თავი - 3
Previous1ვაი სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას.
2შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი,
3მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა, უამრავი დახოცილი გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორხილობენ მათ ცხედრებზე.
4ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით - ტომებს.
5აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი.
6მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი.
7ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცულია ნინევე, ვინ შეიბრალებსო? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?
8რითი სჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი?
9ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს.
10ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს ყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილს ადებდნენ.
11დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფრს დაუწყებ ძებნას.
12შენი ციხე-კოშკები მწიფენაყოფიანი ლეღვის ხეა - თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს.
13აჰა, შენი ერი საქალეთია შენს წიაღში! ფართედ გაეღება შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს.
14მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა.
15იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით!
16მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია - კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება.
17შენი მოხელეები ბოცომკალივითაა, შენი იასაულები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს.
18ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები.
19არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გამუდმებული სიავე?
Next