Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.
2თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი.
3სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს.
4ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის დარბაზებს.
5დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში, ამბობს უფალი.
6ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს დარჩენოდა ქვეყანა.
7ცეცხლს წავუკიდებ ღაზის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.
8ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი, ამბობს უფალი.
9ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ტვიროსს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა.
10ცეცხლს წავუკიდებ ტვიროსის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.
11ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული; მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში.
12ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.
13ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვარტიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოებინათ თავიანთი საზღვრები.
14ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს.
15ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად, ამბობს უფალი.
Next