თავი - 26
Previous1როცა მიხვალ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, და დაიმკვიდრებ მას და დაიწყებ იქ ცხოვრებას,
2აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში, უფალი, შენი ღმერთი, რომ გაძლევს, ჩააწყვე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.
3მიდი მღვდელთან, რომელიც იმჟამად იქნება, და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შემოვედი იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის მოსაცემად აღუთქვა უფალმა ჩვენს მამა-პაპას.
4ხელიდან გამოგართმევს მღვდელი კალათს და დადებს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინ.
5ილაპარაკე და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა, ჩავიდა ეგვიპტეში და მდგმურობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხითურთ და წარმოიშვა მისგან დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოეანი ერი.
6ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ.
7შევღაღადეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, დაინახა უფალმა ჩვენი ჩაგვრა და ჩვენი ტანჯვა-წამება.
8და გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან მაგარი ხელით და შემართული მკლავით, დიდი ზარით, სასწაულებითა და ნიშებით.
9მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი ქვეყანა.
10ახლა კი, აჰა, მომიტანია პირველმოწეული ნაყოფი ამ მიწისა, რომელიც მომცა უფალმა. დადევი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.
11გაიხარე ლევიანთან და შენს მდგმურთან ერთად ყოველი სიკეთით, რაც კი უფალს, შენს ღმერთს, მოუცია შენთვის და შენი სახლისათვის.
12როცა მესამე წელს, მეათედის წილს გადასდებ მთელი შენი შემოსავლის მეათედს და მისცემ ლევიანს, მდგმურსა და ქვრივ-ობლებს, რომ ჭამონ შენს კარზე და გაძღენ,
13თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოვაცილე სახლს წმიდა წილი და მივეცი კიდეც ლევიანს, მდგმურს და ქვრივ-ობლებს შენი ანდერძის თანახმად, როგორც დამარიგე. არ გადავსულვარ შენს მცნებას და არც დამვიეყნია.
14პირი არ მიმიკარებია მისთვის გაჭირვების დროს, არც გაუწმიდურებულისგან გამომირჩევია და არც მკვდრის საჭიროებისათვის მიმიცია. უფლის, ჩემი ღმერთის ხმას ვემორჩილებოდი, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ნაბრძანები გქონდა ჩემთვის.
15გადმოიხედე შენი სიწმიდის სამყოფელიდან, ციდან და აკურთხე შენი ერი ისრაელი და მიწა, რომელიც ჩვენთვის მოგიცია ჩვენს მამა-პაპასთან დადებული ფიცის თანახმად, ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი.
16ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას: დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით.
17უფლისა ირწმუნე დღეს, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მის გზაზე, დაიცავ მის წესებს, ანდერძებს და სამართალს, გაიგონებ მის სიტყვას.
18უფალმა გაღიარა დღეს თავის რჩეულ ერად, როგორც უთქვამს შენთვის, რომ იცავდე მის მცნებებს,
19რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ხალხზე დიდებით, სახელითა და პატივით, რომ ჰყავდე წმიდა ერად უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.
Next