თავი - 5
Previous1ხუცესებს თქვენ შორის ვევედრები, როგორც თანახუცესი და ქრისტეს ვნებათა მოწმე და მისი მომავალი დიდების გამოცხადების თანაზიარი:
2დამწყსეთ თქვენ შორის მყოფი სამწყსო ღვთისა და ზედამხედველობდეთ არა იძულებით, არამედ ნებაყოფლობით, არა ანგარებით, არამედ გულმოდგინებით,
3არა როგორც წილხვდომილთა ბატონები, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის,
4და მწყემსმთავრის გამოცხადებისას მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.
5მსგავსადვე, უმცროსები დაემორჩილეთ უხუცესებს და ყველამ ერთმანეთის მორჩილებით სიმდაბლე შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავანთ წინ აღუდგება, ხოლო მდაბალთ აძლევს მადლს (იგავ.3,34).
6ამიტომ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელის ქვეშ, რათა აღგამაღლოთ თავის დროზე.
7თქვენი ყველა საზრუნავი მიანდეთ მას, რადგან იგი ზრუნავს თქვენზე.
8იფხიზლეთ, მღვიძარე იყავით, რადგან თქვენი მეტოქე ეშმაკი, როგორც მბრდღვინავი ლომი, დადის და ეძებს, ვინ შთანთქას.
9წინ აღუდეგით მას მტკიცენი რწმენით. იცოდეთ, რომ იმავე სატანჯველს განიცდის თქვენი ძმობა ამ სოფელში.
10ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგიწოდათ თქვენ თავის საუკუნო დიდებაში ქრისტე იესოს მიერ, ცოტაოდენს რომ დაიტანჯებით, თავად აღგადგენთ თქვენ, განგამტკიცებთ, გაგაძლიერებთ და ურყევს გაგხდით.
11მას დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
12სილუანეს, როგორც მგონია, თქვენი სარწმუნო ძმის, მეშვეობით, მცირეოდენი მოგწერეთ, განუგეშებთ და ვმოწმობ, რომ ეს არის ჭეშმარიტი მადლი ღვთისა, რომელზეც დგახართ.
13მოკითხვას გითვლიან თქვენ რჩეულთა ერთობა ბაბილონში და მარკოზი, ჩემი ძე.
14მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით.
15მშვიდობა თქვენ ყოველთა ქრისტე იესოს მიერ, ამინ.
Next