თავი - 1
Previous1პავლე, იესო ქრისტეს ტყვე, და ძმა ტიმოთე - ფილემონს, ჩვენს საყვარელ თანაშემწეს,
2აპფიას, საყვარელ დას, არქიპოსს, ჩვენს თანამოღვაწეს, და შენს შინაურ ეკლესიას:
3მადლი თქვენდა და მშვიდთბა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
4ვმადლობ ღმერთს ჩემსას და გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში,
5რადგანაც მესმის შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც გაქვს უფალ იესოსა და ყველა წმიდის მიმართ.
6რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის.
7ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული.
8ამიტომ, თუმცა დიდი სითამამე მაქვს ქრისტეში, გიბრძანო შენ, რაც გმართებს,
9მაგრამ სიყვარულით უფრო გთხოვ, სხვა კი არა, მე - მხცოვანი პავლე, ხოლო აწ ქრისტე იესოს ტყვეც.
10ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში;
11ოდესღაც ურგები რომ იყო შენთვის, ხოლო აწ შენთვისაც სარგოა და ჩემთვისაც;
12გიგზავნი მას, ანუ ჩემს გულს.
13მინდოდა გვერდით მყოლოდა იგი, რათა შენს ნაცვლად ჩემთვის გაეწია სამსახური ამ ვირთებაში, რასაც ვიტან სახარების გამო.
14მაგრამ შენთან შეუთანხმებლად არაფრის ქმნა არ ვისურვე, რათა შენი სიკეთე იძულებითი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებსითი.
15ვინ იცის, იქნებ დროებით იმიტომ დაგშორდა, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი.
16მაგრამ უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე უმეტესი, საყვარელი ძმა, მეტადრე ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის, ხორციელადაც და უფლის მიერაც.
17ასე რომ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, ისე მიიღე, თითქოს მე ვიყო.
18ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე.
19მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ ამაზე მეტიც გმართებს ჩემი: თვით შენი თავი.
20ჰო, ძმაო, შემეწიე უფალში, ახარე ჩემი გული უფალში.
21შენს მორჩილებაში დარწმუნებულმა მოგწერე ეს, რადგანაც ვიცი, რომ უფრო მეტსაც შემისრულებ, ვიდრე მე გთხოვ.
22ამასთანავე გამიმზადე ბინაც, რადგანაც იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვით მოგემადლებით.
23მოგიკითხავენ ეპიფრასი, ჩემი თანა-ტყვე ქრისტე იესოში;
24მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი.
25მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენს სულს. ამინ.
Next