Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
2თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს.
3წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე,
4და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი.
5მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე,
6და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი.
7ზებულონის შტო და ზებულონის თავკაცი ელიაბ ხელონის ძე,
8და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი.
9იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან.
10სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე,
11და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.
12დაბანაკებული იქნებიან მის გვერდით სიმონის შტო და სიმონიანთა თავკაცი შელუმიელ ცურიშადაის ძე,
13და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი.
14გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე,
15და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი.
16რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.
17მერე დაიძრება სადღესასწაულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკებს შორის იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან.
18დასავლეთით ეფრემის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და ეფრემიანთა თავკაცი ელიშამაყ ამიჰუდის ძე,
19და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცი ათასი ხუთასი.
20მის გვერდით მენაშეს ტომი და მენაშეანთა თავკაცი გამალიელ ფედაცურის ძე,
21და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.
22ბენიამინის შტო და ბენიამინიანთა თავკაცი აბიდან გიდეონის ძე,
23და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი.
24ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ესენი.
25ჩრდილოეთით დანის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და დანიანთა თავკაცი ახიყეზერ ყამიშადაის ძე,
26და მისი ლაშქარი, რიცხვით სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი.
27მის გვერდით იქნებიან დაბანაკებულნი აშერის შტო და აშერიანთა თავკაცი ფაგიელ ყაქრანის ძე,
28და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი.
29ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე,
30და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.
31დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.
32ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
33ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
34ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად.
Next