თავი - 15
Previous1ყოველი მეშვიდე წლის თავზე გამოაცხადე პატიება.
2აი, პატიების რაობა: აპატიოს ყოველმა მევალემ, ვისაც რამე უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნურაფერს მოთხოვს თავის მოყვასს ან მოძმეს, რადგან პატიება იქნება გამოცხადებული უფლის სახელზე.
3უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ აპატიე შენს მოძმეს, თუ შენი ვალი ექნა.
4თუმცა არ იქნება თქვენში ღარიბი, რადგან კურთხევით გაკურთხევს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს წილად უფალი, შენი ღმერთი, რათა დაიმკვიდრო,
5ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და ეცდები ყველა ამ მცნების შესრულებას, რასაც დღეს გიცხადებ.
6რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის: ბევრ ხალხს ექნება შენი ვალი, შენ კი არ ისესხებ; ბევრ ხალხზე იბატონებ, შენზე კი არავინ იბატონებს.
7თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ.
8არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს.
9ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება.
10მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში.
11რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეეანაში.
12თუ მოგეყიდა შენი ებრაელი მოძმე, კაცი ან ქალი, და ექვს წელს გემსახურა, მეშვიდე წელს გაათავისუფლე შენგან.
13როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა.
14მიეცი საჩუქრად რაიმე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს, მიეცი.
15გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგისყიდა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამიტომაც გიანდერძებ დღეს ამას.
16თუ მოხდება ისე, რომ გითხრას: არ წავალ შენგან, რადგან მიყვარხართ შენ და შენი სახლი, რადგან კარგადა ვართ შენთანო,
17აიღე სადგისი, კარზე მიადებინე ყური და გაუხვრიტე და შენი ყმა იქნება სამუდამოდ. ასევე მოექეცი ყმაქალსაც.
18ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება შენგან, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან. გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში.
19ყოველი პირმშო, რაც დაიბადება შენს საქონელში და ცხვარში, მამრი, შესწირე უფალს, შენს ღმერთს. ნუ ამუშავებ პირველმოგებულ ხარს და ნუ გაპარსავ პირველმოგებულ ცხვარსა ან თხას.
20უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამეთ იგი შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
21თუ რამე ნაკლი ექნა, სიკოჭლე ან სიბრმავე, რამე ცუდი ნაკლი, არ დაუკლა იგი უფალს, შენს ღმერთს.
22თქვენ-თქვენს საცხოვრებელ ადგილას ჭამეთ გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად, როგორც ქურციკი და როგორც ირემი.
23ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე მიწაზე.
Next