თავი - 6
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
3უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა: ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და ბორცვებს, ხრამებს და ხეობებს: აჰა, მოვავლენ თქვენზე მახვილს და გავანადგურებ თქვენს გორაკებს;
4გაუდაბურდება თქვენი სამსხვერპლოები და შეიმუსრება თქვენი მზის სვეტები; დავყრი თქვენს დახოცილებს თქვენი კერპების წინ.
5მივუყრი ისრაელიანთა გვამებს მათსავე კერპებს და თქვენს სამსხვერპლოთა ირგვლივ მიმოვფანტავ თქვენს ძვლებს.
6ყველა თქვენს საცხოვრებლებში აოხრებული ინება ქალაქები და გაუდაბურდება საკერპოები, რადგან უნდა მოოხრდნენ და გაუდაბურდნენ თქვენი სამსხვერპლოები, შეიმუსრონ და მოისპონ თქვენი კერპები, დაემხოს თქვენი ბზის სვეტები და აღიგავოს თქვენი ნამოქმედარნი.
7დაეცემიან თქვენს შორის დახოცილნი და მიხვდებით, რომ მე უფალი ვარ.
8დაგიტოვებთ ნატამალს, რომ გყავდეთ ხალხებში მახვილს გადარჩენილნი, როცა სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტებიან.
9გამიხსენიბენ გადარჩენილნი იმ ხალხებში, სადაც ტყვედ იქნებიან, როცა შევმუსრავ მათ გარყვნილ და განდგომილ გულებს და თვალებს, რომლებიც ირყვნებოდნენ მათი კერპების კვალზე; საკუთარი თავი შეძაგდებათ იმ უკეთურებათა და სიბილწეთა გამო, რასაც სჩადიოდნენ.
10მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, რომ ამაოდ არ მითქვამს მათთვის, რომ დავატეხდი ამ უბედურებას.
11ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელი ხელს შემოჰკარი და ფეხი ურტყი მიწას, თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის უკეთურ სიბილწეთა გამო მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაეცემიან!
12შორსმყოფი ჭირისგან მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; დარჩენილი და ალყაშემორტყმუღი შიმშილით მოკვდება. ასე ამოვწურავ მათზე ჩემს რისხვას.
13და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა მათი მკვდრები ეყრებიან მათ კერპებს შორის, მათ სამსხვერპლოთა შორის, ყოველ მაღალ ბორცვზე, მთათა ყოველ მწვერვალზე, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ყოველი რტომრავალი მუხის ქვეშ, ადგილებში, სადაც უკმევდნენ თავიანთ კერპებს.
14ხელს მოვუღერებ მათ ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ, და დიბლას უდაბნოზე მეტად გავაუკაცრუებ და გავატიალებ ქვეყანას. მაშინ მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.
Next