Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1დაბერდა იესო, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: დაბერდი შენ, ხანში შეხვედი, მიწა კი კიდევ ბევრი დარჩა დასამკვიდრებელი.
2აი, დარჩენილი მიწები: ფილისტიმელთა და გეშურელთა მხარეები:
3შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ყეკრონელთა და ყავიელთა.
4სამხრეთით ქანაანელთა მთელი მხარე სიდონის მეგარიდან აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე.
5გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირები, ხაბათამდე.
6მთის ყველა მცხოვრებს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდემ ყველა ციდონელს ავყრი ისრაელიანთაგან; ოღონდ შენ გაუნაწილე ისრაელს სამკვიდრებად, როგორც მე გიბრძანე.
7ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს.
8მასთან რეუბენმა და გადმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით; როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა.
9ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე დიბონამდე,
10ყველა ქალაქი სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა დეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე,
11გალაადი და გეშურელთა და მაყაქათელთა მხარეები, მთელი ხერმონის მთა, მთელი ბაშანი სალქამდე,
12ყოგის მთელი სამეფო ბაშანში, რომელიც მეფობდა ყაშთაროთსა და ედრეიში. ის უკანასკნელი იყო რეფაიმთაგან, რომლებიც დაამარცხა მოსემ და აჰყარა.
13მაგრამ გეშურელები და მაყაქათელები არ აუყრიათ ისრაელიანებს და დღემდე ისრაელიანთა შორის ცხოვრობენ გეშური და მაყაქათი.
14მხოლოდ ლევის შტოსთვის არ მიუცია წილი უფლისადმი, ისრაელის ღვთისადმი, შეწირული მსხვერპლია მისი წილი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
15დაურიგა მოსემ რეუბენიანთა შტოს მათი საგვარეელოებისდამიხედვით.
16ერგოთ ადგილები ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე.
17ხეშბონი და ვაკის ყველა ქალაქი - დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი,
18იაჰცა, კედემოთი და მეფაყათი;
19კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-ჰაშაჰარი ყემეკის მთაზე.
20ბეთ-ფეყორი, ფისგას კალთები, ბეთ-იეშიმოთი,
21ვაკის ყველა ქალაქი, მთელი სამეფო სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, და რომელიც მოკლა მოსემ, ისევე როგორც მიდიანის თავკაცები - ევი, რეკები, ცური, ხური, და რებაყი, სიხონის მთავრები, ქვეყნის მკვიდრნი.
22ასევე ბალაამ ბეყორის ძეც, ჯადოქარი, მოკლეს მახვილით ისრაელიანებმა და მიათვალეს თავიანთ მიერ დახოცილებს.
23რეუბენიანთა საზღვარი იორდანეზე გადიოდა. ეს არის რეუბენიანთა სამკვიდროს საზღვარი მათ საგვარეულოთა მიხედვით, ქალაქები თავისი დაბებითურთ.
24მისცა მოსემ გადის ტომს, გადიანებს, მათ საგვარეულოთა მიხედვით.
25მათი იყო იაყზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ,
26ხეშბონიდან რამათ-მიცფამდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დაბირის საზღვრამდე;
27ველზე ბეთ-ხარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი და ცაფონი - სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. მისი საზღვარი იორდანეზე გადიოდა ქინრეთის ზღვის კიდემდე იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით.
28ეს არის გადიანების სამკვიდრო მათ საგვარეულოთა მიხედვით - ქალაქები თავისი დაბებითურთ.
29მისცა მოსემ მენაშეს შტოს ნახევარს და მენაშეანთა ტომის ნახევრისა იყო მათ საგვარეულოთა მიხედვით.
30მათი სამფლობელო იყო მთელი ბაშანი მახანაიმიდან მოკიდებული - ყოგის, ბაშანის მეფის, მთელი სამეფო, იაირის ყველა სოფელი ბაშანში, სამოცი ქალაქი.
31გალაადის ნახევარი, ყაშთაროთი და ედრეი, ყოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით.
32ეს არის, რაც დაანაწილა სამკვიდროებად მოსემ მოაბის ველებზე იორდანის გაღმა, იერიხონის გასწვრივ აღმოსავლეთით.
33ლევის ტომს არ მისცა სამკვიდრო მოსემ: თავად უფალი, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
Next