თავი - 12
Previous11. აი, მეფეები, რომლებიც დაამარცხა იესომ და რომელთა ქვეყნებიც დაიკავეს მათ იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი დაბლობი აღმოსავლეთით:
2სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
3დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;
4ყოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში,
5და ეჭირა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და ნახევარი გალაადი სიხონ ხეშბონის მეფის საზღვრამდე.
6მოსემ, უფლის მორჩილმა, და ისრაელიანებმა დახოცეს ისინი და მისცა ეს ქვეყანა მოსემ, უფლის მორჩილმა, სამკვიდროდ რეუბენს, გადსა და მენაშეს შტოს ნახევარს.
7აი, იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ხალაკის მთამდე, სეყირის აღმა (ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად),
8მთაში და ბარში, ველზე, მთის კალთებზე, უდაბნოში და ნეგებში - ხეთელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, ფერიზელთა, ხივიელთა, და იებუსელთა ქვეყნებისა:
9იერიხონის მეფე - ერთი; მეფე ჰაყაისა ბეთილის გვერდით რომ არის - ერთი;
10იერუსალიმის მეფე - ერთი; ხებრონის მეფე - ერთი;
11იარმუთის მეფე - ერთი; ლაქიშის მეფე - ერთი;
12ყეგლონის მეფე - ერთი; გეზერის მეფე - ერთი;
13დაბირის მეფე - ერთი; გედერის მეფე - ერთი;
14ხორმას მეფე - ერთი; ღერადის მეფე - ერთი;
15ლიბნას მეფე - ერთი; ყადულამის მეფე - ერთი;
16მაკედას მეფე - ერთი; ბეთელის მეფე - ერთი;
17თაფუახის მეფე - ერთი; ნეფერის მეფე - ერთი;
18აფეკის მეფე - ერთი; ლაშარონის მეფე - ერთი;
19მადონის მეფე - ერთი; ხაცორის მეფე - ერთი;
20შიმრონ-მერონის მეფე - ერთი; აქშაფის მეფე - ერთი;
21თაყანაქის მეფე - ერთი; მეგიდოს მეფე - ერთი;
22კედეშის მეფე - ერთი; იოკნეყამის მეფე ქარმელში - ერთი;
23დორის მეფე ნაფათ-დორში - ერთი; გოიმის მეფე გილგალში - ერთი;
24თირცას მეფე - ერთი. სულ ოცდათერთმეტი მეფე.
Next