თავი - 6
Previous1წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.
2ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.
3შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.
4რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება.
5ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა.
6რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.
7ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე.
8ბოროტმოქმედთა ქალაქია გალაადი, კვალსისხლიანი.
9როგორც ყაჩაღები უსაფრდებიან კაცს, ასევე იქცევა მღვდლების ხროვა, ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან.
10სისაძაგლენი დავინახე ისრაელის სახლში; იქ არის ეფრემის გარყვნილება, ისრაელის უწმიდურება.
11შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს!
Next