაგან კუნჭულში. მდუმარების ჩვევა იძლევა შესაძლებლობას მდუმარე გულისმიერი ლოცვისათვის ხმაურიან ხალხმრავლობაშიც კი5.

ლოცვის სიყვარულს მსხვერპლად შესწირე სიამოვნება გრძნობებით და სიამოვნებები გონებრივი, ცოდნისმოყვარეობა, ცნობისმოყვარეობა: შეინახე შენი სული ყოველგვარი გარეგანი შთაბეჭდილებისაგან, რათა მასზე აღიბეჭდოს ლოცვის მეშვეობით, ღმერთი. მის ყოვლადწმინდა, უხილავ, სულიერ ხატს არ შეუძლია იმყოფებოდეს სულში, რომელიც დანაგვიანებულია სახეებით ამაო, ნივთიერი, წარმავალი ამა სოფლისა.

არ დატკბე ხილული ბუნებით, არ დაკავდე მისი სილამაზეთა ჭვრეტით; არ დახარჯო ძვირადღირებული დრო და ძალები სულისა იმისთვის, რომ მოიხვეჭო ცოდნა, რომელიც ადამიანური მეცნიერებებით მოიპოვება6. ძალებიცა და დროც გამოიყენე ლოცვის მოსახვეჭად, რომელიც მღვდელმოქმედებს შინაგან კუნჭულში. იქ, თავად შენში, განაცხადებს ლოცვა სანახაობას, რომელიც მიგიპყრობს მთელ შენს ყურადღებას; იგი მოგიტანს შენ შემეცნებებს, რომლების დატევნაც ამ სოფელს არ ძალუძს, რომელთა არსებობაზეც მას არ აქვს წარმოდგენა.

იქ, გულის სიღრმეში შენ დაინახავ კაცობრიობის დაცემულობას, შენ დაინახავ შენს სულს, რომელიც მოკლულია ცოდვით, დაინახავ სამარეს, დაინახავ ჯოჯოხეთს. დაინახავ დემონებს, დაინახავ ბორკილებსა და ჯაჭვებს, დაინახავ ქერუბიმის ცეცხლოვან იარაღს, რომელიც იცავს გზას სიცოცხლის ხისაკენ, რომელიც უკრძალავს ადამიანს შესვლას სამოთხის სავანეში, — დაინახავ სხვა მრავალ საიდუმლოებას, დაფარულს ამა ქვეყნისა და მისი შვილებისაგან7. როდესაც გაცხადდება ეს სანახაობა, — მიეპყრობა მას შენი მზერა; შენ გაცივდები ყოველგვარი დროებითისა და ხრწნადისათვის, რომელსაც თანაუგრძნობდი აქამდე.

“ახლა ან ხვალე მოვკვდებით”, — უთხრა წმინდა ანდრეამ მონაზონს8, ამით განაშორა რა იგი ნივთიერზე მიჯაჭვულობისგან და უხსნიდა უგუნურობას ასეთი მიჯაჭვულობისას. ძალიან სანდო სიტყვებია! ძალიან სანდო გამოხატულებაა განუსაზღვრელი დროისა ჩვენი მიწიერი ცხოვრებისა! დღეს არა ხვალე მოვკვდებით. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე სიკვდილი. თავად განგრძობილი სიცოცხლეც, როდესაც მივაღწევთ მის დასასრულს, აღმოჩნდება უმოკლესი თვალის დახამხამება. რატომ დავკავდეთ იმით, რაც აუცილებლად უნდა დავტოვოთ სამუდამოდ, დავტოვოთ საკმაოდ ჩქარა. უმჯობესია ლოცვით შევისწავლოთ საკუთარი თავი, შევისწავლოთ ჩვენი მომლოდინე სიცოცხლე და სამყარო, რომელშიც ჩვენ დავრჩებით სამუდამოდ.

კელიური განმარტოება და უდაბნო ლოცვის სავანეა. “ლოცვის გემოს მხილველი, — თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა, — გაექცევა ხალხმრავლობას: ვინ, თუ არა ლოცვა, ხდის თავის მოყვარეს, უდაბნოს მოყვარული ონაგრის მსგავსად, თავისუფალს საზოგადოების მოთხოვნილებისგან”9? თუ გსურს მიუძღვნა შენი სული ლოცვის საქმეს: განიშორე თავი ამა სოფლის ხედვისაგან, უარი თქვი ადამიანთა საზოგადოებაზე, საუბრებისა და მეგობრების ჩვეული მიღებისაგან შენს კელიაში, სიყვარულის მიზეზითაც კი. მოიშორე შენგან ყველაფერი, რითიც წყდება და ღელდება შენი საიდუმლოებრივი ურთიერთობა ღმერთთან10. იყავი დედამიწაზე და ადამიანთა საზოგადოებაში, როგორც მოგზაური. შენ მოგზაური ხარ. დედამიწა სასტუმროა. გაურკვეველია საათი, რომელზეც შენ იქნები მოხმობილი. ხმობა გარდაუვალია და შეუქცევადია; მასზე უარის თქმა ან შეწინააღმდეგება შეუძლებელია. მოამზადე შენი თავი წმინდა ლოცვით მხიარული გასვლისთვის ამ სასტუმროდან.

