Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1ხუცესი საყვარელ გაიოზს, რომელიც მიყვარს მე ჭეშმარიტებით.
2საყვარელო, ყველაფრისთვის გლოცავ შენ, რათა წარმატებული და ჯანმრთელი იყო, როგორც წარმატებულია შენი სული,
3რადგან ფრიად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მოწმობდნენ შენს ჭეშმარიტებაზე, თუ როგორ დადიხარ შენ ჭეშმარიტებით.
4ამაზე დიდი სიხარული არა მაქვს, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან.
5საყვარელო, ერთგულად აღასრულებ იმას, რასაც აკეთებ ძმებისთვის და უცხოებისთვის,
6რომლებმაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე კარგს იზამ, თუ ღირსეულად გაისტუმრებ მათ ღვთის საკადრისად,
7რადგან მისი სახელისათვის გამოვიდნენ და არაფერი წამოუღიათ წარმართთაგან.
8ამიტომ ჩვენ გვმართებს ამისთანების შეწყნარება, რათა თანაშემწე ვიყოთ ჭეშმარიტებისა.
9მივწერე ეკლესიას, მაგრამ მათგან პირველობის მოყვარე დიოტროფე არ გვიწყნარებს ჩვენ.
10ამიტომ, თუ მოვედი, გავახსენებ თავის საქმეებს, რასაც აკეთებს: უკეთური სიტყვებით გვლანძღავს; ამასაც არ სჯერდება — არც თვითონ იწყნარებს ძმებს და მსურველებსაც უშლის და ეკლესიიდან აძევებს.
11საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ხოლო ბოროტისმოქმედს არ უხილავს ღმერთი.
12დიმიტრიზე დაამოწმა ყველამ, თვით ჭეშმარიტებამაც და ჩვენც ვმოწმობთ და იცით, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.
13ბევრი მქონდა მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე, მელნით და კალმით მომეწერა შენთვის.
14ვიმედოვნებ, რომ მალე გიხილავ შენ და პირისპირ დაგელაპარაკები.
15მშვიდობა შენდა. მოკითხვას გითვლიან შენი მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელდებით. ამინ.
Next