Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ, რომელიც ვიხილეთ ჩვენი თვალით, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით — ცხოვრების სიტყვის შესახებ გაუწყებთ. —
2და ცხოვრება განცხადდა და ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო ცხოვრებას, რომელიც იყო მამასთან და გამოგვიჩნდა ჩვენ,
3რომელიც ვიხილეთ და ვისმინეთ, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც თანაზიარნი იყოთ ჩვენი, ხოლო ჩვენ თანაზიარნი ვართ მამისა და მისი ძის, იესო ქრისტესი.
4და ამას გწერთ თქვენ, რათა ჩვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.
5და ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში.
6თუ ვამბობთ, რომ თანაზიარნი ვართ მისი და ბნელში დავდივართ, ვტყუით და არ ვიქმთ ჭეშმარიტებას,
7ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც იგი არის ნათელში, თანაზიარნი ვართ ერთმანეთისა და სისხლი მისი ძის, იესო ქრისტესი, განგვწმენდს ჩვენ ყოველგვარი ცოდვისგან.
8თუ ვამბობთ, რომ ცოდვა არა გვაქვს, საკუთარ თავს ვაცდუნებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი და მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს და განგვწმენდს ჩვენ ყოველგვარი უსჯულოებისგან.
10თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ წარმოვაჩენთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენ შორის.
Next