Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1მივიდნენ ლევიანთა მამამთავრები ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა შტოთა მამამთავრებთან.
2ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში: ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგვცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის.
3მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან, უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებითურთ.
4ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი.
5ხოლო კაჰათის დანარჩენ შთამომავალთ ეფრემის შტოს საგვარეულოებიდან, დანის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან - წილისყრით ათი ქალაქი.
6გერშონის შთამომავლებს ისაქარის შტოს საგვარეულოებიდან, აშერის შტოდან, ნაფთალის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან ბაშანში - წილისყრით ცამეტი ქალაქი.
7მერარის შთამომავლებს მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის შტოდან, გადის შტოდან და ზებულონის შტოდან - თორმეტი ქალაქი.
8მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილისყრით ეს ქალაქები მათი სანახებითურთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
9მისცეს იუდაელთა შტოდან და სიმონიანთა შტოდან ეს ქალაქები, რომელთაც უწოდა სახელები.
10აარონის შთამომავლებს კაჰათის საგვარეულოებიდან, ლევიანებს, რადგან პირველად იყარეს წილი,
11მისცეს ყანოკის მამისეული კირიათ-არბე, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
12ქალაქის ყანები და სოფლები საკუთრად მისცეს ქალებ იეფუნეს ძეს.
13აარონ მღვდლის შთამომავლებს მისცეს კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი - ხებრონი თავისი სანახებითურთ და ლიბნა თავისი სანახებითურთ,
14იათირი თავისი სანახებითურთ და ეშთემრა თავისი სანახებითურთ,
15ხოლონი თავისი სანახებითურთ და დაბირი თავისი სანახებითურთ,
16ყაინი თავისი სანახებითურთ, იუტა თავისი სანახებითურთ და ბეთ-შემეში თავისი სანახებითურთ - ცხრა ქალაქი ამ ორი შტოდან.
17ხოლო ბენიამინის შტოდან - გაბაონი თავისი სანახებითურთ და გებაყი თავისი სანახებითურთ,
18ყანათოთი თავისი სანახებითურთ და ყალმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
19აარონის შთამომავლებს, მღვდლებს, ერგოთ სულ ცამეტი ქალაქი მათი სანახებითურთ.
20კაჰათის საგვარეულოებს, ლევიანებს - კაჰათის დანარჩენ შთამომავლობას ერგოთ წილისყრით ქალაქები ეფრემის შტოდან.
21მისცეს მათ კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი შექემი, თავისი სანახებითურთ ეფრემის მთაზე, და გეზერი თავისი სანახებითურთ;
22კიბცაიმი თავისი სანახებითურთ და ბეთ-ხორონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
23დანის შტოდან: ელთეკე თავისი სანახებითურთ და გიბეთონი თავისი სანახებითურთ,
24აიალონი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
25მენაშეს შტოს ნახევრიდან: თაყანაქი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი.
26სულ ათი ქალაქი თავისი სანახებითურთ კაჰათის დანარჩენ შთამომავლთა საგვარეულოებს.
27გერშონის შთამომავლებს, ლევიანთა საგვარეულოს ხალხს, მისცეს მენაშეს შტოს ნახევრიდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში თავისი სანახებითურთ და ბეეშთერა თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი.
28ისაქარის შტოდან: კიშიონი თავისი სანახებითურთ და დაბრათი თავისი სანახებითურთ,
29იარმუთი თავისი სანახებითურთ და ყენ-განიმი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
30აშერის შტოდან: მიშალი თავისი სანახებითურთ და ყაბდონი თავისი სანახებითურთ,
31ხელკათი თავისი სანახებითურთ და რეხობი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
32ნაფთალის შტოდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი კედეში გალილეაში თავისი სანახებითურთ, ხამოთ-დორი თავისი სანახებითურთ და კართანი თავისი სანახებითურთ.
33სულ ცამეტი ქალაქი თავის სანახებითურთ გერშონელებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
34მერარიანთა საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს ზებულონის შტოდან იოკნეყამი თავისი სანახებითურთ და კართა თავისი სანახებითურთ.
35დიმნა თავისი სანახებითურთ და ნაჰალალი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.
36გადის შტოდან: კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ნაბოთი გალაადში თავისი სანახებითურთ და მახანაიმი თავისი სანახებითურთ,
37ხეშბონი თავისი სანახებითურთ და იაყზერი თავისი სანახებითურთ - სულ ოთხი ქალაქი.
38მერარის შთამომავლობას საგვარეულოების მიხედვით, ლევიანთა დანარჩენ საგვარეულოებებს, წალისყრით შეხვდათ სულ თორმეტი ქალაქი.
39ისრაელიანთა სამკვიდრებელში ლევიანებს ეკუთვნოდათ სულ ორმოცდარვა ქალაქი თავისი სანახებითურთ.
40მათ ეკუთვნოდათ ეს ქალაქები, თითოეული ქალაქი თავისი გარეშემო სანახითურთ. ასე იყო ყოველი ქალაქისთვის.
41მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემასაც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. მათაც დაისაკუთრეს იგი და დამკვიდრდნენ იქ.
42მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.
43არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა.
Next