Eleos

Contents

თავი - 48

Previous
1ესენია შტოთა სახელები ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათის და ხაცარ-ყენონის მიმართულებით, დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით ხამათის გასწვრივ - მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს - ერთი შტო.
2დანის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთამდე აშერია - ერთი შტო.
3აშერის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ნაფთალია - ერთი შტო.
4ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მენაშეა - ერთი შტო.
5მენაშეს საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეფრემია - ერთი შტო.
6ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რეუბენია - ერთი შტო.
7რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იუდაა, - ერთი შტო.
8იუდას საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე შეწირული ნაკვეთი იქნება, რომელსაც შესწირავთ, სიგანით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგრძით ერთ-ერთი წილის ტოლი, აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე. ეს იქნება საწმიდრი მის შუაგულში.
9შეწირული ნაკვეთი, რომელსაც შესწირავთ უფალს, იქნება სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი.
10ამათთვის იქნება წმიდა ნაკვეთი, მღვდლებისთვის: ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი და დასავლეთით სიგანე ათი ათასი, აღმოსავლეთით სიგანე ათი ათასი, სამხრეთით სიგრძე ოცდახუთი ათასი; იქნება უფლის საწმიდარი მის შუაგულში.
11ეს ნაკურთხი მღვდლებისთვისაა, ცადოკის შთამომავალთათვის, რომლებიც ასრულებდნენ ჩემს სამსახურს და არ განმდგარან ისრაელიანთა განდგომის დროს, როგორც ლევიანები განდგნენ.
12მათთვის იქნება ნაწილი შეწირული მიწის ნაკვეთიდან, როგორც წმიდათა წმიდა, ლევიანთა მოსაზღვრედ.
13ლევიანებს ექნებათ მღვდელთა საზღვრის გასწვრივ სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი; მთელი სიგრძე ოცდახუთი აოასი და სიგანე ათი ათასი.
14ვერ გაყიდიან მისგან ვერაფერს, ვერც გაცვლიან და ვერც გაასხვისებენ მიწის ნათავარს, რადგან უფლის წმიდაა.
15დანარჩენი ხუთი ათასი სიგანით და ოცდახუთი ათასი სიგრძით საერო მონაკვეთია ქალაქისთვის დასასახლებლად და სანახებად; ქალაქი მის შუაგულში იქნება.
16აი, მისი ზომები: ჩრდილოეთით - ოთხიათას ხუთასი, სამხრეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, აღმოსავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, დასავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი.
17ქალაქის სანახი ჩრდილოეთით იქნება ორას ორმოცდათი, სამხრეთით ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით ორას ორმოცდაათი, დასავლეთით ორას ორმოცდაათი.
18სიგრძეში მორჩენილი წმიდა ნაკვეთის გასწვრივ - ათი ათასი აღმოსავლეთით, ათი ათასი დასავლეთით; ეს იქნება წმიდა ნაკვეთის გასწვრივ; მისი მოსავალი ქალაქში მომუშავეთა გამოსაკვებად იქნება.
19ქალაქში კი ისრაელის ყოველი შტოდან იქნებიან მომუშავენი.
20მთელი შეწირული ნაკვეთი შეადგენს ოცდახუთი ათასს ოცდახუთი ათასზე, ოთხკუთხედს; შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
21დანარჩენი ეკუთვნის მთავარს წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან, წილთა შესაბამისად, მთავრისაა. წმიდა ნაკვეთი და ტაძრის საწმიდარი მის შუაგულში იქნება.
22ლევიანთა საკუთრების და ქალაქის საკუთრების გამოკლებით, რაც კი მთავრის საკუთრების შუაშია მოქცეული, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, ყველაფერი მთავრის უნდა იყოს.
23დანარჩენ შტოებს: აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ბენიამინს - ერთი შტო.
24ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე სიმონს - ერთი შტო.
25სიმონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ისაქარს - ერთი შტო.
26ისაქარის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ზებულონს - ერთი შტო.
27ზებულონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე გადს - ერთი შტო.
28გადის საზღვართან, სამხრეთის მხარეს, სამხრეთისკენ, იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე, დიდ ზღვასთან.
29ეს არის ქვეყანა, რომელიც წილისყრით უნდა დაუნაწილოთ სამკვიდროებად ისრაელის შტოებს და ესენია მათი ნაკვეთები, ამბობს უფალი ღმერთი.
30ეს იქნება ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა;
31ქალაქის კარიბჭეები ისრაელის შტოთა სახელზე იქნება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით: ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევისა.
32აღმოსავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი იოსების კარიბჭე, ერთი ბენიამინის კარიბჭე, ერთი დანის კარიბჭე.
33სამხრეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა; სამი კარიბჭე: ერთი სიმონის კარიბჭე, ერთი ისაქარის კარიბჭე, ერთი ზებულონის კარიბჭე.
34დასავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი გადის კარიბჭე, ერთი აშერის კარიბჭე, ერთი ნაფთალის კარიბჭე.
35სულ ირგვლივ თვრამეტი ათასი. ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: იქ არის უფალი.
Next