თავი - 1
Previous1ხუცესი რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მე ჭეშმარიტად მიყვარს, და არა მხოლოდ მე, არამედ ყველას, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება
2ჭეშმარიტების გამო, რომელიც არის ჩვენ შორის და ჩვენთან იქნება უკუნისამდე.
3იყოს თქვენთან მადლი, წყალობა, მშვიდობა მამა ღმერთისა და მამის ძის, უფალ იესო ქრისტეს, მიერ ჭეშმარიტებითა და სიყვარულით.
4გავიხარე ფრიად, რადგან ვნახე შენ შვილთაგან ჭეშმარიტებით მავალნი, ისე როგორც მცნება მივიღეთ მამისგან.
5და ახლა გევედრები შენ, ქალბატონო, — ახალ მცნებას არ გწერ შენ, არამედ იმას, რაც გვქონდა დასაბამიდან — რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
6და ეს არის სიყვარული, რომ მისი მცნებებისამებრ ვიაროთ. და ეს არის მცნება, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რათა მას მისდიოთ;
7რადგან შემოვიდა ამ სოფელში მრავალი მაცდური, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს; ეს არის მაცდური და ანტიქრისტე.
8გაუფრთხილდით თავს, რომ არ დავკარგოთ, რაც მოვიმუშაკეთ, არამედ სრული საზღაური მივიღოთ.
9ვინც არღვევს და არ დგას ქრისტეს მოძღვრებაზე, მას ღმერთი არა ჰყავს; ხოლო ვინც დგას ქრისტეს მოძღვრებაზე, მას ჰყავს მამაც და ძეც.
10თუ ვინმე მოდის თქვენთან და ეს მოძღვრება არ მოაქვს, ნუ მიიღებთ მას სახლში და ნუ ეტყვით მას: გიხაროდეს. —
11რადგან ვინც ეტყვის მას: გიხაროდეს. — თანაზიარია მისი ბოროტი საქმეებისა.
12ბევრი მქონდა თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე ფურცლით და მელნით, რადგან ვიმედოვნებ, რომ მოვალ თქვენთან და პირისპირ დაგელაპარაკებით, რათა ჩვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.
13მოკითხვას გითვლიან შენ შენი რჩეული დის შვილები. ამინ.
Next