Eleos

Contents

თავი - 26

Previous
1განადგურების შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს:
2აღრიცხე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ოცი წლიდან მოყოლებული გვარეულობათა მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში.
3ასე ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად:
4ოცი წლიდან მოყოლებული როგორც ნაბრძანები აქვს უფალს მოსესთვის და ისრაელიანთათვის, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდნენ.
5რეუბენი - ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი: ხანოქი - ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსგან ფალუელთა საგვარეულო.
6ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან ქარმიელთა საგვარეულო.
7ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცდასამიათას შვიდასოცდაათი.
8ფალუს ძენი: ელიაბი.
9ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი, აბირამი. ეს ის დათანი და აბირამი იყვნენ, საზოგადოების რჩეულნი, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და აარონს კორახის დასთან ერთად, როცა უჯანყდებოდნენ უფალს.
10გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი.
11კორახის ძენი კი არ დახოცილან.
12სიმონიანები საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისგან ნემუელელთა საგვარეულაო, იამინისგან იამინელთა საგვარეულო, იაქონისგან იაქინელთა საგვარეულო,
13ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო, საულისგან საულელთა საგვარეულო.
14ესენია სიმონელთა საგვარეულოები: ოცდაორი ათას ორასი.
15გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისგან ცეფონელთა საგვარეულო, ხაგისგან ხაგელთა საგვარეულო, შუნისგან შუნელთა საგვარეულო,
16ოზნისგან ოზნიელთა საგვარეულო; ყერისგან ყერელთა საგვარეულო,
17აროდისგან აროდელთა საგვარეულო,
18ესენია გადიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცი ათას ხუთასი.
19იუდიანები: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში.
20მათი საგვარეულოების მიხედვით იუდიანები იყვნენ: შელასგან შელაელთა საგვარეულო, ფერეცისგან ფერეცელთა საგვარეულო, ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო.
21ფერეციანები იყვნენ: ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ხამულისგან ხამულელთა საგვარეულო.
22ესენია იუდას საგვარეულოები რიცხვით სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი.
23ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: თოლასგან თოლაელთა საგვარეულო, ფუვასგან ფუვაელთა საგვარეულო.
24იაშუბისგან იაშუბელთა საგვარეულო, შიმრონიდან შიმრონელთა საგვარეულო,
25ესენია ისაქარის საგვარეულოები რიცხვით სამოცდაოთხიათას სამასი.
26ზებულონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: სერედისგან სერედელები, ელონისგან ელონელები, იახლიელისგან იახლიელელები,
27ესენია ზებულონელთა საგვარეულოები რიცხვით: სამოციათას ხუთასი.
28იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: მენაშე და ეფრემი.
29მენაშეანები: მაქირისგან მაქირელთა საგვარეულო, მაქირმა შვა გაალადი, გალაადისგან გალაადელთა საგვარეულო.
30ესენია გალაადიანები: იეზერისგან იეზერელთა საგვარეულო, ხელევისგან ხელეველთა საგვარეულო,
31ასრიელისგან ასრიელთა საგვარეულო, შექემისგან შექემელთა საგვარეულო,
32შემიდასგან შემიდაელთა საგვარეულო, ხეფერისგან ხეფერელთა საგვარეულო,
33ცელაფხად ხეფერის ძეს არ ჰყავდა ვაჟები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები. ცელაფხადის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგლა, მოლქა და თირცა.
34ესენია მენაშეს საგვარეულოები, მათი რიცხვი იყო ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი.
35ესენი არიან ეფრემიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუთელახისგან შუთელახელები, ბექერისგან ბექერელები, თახანისგან თახანელები.
36ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისგან ყერანელთა საგვარეულო.
37ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ხუთასი. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით.
38ბენიამინელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელასგან ბელაელთა საგვარეულო, აშბელისგან აშბელელთა საგვარეულო, ახირამისგან ახირამელთა საგვარეულო,
39შეფუფიმისგან შეფუფამელთა საგვარეულო, ხუფამისგან ხუფამელთა საგვარეულო.
40ბელაყიანები იყვნენ: არდი და ნაყამანი. არდელთა საგვარეულო, ნაყამანისგან ნაყამანელთა საგვარეულო.
41ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ექვსასი.
42ესენი არიან დანიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუხამისგან შუხამელთა საგვარეულო; ესენია დანის საგვარეულოები მათ საგვარეულოთა მიხედვით.
43შუხამელთა მთელი საგვარეულო, რიცხვით ექვსასოთხი ათას ოთხასი.
44აშერიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იმნასგან იმნაელთა საგვარეულო, იშვასგან იშვაელთა საგვარეულო, ბერიყასგან ბერიყელთა საგვარეულო.
45ბერიყიანთაგან; ხებერისგან ხებერელთა საგვარეულო; მალქიელისგან მალქიელელთა საგვარეულო.
46აშერის ასულის სახელი იყო სარახი.
47ესენია აშერიანთა საგვარეულოები, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი.
48ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იახციელისგან იახციელების საგვარეულო, გუნისგან გუნიელთა საგვარეულო,
49იეცერისგან იეცერელთა საგვარეულო, შილემისგან შილემელთა საგვარეულო.
50ესენია ნაფთალიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ოთხასი.
51ეს არის რიცხვი ისრაელიანთა: ექვსასი ათას შვიდასოცდაათი.
52ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
53ამათ დაუნაწილებ ქვეყანას სამკვიდროებად სახელთა რიცხვის მიხედვით.
54მრავალრიცხოვანს უფრო დიდი სამკვიდრო მიეცი, მცირერიცხოვანს - მცირე; თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო.
55ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო.
56წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ.
57აი, ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო, კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო, მერარისგან მერარიელთა საგვარეულო.
58ესენია ლევის საგვარეულოები: ლიბანელთა საგვარეულო, ხებრონელთა საგვარეულო, მახლიელთა საგვარეულო, მუშიელთა საგვარეულო, კორახელთა საგვარეულო. კეჰათმა შვა ყამრამი.
59ყამრამის ცოლი იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და.
60შეეძინა აარონს ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
61დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ.
62ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
63ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
64მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში:
65რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.
Next