თავი - 29
Previous1მეშვიდე თვეში, თვის პირველში, წმიდა წვეულება გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ, ბუკისცემის დღე იყოს თქვენთვის.
2შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.
3და მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ვერძზე,
4ეფის ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,
5და ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, რათა მოგეტეოთ.
6გარდა ახალმთავრობის აღსავლენისა და მისი ძღვენისა, მუდმივი აღსავლენისა და მისი ძღვენისა და საღვრელისა, წესის მიხედვით, კეთილსურნელება უფლისათვის საცეცხლო მსხვერპლად.
7ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ.
8შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი ცხვარი - საღები უნდა გყავდეთ.
9მათი ძღვენი, გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე,
10ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან.
11ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისა მიტევებისას, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა თავისი ძღვნითურთ და მათთვის განკუთვნილი საღვრელისა.
12მეშვიდე თვის თხუთმეტში წმიდა წვეულება გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ შვიდ დღეს უფლის დღესასწაული.
13შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ცამეტი კურატი, ორი ვერძი, და თოთხმეტი წელგამოვლილი ცხვარი. საღები უნდა იყვნენ.
14მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი - ეფის სამი მეათედი თითო კურატზე ცამეტი კურატიდან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორი ვერძიდან,
15მეათედი თითო ცხვარზე თოთხმეტი ცხვრიდან,
16ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
17მეორე დღეს: თორმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
18ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
19ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენის, მისი ძღვენისა და მათი საღვრელისა.
20მესამე დღეს: თერთმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ბატკანი,
21პურის შესაწირავი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ბატკნებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად;
22ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
23მეოთხე დღეს: ათი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
24ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
25ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
26მეხუთე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
27ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
28ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
29მეექვსე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი ერთწლიანი საღი ბატკანი,
30ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
31ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
32მეშვიდე დღეს: შვიდი კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
33ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
34ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა. მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
35მერვე დღეს უქმობა მქონდეთ: არაფერი საქმე არ გააკეთოთ.
36შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი, შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
37ძღვენი და საღვრელი კურატისთვის, ვერძისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
38ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა. და მისი საღვრელისა.
39ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, თქვენს მიერ მიცემულ აღთქმათა, სამოწყალო შესაწირავთა, აღსავლენთა, ძღვენთა, საღვრელთა და სამადლობელ მსხვერპლთა გარდა.
Next