ლოცვა აკუთვნებს ადამიანს ღმერთს. გამოუთქმელი შურითა და სიძულვილით უმზერენ მის მოქმედებას დაცემული ანგელოზები, რომლებიც გადასულნი არიან დაცემის შედეგად ღვთისადმი შეთვისებულობიდან საშინელ უგუნურ მტრობაში მის მიმართ. სხვადასხვაგვარი საცდურებით ისინი ცდილობენ შეარყიონ მლოცველი, განაშორონ უგადამრჩენლესი ღვაწლისგან, გამოგლიჯონ მას ის წარმატება და ნეტარება, რომლებიც უეჭველად მიიღწევა ღვაწლით. ხოლო ამიტომაც ვინც ცდილობს, ლოცვით ვარჯიშს მიუძღვნას თავი, უნდა დროულად გაემზადოს განსაცდელებისთვისაც, რათა არ ჩავარდეს საგონებელსა და შეცბუნებაში, როდესაც ისინი ეწევიან მას, რათა მამაცურად შეეწინააღმდეგოს მათ რწმენისა და მოთმინების ძალით11.

დემონები ამარცხებენ მონაზონს, რომელიც იმყოფება ლოცვაში, ხორციელი სნეულებებით, აღონებენ სიღარიბით, ადამიანური ყურადღებისა და შემწეობის არასაკმარისობით, როგორც მათ ავნეს და დათრგუნეს მრავალვნებული იობი ღვთის დაშვებით. მაგრამ ჩვენ, ამ მართლის მსგავსად, ვაკურთხოთ და ვმადლობდეთ ღმერთს მის მიერ ჩვენდამი დაშვებულის გამო, რომელიც აღსრულდა დემონების მიერ12; დიდებისმეტყველებითა და მადლიერებით ღმერთის მიმართ აღვასრულებთ ყოვლადწმინდა ნებას უფლისას, ჩვენდამი გამოცხადებულს სული წმინდის მიერ: “ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ” (1თეს. 5:18).

დემონები ასწავლიან ადამიანებს, შეიარაღდნენ მლოცველის წინააღმდეგ, განიკითხონ იგი ქცევის უცნაურობის გამო, სასარგებლო საქმიანობის სიმწირის გამო, — დაადანაშაულონ უსაქმურობაში, თვალთმაქცობასა და წმინდანობის დაჩემებაში, — მიაწერონ მას ბოროტი და ვერაგი განზრახვები, მანკიერი ქმედებები, — დაარღვიონ და ააღელვონ მისი სიმყუდროვე, — დააძალონ საქმიანობები, რომლებიც მისი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება, რომლებიც შეერთებულია გართობასთან, უყურადღებობასთან, გულისმიერი მშვიდობის დარღვევასთან. ამ ცდუნებების საწყისი მიზეზების ცოდნით, ვილოცოთ სახარების მცნებისამებრ და წმინდა მამათა ანდერძისამებრ ჩვენი ახლობლებისთვის, რომლებიც სცოდავენ უმეცრებით და გატაცებით; დემონების ხრიკებს განაქარვებს ღმერთი.

გარედან ჩვენი ცდუნებისას, დემონები ბოროტმოქმედებენ ჩვენს შიგნითაც. როდესაც განვმარტოვდებით, დავიწყებთ ლოცვით დაკავებას: ისინი აღძრავენ ჩვენში სხვადასხვაგვარ ცოდვისმიერ სურვილებს, რომლის მსგავსსაც აქამდე არ ვგრძნობდით, — აღელვებენ ჩვენს გულებს აღურაცხელი ცოდვისმიერი აზრებითა და ოცნებებით, რომლებიც ამ დრომდე არასოდეს ეცხადებოდა ჩვენს გონებას: ამას აკეთებენ ისინი იმ მიზეზით, რომ ჩვენ, მოსული შეცბუნებასა და გულგატეხილობაში, როგორც ვერ მხილველნი რაიმენაირი სარგებლისა ლოცვითი ღვაწლისგან და განმარტოებისგან, მივატოვოთ ისინი13. ეს მოქმედება ეშმაკებისა მოღვაწეების მიმართ, რომლებიც ახალნი არიან ღვაწლში წარმოიდგინება საკუთარი სულის მოქმედებად: უხილავი, ბოროტცბიერი მტრები ჩვენნი, როდესაც სჩადიან ბოროტმოქმედებას, ამასთან სურთ დაიმალონ, რათა გამოღწევა ბადეებიდან, რომლებიც დაგებულია ადამიანისთვის, იყოს მისთვის შეუძლებელი, აშლილობა და დაღუპვა გარდაუვალნი14.

