Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1როცა დაასრულა მოსემ სავანის გამართვა, ზეთი სცხო და აკურთხა იგი და მთელი მისი მოწყობილობა, სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა. ზეთი სცხო მათ და აკურთხა ისინი.
2მიიტანეს ისრაელის თავკაცებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების უფროსებმა (იგინივე იყვნენ ტომების თავკაცები, ისინი ხელმძღვანელობდნენ აღწერას)
3შესაწირავი უფლის წინაშე - ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი; თითო ურემი ორ თავკაცზე და თითო ხარი თითოზე; დააყენეს ესენი სავანის წინ.
4ასე უთხრა უფალმა მოსეს:
5გამოართვი მათ და სადღესასწაულო კარვის სამუშაოთათვის განაკუთვნე. მიეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამუშაოს მიხედვით.
6აიღო მოსემ ურემი და ხარები და მისცა ისინი ლევიანებს.
7ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით,
8ოთხი ურემი და რვა ხარი მერარიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით, რასაც ასრულებდნენ ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
9კეჰათიანებს არ მისცა, რადგან საწმიდარის სამუშაო ჰქონდათ დაკისრებული, მხრებით უნდა ეტარებინათ.
10მიიტანეს თავკაცებმა მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების დღეს და მიიტანეს თავიანთი შესაწირავიც თავკაცებმა სამსხვერპლოს წინ.
11უთხრა უფალმა მოსეს: დღეში თითო თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისთვის.
12პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახაშონ ყამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.
13მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი და სამოცდაათის შეკელის (საწმიდარის შეკელით) ერთი ვერცხლის ბადია; ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
14ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე;
15ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
16ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად;
17და სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა და ხუთი ბოტი და ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნახშონ ყამინადაბის ძის შესაწირავი.
18მეორე დღეს მიიტანა ნათანიელ ცუარის ძემ, ისაქარის თავკაცმა;
19მიიტანა მან თავისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
20ერთი ოქროს თასი, ათშეკელიან საკმევლით სავსე.
21ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
22ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
23სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი. ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნათანიელ ცუარის ძის შესაწირავი.
24მესამე დღეს - ზებულონიანთა თავკაცმა, ელიაბ ხელონის ძემ.
25მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
26ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე,
27ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
28ერთიც თხა ცოდვის გამოსასყიდად,
29სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიაბ ხელონის ძის შესაწირავი.
30მეოთხე დღეს - რეუბენიანთა თავკაცმა ელიცურ შედეურის ძემ.
31მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით); ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
32ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე,
33ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად,
34ერთიც თხა ცოდვის გამოსასყიდად;
35სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიცურ შედეურის ძის შესაწირავი.
36მეხუთე დღეს - სიმონიანთა თავკაცმა შელუმიელ ცურიშადაის ძემ.
37მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით); ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, ძღვენისათვის.
38ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
39ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
40ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
41სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. იყო შელუმიელ ცურიშადაის შესაწირავი.
42მეექვსე დღეს - გადიანთა თავკაცმა ელიასაფ დეღუელის ძემ.
43მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი განმტკიცული ფქვილით - ძღვენისათვის.
44ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
45ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლალი ცხვარი აღსავლენად.
46ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
47სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიასაფ რეღუელის ძის შესაწირავი.
48მერვე დღეს - ეფრემიანთა თავკაცმა ეღიშამაყ ყამიჰუდის ძემ.
49მისი შესაწირავი ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
50ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
51ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
52ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
53სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ექიშამაყ ყამიჰუდის ძის შესაწირავი.
54მერვე დღეს - მენაშეანთა თავკაცმა გამელიელ ფედაცურის ძემ.
55მისი შესაწირავი ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით), ორივენი სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
56ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
57ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად;
58ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად;
59სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი. ეს იყო გამელიელ ფედაცურის შესაწირავი.
60მეცხრე დღეს - ბენიამინიანთა თავკაცმა აბიდან გიდეონის ძემ.
61მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით), ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
62ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
63ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლიღი ცხვარი აღსავლენად.
64ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
65სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო აბიდან გიდეონის ძის შესაწირავი.
66მეათე დღეს - დანიანთა თავკაცმა ახიეზერ ყამიშადაის ძემ.
67მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
68ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
69ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
70ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
71სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ახიეზერ ყამიშადაის ძის შესაწირავი.
72მეთერთმეტე დღეს - აშერიანთა თავკაცმა ფაგიელ ყაქრანის ძემ.
73მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
74ათშეკელიანი, ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
75ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
76ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
77სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ბატკანი. ეს იყო ფაგიელ ყაქრანის ძის შესაწირავი.
78მეთორმეტე დღეს - ნაფთალიანთა თავკაცმა ახირაყ ყენანის ძემ.
79მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით - საძღვნოდ.
80ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე.
81ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
82ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
83სამადლობელ მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ახირაყ ყენანის ძის შესაწირავი.
84ეს არის შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისათვის მისი ზეთისცხების დღეს, ისრაელის თავკაცებისგან შეწირული თორმეტი ვერცხლის ლანგარი, თორმეტი ვერცხლის ტაშტი, თორმეტი ოქროს თასი;
85თითოეული ლანგარი - სამოცდაათშეკელიანი. თითოეული ტაშტი - საამოცდაათშეკელიანი. მთელი ჭურჭლეულობის ვერცხლი - ათასოთხასი შეკელი (საწმიდარის შეკელით).
86თორმეტი ოქროს თასი, საკმევლით სავსე; თითოეული თასი - ათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). თასების მთელი ოქრო - ასოცი შეკელი.
87აღსავლენად სულ თორმეტი კურატი, თორმეტი ჭედილა, თორმეტი წელგამოვლილი ცხვარი და მათი თანმხლები ძღვენი; თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
88სამადლობელი მსხვერპლისათვის სულ ოცდაოთხი კურატი, სამოცი ჭედილა, სამოცი ბოტი და სამოცი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების შემდეგ.
89როცა შედიოდა მოსე სადღესასწაულო კარავში მასთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას მოწმობის კიდობნის სახურავს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუიდან. ასე ელაპარაკებოდა მას უფალი.
Next