თავი - 5
Previous1ხელთ იგდეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში წაიღეს.
2აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და მიიტანეს დაგონის ტაძარში და გვერდით დაუყენეს დაგონს.
3ადგნენ მეორე დღეს დილით აშდოდელები და ხედავენ, უფლის კიდობნის წინ მიწაზე გდია დაგონი. აიღეს დაგონი და დააბრუნეს თავის ადგილას.
4ადგნენ მეორე დღეს დილით, და ხედავენ, პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ; დაგონის თავი და ორთავე ხელის მტევანი, მოწყვეტილნი, ყრია ზღურბლთან, მხოლოდ ტანი აქვს შერჩენილი დაგონს.
5ამიტომაც ერიდებიან აშდოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძრად მიმსვლელნი დაგონის ტაძრის ზღურბლის გადალახვას.
6დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელს აშდოდს და მის სანახებს.
7ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.
8შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ფილისტიმელთა მთავრები, იკითხეს: რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს? თქვეს: გათში გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. და გადაიგანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი.
9მას შემდეგ რაც მიიტანეს იგი, იყო უფლის ხელი ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი: ჰგვემა უფალმა ქალაქის მკვიდრთ დიდიან-პატარიანად და გამოაჩნდათ ბუგრები.
10გაგზავნეს ღვთის კიდობანი ასკალონს; როცა მივიდა ასკალონში ღვთის კიდობანი, აკივლდნენ ასკალონელები მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხი!
11შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები, თქვეს: გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოსო ჩვენ და ჩვენი ხალხი. რადგან შიშის ზარი იყო მთელს ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა იქ უფლის ხელი.
12ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრები გამოაჩნდა ყველას. ცას მისწვდა ქალაქის ღაღადი.
Next