როგორც დემონები მიიჩნევენ საკმაოდ მნიშვნელოვნად თავიანთთვის ადამიანთაგან დაფარონ თავიანთი თავი: ისე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გააცნობიეროს, რომ ისინი — ცოდვის საწყისი ჩამდენნი არიან, ჩვენი ცდუნების წყარონი და არა ახლობლები ჩვენი, არა ჩვენ, როდესაც ვატარებთ ცხოვრებას ღვთის მსახურებაში, — არა რაიმე შემთხვევა. მტრების შემჩნევით, თანდათანობით ვისწავლით, ღვთის სიტყვის ხელმძღვანელობის ქვეშ, ყურადღებით ვაკვირდებოდეთ მათ და საკუთარ თავს, სიმტკიცით ვეწინააღმდეგებოდეთ მათ. “და-უკუე-მდაბლდით, — გვმოძღვრავს მოციქულთა თავი, — წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა. ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს. განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა. რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა,” (1პეტ, 5:6-9).

ეს ბრძოლა, დემონების ეს თავდასხმები ხსნის გზას შედგომილებისა და მლოცველების მიმართ დაშვებულია თავად ღვთის მიერ, — და წარმოადგენს ჩვენი თვითნებური დაცემის შედეგებს, რომლის დროსაც ჩვენ დავუმორჩილეთ საკუთარი თავი დემონების ძალაუფლებას. დავემორჩილოთ ღვთის ჩვენ მიმართ სამართლიან განჩინებას და მოვდრიკოთ თავი ყოველი მწუხარებისა და ავადმყოფობის დარტყმის წინაშე, რომლებითაც ღმერთს კეთილენებება დასაჯოს ჩვენი ცოდვილობა და ჩვენი შეცოდებები დროებითი ცხოვრების განმავლობაში, რათა გვიხსნას ჩვენ მიერ დამსახურებული მარადიული მწუხარებებისა და ავადმყოფობებისაგან. ღმერთი, რომელიც უშვებს ჩვენზე განსაცდელებს და გვტოვებს ეშმაკის ხელში, არ წყვეტს ჩვენზე ფიქრს; ჩვენი დასჯისას არ წყვეტს სიკეთე გვიყოს ჩვენ. “სარწმუნო არს ღმერთი, — ამბობს მოციქული — რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად” (1კორ. 10:13). და ეშმაკი, რომელიც მონაა და ქმნილება ღმერთისა, განგვცდის არა იმდენს, რამდენიც მას მოესურვება, არამედ რამდენის უფლებასაც მისცემს მას უფლის მითითება; განგვცდის არა მაშინ, როდესაც მას მოესურვება, არამედ როდესაც მიეცემა ამაზე დაშვება15. ღმერთს გადავაბაროთ, მოციქულის რჩევისამებრ ყველა საზრუნავი ჩვენი ჩვენ მიმართ, ყველა ჩვენი დარდი, მთელი ჩვენი იმედები, ხოლო ამისთვის გავახშიროთ და გავაძლიეროთ ლოცვა მისდამი.

დემონებისთვის ჩვენს განცდაზე ნებართვა აუცილებელია ჩვენი წარმატებისათვის: როდესაც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ლოცვას, ისინი გვაიძულებენ შევისწავლოთ განსაკუთრებულად გაწაფული მოხმარება ამ იარაღისა. ლოცვის იარაღით ნადგურდება ცეცხლოვანი ხმალი ქერუბიმისა, რომელიც იცავს გზას სიცოცხლის ხისაკენ, და გამარჯვებული ხდება მარადიული სიცოცხლის თანაზიარი16. ღვთის გამოუთქმელი სიბრძნიდან გამომდინარე “ბოროტება ეხმარება სიკეთეს არაკეთილგანზრახვით”17. როდესაც ჩვენს განმარტოებასა და ლოცვით ვარჯიშში უეცრად ადუღდება ჩვენში ვნებიანი შეგრძნებები და მოძრაობები, თავს დაგვესხმიან სასტიკი გულისთქმები, წარმოგვიდგება შემაცდენელი სიცხადით ცოდვიანი ოცნებები: ეს ნიშანია მტრების მოსვლისა. მაშინ არაა დრო გულგატეხილობისა, არაა დრო მოშვებულობისა: დროა ღვაწლისა. შევეწინააღმდეგოთ მტრებს ღვთისადმი გაძლიერებული ლოცვით, და იგი გაფანტავს, გაყრის ჩვენს მტრებს18.

უხილავ ბრძოლაში არა ყოველთვის და არა მალე ვხდებით გამარჯვებულნი: გამარჯვება ღვთის საჩუქარია, რომელსაც სჩუქნის მოღვაწეს თავის დროზე, რომელიც ცნობილია მხოლოდ ღმრთისათვის და განისაზღვრება მხოლოდ ღვთის მიერ. თავად დამარცხებები საჭიროა ჩვენთვის. აქ განიხილება დამარცხებები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი უძლურებისა და ცოდვილობისგან, და არა შეცვლილი ნება-მყოფელობისგან. დამარცხებები დაიშვება ჩვენზე ჩვენი დამდაბლებისათვის, იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ და შევისწავლოთ ჩვენი ბუნების დაცემა, ვაღიაროთ მხსნელის აუცილებლობა, ვირწმუნოთ მისი და აღვუაროთ მას19.

