Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
2ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. მ
3ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე
4და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარრზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.
5დამწყესავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ჩვენს საზღვრებში მემოდგამს ფეხს.
6და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; აღარ ექნება კაცის იმედი და აღარ დაენდობა ადამიანებს.
7და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში; თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მნსნელი.
8აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე.
9მაშინ იქნება, ამბობს უფალი, რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ;
10გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხე-სიმაგრეს;
11ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები;
12შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს;
13ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან და დავაქცევ შენს ქალაქებს.
14რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.
Next