თავი - 5
Previous1ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონეთ, ისრაელის სახლო, ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მსჯავრი გადევთ, რადგან მახედ ექციათ მიცფას და თაბორს - მოსროლილ სათხევლად.
2თავიანთი მსხვერპლშეწირვებით ცოდვაში ჩაეფლნენ განდგომილნი, მაგრამ ყველას ვასწავლი ჭკუას.
3მე ვიცნობ ეფრემს და ვერ დამემალება ისრაელი, რადგან შენ ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი.
4ჩადენილი საქმეები არ ანებებენ თავიანთი ღმერთისან მიქცევას, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ.
5თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად.
6თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; განერიდა მათ.
7უღალატეს უფალს, რადგან უცხოთა შვილებს შობენ; ამიერიდან მახვილი შეჭამს მათ წილხვედრითურთ.
8ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთავენში: მოგყვებით, ბენიამინ!
9უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის შტოებში გამოვაცხადე ჭეშმარიტება.
10სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.
11დათრგუნულია ეფრემი, მსჯავრით გათელილი რადგან გადაწყვიტა კერპებს გაჰყოლოდა.
12ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მჭამელად - იუდას სახლს.
13დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შესძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ.
14რადგან მე ლომივით ვექცევი ეფრემს და ლომის ბოკვერივით - იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის.
15წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.
Next