ასეთი დამარცხებების დროს ჩვენი უხილავი მტრები გვინერგავენ სირცხვილს დამარცხების გამო, და სირცხვილის გამო ლოცვით ღვაწლში მოდუნებას, მის მიმართ უნდობლობას, აზრს მისი მიტოვებისა და ადამიანთა საზოგადოებაში კეთილი საქმიანობით დაკავების შესახებ. არ მივეცეთ ტყუილს! თავის უარყოფითა და უსირცხვილობით გავხსნათ ჩვენი წყლული ჩვენი ყოვლადკეთილი და ყოვლისშემძლე ექიმის წინაშე, რომელმაც მცნებად მოგვცა ეს ჩვენი გადამრჩენელი უსირცხვილობა და რომელმაც აღგვითქვა დაეგვირგვინებინა იგი ჩვენი მოწინააღმდეგეების მიმართ შურისძიებით (ლკ. 18). შენს სულში დადე აღთქმა: სიცოცხლის ბოლომდე არ მიატოვო ლოცვითი ღვაწლი, მისი გარემოდან გადახვიდე მარადისობაში.

ჩვენი სირცხვილიანობა დამარცხებისას უაზრობაა: იგი არის ბოროტი დაცინვა ჩვენდამი ჩვენი მტრებისა. შეუძლია კი ამ ლეღვის ფოთოლს — სირცხვილიანობას თავისი საშუალებებით — დაფაროს შეცოდება ადამიანისა ყოვლისმხედველი ღვთისაგან? ღმერთი ხედავს ცოდვას მისი აღსარების გარეშეც. იგი ეძებს აღიარებას მხოლოდ იმიტომ, რომ უმკურნალოს. თუ მან დაავალა თავის მოციქულს ეპატიებინა შემცოდე და მონანული ძმისათვის “შვიდჯერ” დღეში, მით უმეტეს, თავად გააკეთებს ამას ჩვენ მიმართ, რომლებიც გამუდმებით შევწირავთ მას ლოცვასა და სინანულს (ლკ. 17:4).

მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ქვემოთ მოყვანილს: განა არა ჩვენი ორგულება აძლიერებს ჩვენს მტრებს ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში? განა არა ისინია ჩვენი ხშირი დამარცხების მიზეზი? განა არა თავად ჩვენ ვამყარებთ ჩვენი მტრების გავლენასა და ხელმწიფებას ჩვენზე, იმით, რომ აღვასრულებთ მათს ნებას ჩვენი სხეულის სურვილების, გატაცებების, თვალღებების აღსრულებით? განა ამით არ განვარისხებთ ღმერთს, არ ვიცილებთ მას ჩვენგან? განა არ მოქმედებს ჩვენში ამა სოფლის სიყვარული, რომელიც ჩვენგან ტოვებს ღვთის მსახურთა გარეგნულობას, გვართმევს ღვთის მონების არსებით ღირსებას, რომელიც არსით გვაქცევს ღვთის მტრებად (იაკ. 4:4-5)?

“კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა” სათნოებათა (იაკ. 1:8), მით უმეტეს შეორგულდება იგი უაღმატებულესი, უპირველესი სათნოების გზაზე — ლოცვაში. იგი უარიყოფა ღვთისაგან, როგორც არც თბილი, არც ცივი (გამოცხ. 3:16). იგი ვერ შეძლებს იყოს ჭეშმარიტი ლოცვის მოწაფე, რომელსაც მიჰყავს თავისი მოწაფეები ღვთის სახის წინაშე ზებუნებრივი დამოძღვრისათვის, რომელსაც მიჰყავს ისინი იესოს კვალდაკვალ, თუკი “არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა” (ლკ. 14:33): ნების ავადმყოფური გადახვევებისაგან ამა სოფლისაკენ. “ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით” (გალ. 5:24): მხოლოდ მათ, ვინც მთლიანად ეკუთვნის ღმერთს, შეუძლიათ ჭეშმარიტი ლოცვის მოხვეჭა.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიდრეკილებას, ერთი შეხედვით უწყინარ სიყვარულს რომელიმე სულიერი თუ უსულო საგნის მიმართ, ჩამოჰყავს გონება და გული ზეციდან, დასცემს მათ მიწაზე ფართო ცხოვრებისეული ზღვის აღურაცხელ ქვეწარმავალსა და ქვემძრომს შორის (ფს. 103:25). წმინდა მამები ლოცვაში წარმატებულ მოღვაწეს ადარებენ არწივს, ხოლო უმნიშვნელო თვალღებას მახის მარყუჟს; თუკი ამ მარყუჟში გაებმევა ერთი ბრჭყალი არწივის ძლევამოსილი ფეხისა, მაშინ არწივისთვის შეუძლებელი გახდება მთაში აფრინდეს, ხდება ადვილი და გარდაუვალი მსხვერპლი მონადირისა20: მაშინ ამაოა ძალა და შემართება სამეფო ფრინველისა. “წადი”, გვმოძღვრავენ ჩვენ წმინდა მამები, რომელ დამოძღვრასაც წმინდა სახარებიდან სესხულობენ, “განყიდე” ნივთიერი “მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და აღიღე ჯუარი” “უარყავი საკუთარი თავი შეწინააღმდეგებით შენს მიდრეკილებებთან სულიერი თუ უსულო საგნის მიმართ და შენს დაცემულ ნებასთან” (მთ, 19:24, მკ. 10:21ღ), რათა შეძლო ილოცო შეუშფოთებლად და გონებაგაუფანტავად21. რამდენადაც ცოცხალია შენში თვალღება ნივთიერის მიმართ, იმდენად არბევენ ლოცვას შეცბუნება და გაფანტულობა.

