Eleos

Contents

თავი - 33

Previous
1აი, ისრაელიანთა მგზავრობანი, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ მოსესა და აარონის წინამძღოლობით.
2აღწერა მოსემ უფლის ბრძანებით მათი გამოსვლა და მგზავრობანი. აი, მათი მგზავრობანი გამოსვლისას.
3რამზესიდან გაემგზავრნენ პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს; პასექის მეორე დღეს გავიდნენ ისრაელიანები გაბედულად მთელი ეგვიპტის თვალწინ.
4მარხავდნენ ეგვიპტელები პირმშოებს, რომლებიც დაუხოცა მათ უფალმა, და მათ ღმერთებსაც მიაგო სასჯელი უფალმა.
5გაემგზავრნენ ისრაელიანები რამზესიდან და სუქოთში დაბანაკდნენ.
6გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში რომელიც უდაბნოს კიდეზე მდებარეობს.
7გაემგზავრნენ ეთამიდან და გაემართნენ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ-ცაფონის ზემოთ მდებარეობს, და მიგდოლის წინ დაბანაკდნენ.
8გაემგზავრნენ ფნე-ჰახიროთიდან, შუა გადაჭრეს ზღვა უდაბნოს მიმართულებით, გაიარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში და მარაში დაბანაკდნენ.
9გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ; თორმეტი წყარო და სამოცდაათი ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ.
10გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ.
11გაემგზავრნენ მეწამული ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.
12გაემგზავრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ.
13გაემგზავრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ.
14გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისთვის.
15გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.
16გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში დაბანაკდნენ.
17გაემგზავრნენ კიბროთ-ჰათაავადან და ხაცეროთში დაბანაკდნენ.
18გაემგზავრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ.
19გაემგზავრნენ რითმადან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ.
20გაემგზავრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ.
21გაემგზავრნენ ლიბნადან და რისაში დაბანაკდნენ.
22გაემგზავრნენ რისადან და კეჰელათაში დაბანაკდნენ.
23გაემგზავრნენ კეჰელათიდან შაფერის მთაზე დაბანაკდნენ.
24გაემგზავრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ.
25გაემგზავრნენ ხარადიდან და მაკჰელოთში დაბანაკდნენ.
26გაემგზავრნენ მაკჰელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ.
27გაემგზავრნენ თახათიდან და თარახში დაბანაკდნენ.
28გაემგზავრნენ თარახიდან და მითკაში დაბანაკდნენ.
29გაემგზავრნენ მითკადან და ხაშმონაში დაბანაკდნენ.
30გაემგზავრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ.
31გაემგზავრნენ მოსეროთიდან და ბნე-იაყაკანში დაბანაკდნენ.
32გაემგზავრნენ ბნე-იაყაკანიდან და ხორ-გილგადში დაბანაკდნენ.
33გაემგზავრნენ ხორ-გილგადიდან და იატბათაში დაბანაკდნენ.
34გაემგზავრნენ იატბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ.
35გაემგზავრნენ აბრონიდან და ეციონ-გაბერში დაბანაკდნენ.
36გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.
37გაემგზავრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე დაბანაკდნენ, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
38ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე, უფლის ბრძანებისამებრ, და მოკვდა იქ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვის პირველში.
39ას ოცდასამი წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა იგი ჰორის მთაზე.
40გაიგო ქანაანელმა ყარად მეფემ, რომელიც ქანაანის ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდა, ისრაელიანთა მოსვლა.
41გაემგზავრნენ ჰორის მთიდან და ცალმონაში დაბანაკდნენ.
42გაემგზავრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ.
43გაემგზავრნენ ფუნონიდან და ობოთში დაბანაკდნენ.
44გაემგზავრნენ ობოთიდან და იიმ-ყაბარიმში დაბანაკდნენ, მოაბის საზღვარზე.
45გაემგზავრნენ იიმიდან და დიბონ-გადში დაბანაკდნენ.
46გაემგზავრნენ დიბონ-გადიდან და ყალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ.
47გაემგზავრნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და ყაბარიმის მთებზე დაბანაკდნენ, ნებოს წინ.
48გაემგზავრნენ ყაბარიმის მთებიდან და მოაბის ველზე დაბანაკდნენ, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
49დაბანაკდნენ იორდანეს პირას ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველზე.
50ასე ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანეს ნაპირას, იერიხონის მახლობლად:
51ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა, ქანაანის ქვეყანაში,
52აჰყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა გორაკი.
53დაიმკვიდრეთ ქვეყანა და დასახლდით იქ, რადგან თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად.
54დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს: მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ.
55თუ არ აჰყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილნი ეკლად ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად - თქვენს ფერდებს, შეგავიწროებენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ.
56და რაც განმიზრახავს თქვენთვის გასაკეთებლად, გაგიკეთებთ.
Next