Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს:
2აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა ბრძანა: უთხარი ისრაელიანებს, გამოარჩიონ ვეჟანა, საღი ფური, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ სდგმია;
3მიეცით ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკის გარეთ და დაკლან მის თვალწინ.
4ამოაწოს ელეაზარ მღვდელმა თითები სისხლში და შვიდგზის ასხუროს სისხლი სადღესასწაულო კარვის წინა მხარეს.
5დაწვან ფური მის თვალწინ - მისი ტყავი, მისი ხორცი, მისი სისხლი მის ფუნასთან ერთად დაწვან.
6აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი და ჭიაფერი ნართი და ჩააგდოს ცეცხლში, სადაც ფური იწვის.
7გაირეცხოს შესამოსელი მღვდელმა, წყლით დაიბანოს ტანი და ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში. საღამომდე უწმიდური იქნება მღვდელი.
8ფურის დამწველმაც გაირეცხოს წყალში შესამოსელი და წყლით დაიბანოს ტანი. უწმიდური იქნება საღამომდე.
9შეაგროვოს ვინმე სუფთამ ფურის ნაცარი და დაყაროს ბანაკის გარეთ, სადმე სუფთა ადგილზე. ექნება ისრაელიანთა საზოგადოებას გამაწმიდავებელი წყლისთვის. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.
10შესამოსელი გაირეცხოს ფურის ნაცრის შემგროვებელმა და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ასე იყოს სამარადისო წესად ისრაელიანთათვის და მდგმურთათვის, თქვენს შორის რომ მდგმურობენ.
11თუ ვინმე მიეკარება მკვდარს, ვინც უნდა იყოს იგი, და უწმიდური დარჩება შვიდ დღეს,
12ამ წყლით უნდა ჩამოირეცხოს ცოდვა მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და გაწმიდავდება; თუ არ ჩამოირეცხება ცოდვა მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება გაწმიდავებული.
13ყველა, ვინც კი მიეკარება მკვდარს, და არ ჩამოირეგხავს ცოდვას, უფლის სადგომის წამბილწველია იგი და უნდა მოიკვეთოს ისრაელიდან; რადგან არ სხურებია გამაწმიდავებელი წყალი. უწმიდურია, ჯერ კიდევ უწმიდურებაა მასში.
14ასეთია რჯული: თუ კარავში კაცი მოკვდება, ყოველი კარავში შემსვლელი და ყოველი კარავში მყოფი შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება.
15ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც არ არის მჭიდროდ დახურული ან თავშეკრული, უწმიდურია.
16ყველა, ვინც მახვილით მოკლულს ან მკვდარს, ან კაცის ძვალს ან სამარხს მიეკარება ველზე, შვიდ დღეს გაუწმიდურებულია.
17აიღონ გაუწმიდურებულისათვის დამწვარი მსხვერპლის ნაცარი, ჩაყარონ ჭურჭელში და ზედ ცოცხალი წყალი დაასხან;
18აიღოს ვინმე სუფთა კაცმა უსუპი და დაასველოს წყალში, ასხუროს კარავს, ყოველ ჭურჭელს, ყოველ კაცს ვინც იქ არის, ყველას, ვინც ძვალს, ან მოკლულს, ან მჯდარს, ან სამარხს მიჰკარებია.
19ასხუროს სუფთამ გაუწმიდურებულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და ჩამოერეცხება ცოდვა მეშეიდე დღეს. გაირეცხოს ტანისამოსი, წყალში იბანოს და საღამოთი გაწმიდავებული იქნება.
20თუ ვინმე გაუწმიდურებულია და არ ჩამოირეცხავს ცოდვას, უნდა მოიკვეთოს იგი საზიაგადოებიდან, რადგან წაბილწა უფლის საწმიდარი: გამაწმიდავებელი წყალი არ უსხურებია, უწმიდურია იგი.
21იყოს მათთვის სამარადისო აღთქმად: გამაწმიდავებელი წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს ტანსაცმელი; გამაწმიდავებელ წყალს მიკარებულიც უწმიდურია საღამომდე.
22ყველაფერი, რასაც უწმიდური მიეკარება, გაუწმიდურდება; მიკარებულიც გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
Next