აუცილებელია თავდაპირველად უარვყოთ ნივთიერი ქონება, გამოვემშვიდობოთ ამა სოფელს, უარვყოთ იგი: მხოლოდ ამ უარყოფის აღსრულების შემდეგ შეძლებს ქრისტიანი დაინახოს თავისი შინაგანი ტყვეობა, საპყრობილე, ბორკილები, წყლულები, სულის სიკვდილი22. გულში მცხოვრებ სიკვდილთან ბრძოლა, რომელიც ლოცვის მეშვეობით აღესრულება, ღვთის სიტყვის წინამძღოლობის ქვეშ, არის ჯვარცმა, არის წარწყმედა სულისა მის მოსაპოვებლად (მკ. 8:35)23.

ლოცვა შეაერთე კეთილგონივრულ მარხვასთან: ამ ორი სულიერი იარაღის შეერთება მცნებადაა მოცემული ჩვენთვის თავად უფლის მიერ ჩვენგან დემონების განსადევნელად (მკ. 9:29). “რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი” (მთ. 6:17), მცნებად მოგვცა მხსნელმა. წმინდა მამების განმარტების მიხედვით24, ზეთი, რომლითაც მაშინდელი ტრადიციის მიხედვით იცხებდნენ თავს, ნიშნავს მოწყალებას, რომელიც უნდა იმყოფებოდეს ჩვენს სულიერ სამსჯავროზე, როგორც მოციქულმა თქვა: “შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ” (კოლ. 3:12-3). სხეულისა და სულის სახე უნდა დავიბანოთ ცრემლებით: ისინი მაშინ წარმოიშვება მლოცველისა და მმარხველის თვალებზე, როდესაც მისი გული აღივსება მოყვასისადმი მოწყალებით, მთელი კაცობრიობისადმი თანაგრძნობით, გამონაკლისის გარეშე.

გსურს შეეთვისო ღმერთს ლოცვით? გულს შეუთვისე მოწყალება, რომლითაც მცნებადა გვაქვს მოცემული, მივემსგავსოთ ზეციერ მამას (ლკ. 6:36) და მივაღწიოთ მადლისმიერ სრულყოფილებას (მთ. 5:48.) დააძალე გული იყოს მოწყალე და კეთილი, ჩაძირე, შემოსე, მთელი სული შენი ამ თვისებებით, სანამ არ იგრძნობ შენში კაცთმოყვარეობას, იმის მსგავსად, ვინც თავისი მზით ანათებს ერთნაირად “ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა” (მთ. 5:45)25.

როდესაც მთელი გულით მიუტევებ ყველა მოყვასს მათს შეცოდებებს: მაშინ გაცხადდება შენთვის შენი საკუთარი შეცოდებები. შენ იხილავ, რამდენად საჭიროებ ღვთის მოწყალებას, რამდენად საჭიროებს მას მთელი კაცობრიობა: შენ იგლოვებ ღვთის წინაშე შენი და კაცობრიობისათვის.

წმინდა მამები უთავსებენ მთელ ბერის საქმიანობას, მთელ მის სიცოცხლეს “მგლოვარებასთან გულისა”. რას ნიშნავს მონაზვნის მგლოვარება? ეს მისი ლოცვაა26.

“სული” წმინდა, როდესაც დაემკვიდრება ადამიანში, “მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა” (რომ. 8:26). ღვთაებრივი და უზეშთაესი სული, გამხდარი, როგორც სული ადამიანისა, ლოცულობს და მგლოვარებს მასზე; იგი შუამდგომლობს წმინდათათვის ღვთის ნების შესაბამისად (რომ. 8:27), იმიტომ, რომ მხოლოდ მისთვისაა სრულად ცნობილი ღვთის ნება. “ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან” (1კორ. 2:11). უფალმა, რომელმაც აღუთქვა თავის მოწაფეებს უდიდესი საჩუქარი, სული წმინდის ნიჭი, თქვა: “ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი” (ინ. 14:26); თუკი ყოველივეს, მაშინ მგლოვარებასა და ლოცვასაც. იგი იგლოვებს ჩვენ გამო, იგი ილოცებს ჩვენზე, ჩვენ კი “რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით” (რომ. 8:26). ჩვენ ისეთი უძლურნი ვართ, ისეთი შეზღუდულნი, დაბნელებულნი და დაზიანებულნი ცოდვით27!

