თავი - 3
Previous1იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა ჰურიასტანის უდაბნოში
2და ამბობდა: შეინანეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა.
3რადგან ამაზეა ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: გაამზადეთ გზა უფლისა და გამართეთ მისი ბილიკები (ეს.40,3).
4ხოლო თავად იოანეს ემოსა. აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ჰქონდა ტყავის სარტყელი; და მისი საზრდო იყო კალია და ველური თაფლი.
5მაშინ გამოდიოდნენ მასთან იერუსალიმი და მთელი ჰურიასტანი და იორდანის შემოგარენი,
6და ნათელს იღებდნენ იორდანეში მისგან და აღიარებდნენ თავის ცოდვებს
7და როდესაც იხილა მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, მომავალი ნათლის მისაღებად მისგან, უთხრა მათ: იქედნეთა ნაშობნო, ვინ გიჩვენათ თქვენ გაქცევა მომავალი რისხვისგან?
8გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა,
9და ნუ ფიქრობთ და ამბობთ თქვენთვის: მამა გვყავს, აბრაამი, — რადგან გეუბნებით თქვენ, რომ შეუძლია ღმერთს, ამ ქვათაგან აღუდგინოს შვილები აბრაამს;
10რადგან ცული უკვე ხეების ძირთან დევს; ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
11მე ნათელს გცემთ თქვენ წყლით სინანულისთვის, ხოლო ვინც ჩემ შემდეგ მოდის, ჩემზე ძლიერია, რომლის ხამლთა ტვირთვის ღირსიც არა ვარ; იგი ნათელს გცემთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით,
12რომლის ნიჩაბი მის ხელთ არის და გაწმენდს თავის კალოს და შეკრებს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს დაწვავს უშრეტი ცეცხლით.
13მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იორდანეზე იოანესთან, რათა ნათელი მიეღო მისგან;
14ხოლო იოანე აჩერებდა მას და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან ნათლის მიღება და შენ ჩემთან მოდიხარ?
15მაგრამ იესომ მიუგო და უთხრა მას: დამითმე ახლა, რადგან ასე გვმართებს, აღვასრულოთ ჩვენ ყოველი სიმართლე. მაშინ დაუთმო მას.
16და ნათელი მიიღო იესომ და ამოვიდა მყისვე წყლიდან; და აჰა, გაეხსნა მას ცანი, და იხილა სული ღვთისა, გადმომავალი, როგორც მტრედი, რომელიც გადმოვიდა მასზე.
17და აჰა, ხმა იყო ზეციდან მეტყველი: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის.
Next