Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, სადღესასწაულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, უთხრა:
2აღწერე ისრაელიანთა საზოგადოება საგვარეულოებად და მამისსახლებად, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამროვანი სათითაოდ.
3აღრიცხეთ შენ და აარონმა ყველა ისრაელიანი ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი, თავთავისი ლაშქრისდა მიხედვით.
4თან იყოლიეთ ყოველი შტოდან თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი.
5აი, მათი სახელები, ვინც თქვენთან უნდა იდგნენ: რეუბენიდან: ელიცურ შედეურის ძე;
6სიმონიდან: შელუმიელ ცურიშადის ძე;
7იუდადან: ნახშონ ყამინადაბის ძე;
8ისაქარიდან: ნათანიელ ცუარის ძე;
9ზებულონიდან: ელიაბ ხელონის ძე;
10იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყ ამიჰუდის ძე, მენაშედან გამალიელ ფედაცურის ძე;
11ბენიამინიდან: აბიდან გიდეონის ძე;
12დანიდან: ახიეზერ ყამიშადაის ძე;
13აშერიდან: ფაგეყიელ ყაქრანის ძე;
14გადიდან: ელიასაფ რეღუელის ძე;
15ნაფთალიდან: ახირაყ ყენანის ძე;
16ესენი არიან წოდებულნი საზოგადოებიდან, თავთავის მამათა შტოების თავკაცები, ისრაელის ათასისთავთაგანნი.
17გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, სახელდებით ჩამოთვლილნი.
18მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმავლობა საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი, სათითაოდ, ოცი წლიდან მოყოლებული,
19როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, ისე აღრიცხა ისინი სინაის უდაბნოში.
20სულ იყო აღრიცხული რეუბენის, ისრაელის პირმშოს შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
21რეუბენის შტოში აღრიცხული იყო ორმოცდაექვსი ათასი ხუთასი.
22სიმონიანთა მთელი შთამომავლობა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ სათითაოდ, ყველა მამროვანი ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
23სიმონის შტოდან აღრიცხული იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი.
24გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
25გადის შტოში აღირიცხა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი.
26იუდიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
27იუდას შტოში აღირიცხა სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.
28ისაქარიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
29ისაქარის შტოში აღირიცხა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.
30ზებულონიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
31ზებულონის შტოში აღირიცხა ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი.
32იოსებიანთა, ეფრემიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვი!სამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
33ეფრემიანთა შტოში აღირიცხა ორმოცი ათას ხუთასი.
34მენაშეანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
35მენაშეს შტოში აღირიცხა ოცდათორმეტი ათას ორასი.
36ბენიამინიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
37ბენიამინის შტოში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი.
38დანიანთა მთელი მოდგმა - საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
39დანის შტოში აღირიცხა სამოცდაორი ათას შვიდასი.
40აშერიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
41აშერის შტოში აღირიცხა ორმოცდაერთი ათას ხუთასი.
42ნაფთალიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
43ნაფთალის შტოში აღირიცხა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი.
44ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა, თორმეტმა კაცმა, თითო კაცმა ყოველი მამისსახლიდან.
45აღმოჩნდნენ ისრაელიანთაგან აღრიცხულნი მათი მამისსახლების მიხედვით ოცი წლიდან მოყოლებული ყველა ისრაელიანი, ლაშქრად გამსვლელი.
46აღმოჩნდა მთლიანად აღრიცხული ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
47ლევიანები არ აღრიცხულან მათ შორის თავ-თავიანთი მამების შტოთა მიხედვით.
48ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
49ოღონდ ლევის შტო არ აღრიცხო, არ აღრიცხო ისრაელიანთა შორის.
50ჩააბარე ლევიანებს მოწმობის სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრითურთ, რაც მას ეკუთვნის. ატარონ სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრით, რაც მას ეკუთვნის. მას მოემსახურონ და სავანის ირგვლივ დაიბანაკონ.
51გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ; დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ. ვინც კი გარეშეთაგან მიეკარება, მოკვდეს.
52უნდა დაიბანაკონ ისრაელიანებმა - თითოეულმა თავის ბანაკში, თითოეულმა თავისი დროშის ქვეშ, თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით.
53დაიბანაკონ ლევიანებმა მოწმობის სავანის ირგვლივ, რომ არ იყოს რისხვა ისრაელიანთა საზოგადოებაზე. ლევიანები იდგებიან მოწმობის სავანის დასაცავად.
54ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. ასე გააკეთეს.
Next