თუკი სული წმინდა, ჩვენში დამკვიდრებული, მგლოვარებს ჩვენზე, მით უმეტეს, ჩვენ, ამ წმინდა მოგზაურის მიღებამდე, უნდა ვიგლოვოთ ჩვენ გამო. თუკი ჩვენი მდგომარეობა ჩვენი სული წმინდის მიერ განახლების შემდეგ ღირსია მგლოვარებისა, ღირს არს მგლოვარებისა თავად სული წმინდის მოწმობის მიხედვით, მით უმეტეს, იგი ღირსია მგლოვარებისა თავის სიძველეში, თავის დაცემულობაში, როდესაც იგი მიტოვებულია თავისი თავისათვის. მგლოვარება უნდა იყოს განუყოფელი თვისება ჩვენი ლოცვისა, მისი მუდმივი, განუშორებელი თანამგზავრი და თანამშრომელი, მისი სული.

ვინც უერთებს ლოცვას მგლოვარებას: იგი მოღვაწეობს თავად ღმერთის მითითების მიხედვით, მოღვაწეობს სწორად, კანონიერად. თავის დროზე იგი მოიმკის უხვ ნაყოფს: უეჭველი ხსნის სიხარულს. ვინც განაშორა ლოცვიდან მგლოვარება: იგი შრომობს ღვთის დადგენილების საწინააღმდეგოდ, იგი ვერ მოიწევს ვერანაირ ნაყოფს. უფრო მეტიც, მოიწევს ეკლებს თვითწარმოდგენისას, თვითცდუნებულობისას, დაღუპვისას.

ძმებო! არ დავუშვათ მოგვატყუოს ცრუ, სასაცილომ, უგუნურმა, დამღუპველმა აზრებმა: არ გავეშუროთ ჩვენს ლოცვებში ვეძებოთ სიამოვნება! ცოდვილებისთვის არაა თვისობრივი მადლისმიერი სიამოვნება; მათთვის თვისობრივია მგლოვარება: ვეძიოთ იგი მთელი მონდომებით, ვეძიოთ ეს საგანძური — გასაღები ყველა სულიერი საგანძურისაკენ.

ვისაც არ აქვს მგლოვარება, იმყოფება ცრუ მდგომარეობაში: იგი მოტყუებულია თავისი სიამაყით.

წმინდა მამები უწოდებენ მგლოვარებას ბელადს სულიერ ღვაწლში. იგი უნდა წინამძღოლობდეს ყველა ჩვენ ღვთისმოსავურ მოსაზრებებს, მიმართავდეს მათ ჭეშმარიტი მიზნისაკენ. აზრები, რომლებიც არაა მგლოვარებით განმსჭვალულნი და არაა ნახელმძღვანელები მისით — გზასაცდენილი მოსაზრებებია28.

ღირსმა პიმენ დიდმა თქვა: “მთელი ცხოვრება მონაზვნისა უნდა იყოს მგლოვარება, ესაა გზა სინანულისა, მოცემული ჩვენთვის წმინდა წერილითა და მამათა სწავლებებით, რომლებმაც თქვეს: იგლოვეთ! სხვა გზა, მგლოვარების გარდა, არაა”29.

სხვა დიდმა მამამ თქვა: “თუ გსურს ესათნოვო ღმერთს, გამოდი ამა სოფლიდან, განეშორე მიწას, მიატოვე ქმნილება, მიეახლე შემოქმედს და შეუერთდი ღმერთს ლოცვითა და მგლოვარებით”30.

მონაზვნებმა, რომლებიც ცხოვრობენ მრავალრიცხოვან მონასტრებში და სურთ მოიპოვონ ლოცვითი მგლოვარება, უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება თავიანთი ნების მოკვდინებას. თუ ისინი მოიკვეთენ მას და არ მიაქცევენ ყურადღებას ცოდვასა და საერთოდ მოყვასის ქცევას, მაშინ მოიპოვებენ ლოცვასაც და მგლოვარებასაც. გულისთქმები, რომლებიც გროვდება გულში, აღძრავენ მასში ლოცვასა და სევდას ღვთის მიმართ, და ეს სევდა წარმოშობს ცრემლებს31.

ჩვენი დროის საშინელ ნაკლებობაში ჭეშმარიტი ლოცვის მოძღვრებისა, ავირჩიოთ ჩვენთვის ხელმძღვანელადა და მოძღვრად მგლოვარება. თვით იგი გვასწავლის ლოცვას და დაგვიცავს თვითცდუნებულობისგან. ყველა, ვინც განაგდო მგლოვარება, განაშორა იგი თავისი ლოცვისგან, ჩაცვივდნენ თვითცდუნებულობაში. ამას ადასტურებენ წმინდა მამები32.

