თავი - 1
Previous1იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?
2თქვა უფალმა: იუდა გავიდეს. აჰა, ხელში ჩამიგდია მისთვის ეგ მიწა.
3უთხრა იუდამ თავის ძმას სიმონს: გამომყევი ჩემს წილხვდომილში, ერთად ვეომოთ ქანაანელებს. მერე მე გამოგყვები შენს წილხვდომილში. და გაჰყვა სიმონი.
4გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელები და ფერიზელები. ამოხოცეს ისინი ბეზეკში - ათი ათასი კაცი.
5ბეზეკშივე შეეყარნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ და დაამარცხეს ქანაანვლები და ფერიზელები.
6უკუიქცა ადონი-ბეზეკი, დაედევნენ, შეიპყრეს და ხელებზე და ფეხებზე ცერები დააჭრეს.
7თქვა ადონი-ბეზეკმა: სამოცდაათი მეფე, ხელებზე და ფეხებზე ცერები რომ დავაჭერი, ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამვსრევს. რასაც ჩავდიოდი, იგივე მომაგო ღმერთმა. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.
8შეუტიეს იუდიანებმა იერუსალიმს, აიღეს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.
9მერე ჩავიდნენ იუდიანები მთის, სამხრეთისა და ბარის ქანაანელებთან საომრად.
10გაილაშქრა იუდამ ხებრონში მცხოვრებ ქანაანელებზე (უწინ ჰებრონს კირიათ-არბა ერქვა); დაამარცხეს შეშაი, ახიმანი და თალმაი.
11იქიდან დაბირის მცხოვრებლებზე გაილაშქრა (უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა).
12თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა.
13ღოთენიელმა, ქალების უმცროსი ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.
14ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისაგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,
15მიუგო: მომეცი კურთხევა, რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევვბიც მომეცი. შეუსრულა სათხოვარი. მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.
16მოსეს სიმამრის, იოთორ კენიელის შთამომავლებიც თან ამოჰყვნენ იუდიანებს ფინიკთა ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც არადის სამხრეთით მდებარეობს. მოვიდნენ და ადგილობრივ ხალხში ჩასახლდნენ.
17გავიდა იუდა თავის ძმასთან სიმონთან ერთად. დაამარცხეს ცეფათის ქანაანელები, ააოხრეს ქალაქი და უწოდეს ხორმა (ნაოხარი).
18აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, ასკალონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი, აშდოდი და მისი შემოგარენი.
19უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.
20მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან.
21მაგრამ იებუსეველები - იერუსალიმის მკვიდრნი ვერ აჰყარეს ბენიამინიანებმა და იებუსეველები დღემდე ცხოვრობენ იერუსალიმში ბენიამინიანთა გვერდით.
22იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.
23შეჩერდა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (უწინ ამ ქალაქს ლუზი ერქვა).
24დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.
25უჩვენა კაცმა ქალაქში შესასვლელი. მახვილით მოსრეს ქალაქი, ხოლო ის კაცი და მთელი მისი სახლობა გაუშვეს.
26წავიდა ის კაცი ხეთელების ქვეყანაში. ააშენა იქ ქალაქი და უწოდა ლუზი. ეს სახელი ჰქვია მას დღემდე.
27მენაშემ ვერ აჰყარა ბეთ-შეანი თავისი სოფლებითურთ, ვერც თაყანაქი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც დორი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც იბლეყამი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც მეგიდო თავისი სოფლებითურთ. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ქანაანელები ამ მიწაზე.
28როცა მომძლავრდა ისრაელი, დახარკა ქანაანელები, აყრით კი ვერ აჰყარა.
29ეფრემმა ვერ აჰყარა გაზერის ქანაანელები, ცხოვრობდნენ ქანაანელები გაზერში მათ გვერდით და ხარკს უხდიდნენ.
30ზაბულონმა ვერ აჰყარა კიტრონელები და ნაქლოლელები, ცხოვრობდნენ ისინი მათ გვერდით და მისი მოხარკენი შეიქნენ.
31აშერმა ვერ აჰყარა ყაქოელები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ, ვერც დორელები და სიდონელები, ვერც ახლაბელები, აქზიბელები, ქელბელები, აფიკელები და რექობელები.
32ცხოვრობდა აშერი იქაურ ქანაანელებს შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი.
33ნაფთალიმ ვერ აჰყარა ბეთ-შემეში და ბეთ-ანათი; ცხოვრობდა იქაურ ქანაანელებს შორის. ბეთ-შემეშელებიც და ბეთ-ანათელებიც მისი მოხარკენი შეიქნენ.
34ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს.
35დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი.
36ამორეველების საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა.
Next