ვინც მგლოვარების მეშვეობით სუფთა ლოცვას მიაღწია, მას ახსოვს ლოცვისას მხოლოდ ღმერთი და თავისი ცოდვილობა. სიკვდილი და სამსჯავრო, რომელიც აუცილებლად სასწრაფოდ დადგება სიკვდილის შემდეგ, ეჩვენება მას როგორც დამდგარი. იგი გულის მდგომარეობით წარდგომილია მიუკერძოებელი და შეუბრალებელი მსაჯულის წინაშე უკანასკნელი სამსჯავროს დღეს, მსაჯულის წინაშე, რომელიც შესაძლებელია ჯერ კიდევ იქნას დაყოლიებული და შესაძლოა მიიღოს მგლოვარეს სახე სამსჯავროზე, რომელიც დადგენილია და წინასწარ დაწყებულია ლოცვით. იგი თავის დროზე ძრწის, ცბუნდება, კანკალებს, ქვითინებს, კვნესის, რათა აირიდოს უაზრო თავზარი, კანკალი, გაცბუნება, ქვითინი, სასოწარკვეთა, რომლებსაც დაბადებს უარყოფილ ცოდვილებში საბოლოო განაჩენი მარადიულად განრისხებული ღმერთისა. იგი განიკითხავს საკუთარ თავს, რათა არ იყოს განკითხული; აღიარებს თავს ცოდვილად, რათა მიიღოს მართლობა ღვთის მარჯვენისაგან, რომელიც ამ მართლობას აძლევს უსაფუძვლოდ ყველა ცოდვილს, რომლებიც გამოტყდნენ და შეინანეს თავიანთი ცოდვილობა.

ღმერთი იძლევა მცნებად: “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ”. აქ ნაჩვენებია არა ერთჯერადი მოქმედება, არამედ გამუდმებული; ბრძანება ვრცელდება ადამიანის მთელს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. “ყოველი რომელი ითხოვდეს,” ასეთნაირად “მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს,” მოუკლებლად “განეღოს… მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას” (ლკ. 11:9–10,13)33. თავად დაპირების მიხედვით აუცილებელია გულდასმითი, მოუკლებელი ქმედება: “არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად; ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი” (მკ. 13:35–36)

შეუძლებელია, შენიშნავს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, შეასწავლო ლოცვა მისი შესწავლის მსურველს, მხოლოდ სიტყვებით34. მისი მასწავლებლებია — გამოცდილება და მგლოვარება. სულის შემუსრვილებითა და სიმდაბლით დავიწყოთ ლოცვითი ღვაწლი, შევიდეთ მგლოვარების ხელმძღვანელობის ქვეშ: თავად ღმერთმა, “მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა” (1სამ. 2:9), იგი ხდება ჩვენი ლოცვის მასწავლებელი. “მოვედით ჩემდა”, გვიწვევს ჩვენ წმინდა დედა ყველა სათნოებისა — ლოცვა, “ყოველნი მაშურალნი” ვნებების უღელის ქვეშ, დაცემულ სულებს დამონებულობაში “ტჳრთმძიმენი,” სხვადასხვა შეცოდებებით “და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა… და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ”, განკურნება თქვენი წყლულებისა. “უღელი ჩემი ტკბილ არს” (მთ. 11:28–30), შეუძლია განკურნოს შეცოდებებისგან, და თვით უდიდესებისგანაც35. “მოვედით, შვილნო”, გვიწვევს ჩვენ წმინდა დედა ყველა სათნოებისა — ლოცვა — ისმინეთ ჩემი: “შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ” (ფს. 33:12). გასწავლით თქვენ “შიშს” უფლისას, “ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე” (ფს. 18:10), შიშს, რომლითაც საშინელია უფალი “ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა” (ფს. 88:8), საშინელია თავად ცეცხლოვანი ქერუბიმებისა და ექვსფრთიანი სერაფიმების მიმართ. მიატოვეთ უნაყოფო და ამაო მიჯაჭვულობა ყველაფერი წარმავალისადმი, რომლებსაც თქვენ უნდა და თანაც უნებლიედ, დაემშვიდობოთ! მიატოვეთ მაცდუნებელი გართობა და სიამოვნება მიატოვეთ ამაოდმეტყველება, ხუმრობა და მრავალსიტყვაობა, რომლებიც აცარიელებენ სულს! გაიხსენეთ, განიხილეთ, დარწმუნდით, რომ თქვენ აქ, ამა სოფელში, ხართ მოგზაურები მცირე დროით, რომ თქვენი მამული, მარადიული სამყოფელია — ზეცა. თქვენ გჭირდებათ იქ სარწმუნო და ძლიერი ბელადი: ეს ბელადი — მე ვარ, სხვა არავინ. ყველა წმინდანმა, რომლებიც დედამიწიდან ზეცად ამაღლდნენ, შეასრულეს მსვლელობა არა სხვაგვარად, თუ არა ჩემ მიერ. მე ვუჩვენებ ჩემთან კავშირში შემოსულებს ადამიანის ცოდვილობასა და დაცემულობას და ამათგან ამოვათრევ, როგორც ღრმა ნაპრალიდან. მე შესამჩნევს ვხდი მათ წინაშე ჰაერის თავადებს, მათს ბადეებსა და ჯაჭვებს, ვგლეჯ ამ ბადეებსა და ჯაჭვებს, ვამარცხებ და ვფანტავ ამ თავადებს. მე ვუხსნი შემოქმედის შესახებ ქმნილებას და გამომხსნელის შესახებ გამოსყიდულს, ვარიგებ ადამიანს ღმერთთან. მე ვხსნი ჩემი მოწაფისა და ჩემი საყვარლისთვის ღვთის მიუწვდომელ სიდიადეს და შემყავს იმ მისდამი ღვთისმოსავ და მორჩილ მდგომარეობაში, რომელშიც უნდა იყვნენ ქმნილებები შემოქმედის მიმართ. მე ვთესავ გულში სიმდაბლეს, მე ვხდი გულს ჭარბი ცრემლების წყაროდ; ჩემთან თანაზიართ ვხდი საღვთო მადლის თანაზიარებად. არ მივატოვებ ჩემგან ნახელმძღვანელებს, სანამ არ მივგვრი მათ ღვთის სახის წინაშე, სანამ არ შევაერთებ ღმერთთან. ღმერთია აღუსრულებელი აღსრულება ყველა სურვილისა აქაურ და მომავალ საუკუნეში. ამინ.


  1. სიტყვა 3, თ. 1.
  2. კიბე. სიტყვა 28, თ. III.
  3. მსახურების წიგნი. აღსარების მიმდევრობა.
  4. ანბანური პატერიკი. ღირსი არსენი დიდი.
  5. წმინდა ისააკ ასური. სიტყვა 41.
  6. წმინდა იოანე კარპათელი, თ. 13. სათნოებისმოყვარეობა, ნაწ. მე-4.
  7. ღირსი მაკარი დიდის, სიტყვა 1, თ. 1. სიტყვა 7, თ. 1.
  8. რომლის ხსენებაცაა 2 ოქტომბერი.
  9. კიბე. სიტყვა 27, თ. 56.
  10. ნასესხებია 56-ე სიტყვიდან წმინდა ისააკ ასურისა.
  11. ღირსი ნილოს სინელი ლოცვის შესახებ. სათნოებისმოყვარეობა, ნაწ. მე-4.
  12. იობი თავები 1 და მე-2.
  13. ღირსი ნილოს სორელი, სიტყვა მე-3.
  14. ღირსი მაკარი დიდი, სიტყვა მე-7, თ. 31.
  15. ღირსი მაკარი დიდი, სიტყვა 4, თ. 7.
  16. აპოკ. II, 7; ღირსი მაკარი დიდი, სიტყვა 4, თ. 5.
  17. ღირსი მაკარი დიდი, სიტყვა 4, თ. 6.
  18. აღმდგარ ვნებებთან ბრძოლის მაგალითი შეიძლება დავინახოთ წმინდა იუსტინეს ცხოვრებიდან. რომლის ხსენებაცაა, 2 ოქტომბერი.
  19. ღირსი ნილოს სორელი, სიტყვა 3.
  20. ღირსი აბბა დოროთე. სწავლება მე-11, იმაზე, რომ სწრაფად განვიშოროთ ვნებები.
  21. ღირსი ნილოს სინელი. ლოცვის შესახებ, თ. XVII.
  22. ღირსი მაკარი ეგვიპტელი. საუბარი 21, თ. 2, 3.
  23. ასეთი ბრძოლისა და ჯვარცმის მაგალითს ვხედავთ ღირსი ანტონი დიდის, ღირსი მაკარი ეგვიპტელის და სხვა წმინდა ბერების ცხოვრებაში.
  24. მახარებელი.
  25. წმინდა ისააკ ასური, სიტყვა 1-ლი.
  26. წმინდა ისააკი. სიტყვა 21-ე.
  27. ღირსი მაკარი დიდი. სიტყვა 6, თ. 11. სიტყვა 7, თ. 12.
  28. ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი. სიტყვა 6.
  29. ანბანური პატერიკი.
  30. ანბანური პატერიკი. სისოი დიდი.
  31. სახელმძღვანელო სულიერ ცხოვრებაში ღირსი ბარსანუფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველისა, პასუხი 282-ე.
  32. ღირსი გრიგოლ სინელისა ხიბლის შესახებ, და იქვე მრავალი სხვაგვარი მიზეზის შესახებ. სათნოებისმოყვარეობა, ნაწ. 1.
  33. მახარებელი.
  34. სიტყვა XXVIII, თ. LXIV
  35. კიბე. სიტყვა 28, თ. II.
Next