თავი - 45
Previous1როცა წილისყრით დაანაწილებთ ქვეყანას სამკვიდროდ, გამოუყავით უფალს წმიდა ადგილი ქვეყანაში სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათასი წყრთა; ეს წმიდა უნდა იყოს მთილს მის საზღვარში, ირგვლივ.
2აქედან საწმიდარად იყოს ოთხკუთხი ნაკვეთი ხუთასი წყრთა ხუთასზე, ირგვლივ, და ორმოცდაათი წყრთა მის შემოგარედ, ირგვლივ.
3ამ საზომით გადაზომავ სიგრძით ოცდახუთი ათას წყრთას და სიგანით ათი ათას წყრთას; აქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა.
4წმიდა უნდა იყოს ეს ქვეყანაში; მღვდლებს, საწმიდარის მსახურებს, უნდა ეკუთვნოდეთ, რომლებიც მიახლებულნი არიან უფლის სამსახურად; თავიანთი სახლების ადგილად და საწმიდარის ნაკვეთად უნდა ჰქონდეთ.
5ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძით და ათი ათასი წყრთა სიგანით უნდა ჰქონდეთ ლევიანებს, ტაძრის მსახურებს, საკუთრებად ოც ოთახთან ერთად.
6ქალაქის საკუთრებად მიეცით სიგანით ხუთი ათასი წყრთა და სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა შეწირული ნაკვეთის გასწვრივ; მთელი ისრაელის სახლს უნდა ეკუთვნოდეს.
7მთავარს კი ეკუთვნის შეწირული ნაკვეთის და ქალაქის საკუთრების ორივე მხარე, შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების გვერდით დასავლეთის მხარეს, დასავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთის მხარე, აღმოსავლეთის მიმართულებით, სიგრძით ერთ-ერთი წილის კვალობაზე დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე.
8ეს იქნება მისი მიწა, მისი საკუთრება ისრაელში, რომ აღარ შეავიწროონ მთავრებმა ჩემი ერი და მისცენ დანარჩენი მიწა ისრაელის სახლს შტოებისდა მიხედვით.
9ასე ამბობს უფალი ღმერთი: კმარა, ისრაელის მთავრებო! მოეშვით მძლავრობას და ძარცვას; ქმენით მართალი სამართალი და შეწყვიტეთ ჩემი ერის დევნა, ამბობს უფალი ღმერთი.
10მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა გქონდეთ.
11ეფა და ბათი ერთი საწყაო უნდა იყოს: ბათი ხომერის მეათედს უნდა შეიცავდეს და ეფაც ხომერის მეათედს. ხომერი უნდა იყოს წყვე.
12შეკელი ოცი გერაა, ოცი შეკელი ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.
13აი, შესაწირავი, რომელსაც უნდა სწირავდეთ: ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ხორბლიდან და ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ქერიდან.
14ზეთზე დადგენილია: ერთ ბათ ზეთში მეათედი ბათი ქორიდან; ათი ბათი ერთი ხომერია, რადგან ხომერში ათი ბათია.
15ერთი ცხვარი ორასი სული ფარიდან, ისრაელის საძოვრიდან საძღვნოდ, აღსავლენად და სამადლობელ მსხვერპლად, რათა განიწმიდონ სამონანულოდ, ამბობს უფალი ღმერთი.
16მთელმა ქვეყნის ერმა უნდა გაიღოს ეს შესაწირავი ისრაელის მთავრებისთვის.
17მთავრებს კი ევალვბათ აღსავლვნები, ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებზე, ახალმთვარობებზე, შაბათებზე, ისრაელის სახლის ყოველ ზეიმზე; მან უნდა მოამზადოს ცოდვის გამოსასყიდი, ძღვენი, აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი ისრაელის სახლის განსაწმედად.
18ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველში აიღე საღი ხბო და განწმიდე საწმიდარი.
19აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლიდან სისხლი და სცხოს სახლის წყრთილებს, სამსხვერპლოს ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წყრთილებს.
20ასე მოიქეცი თვის შვიდშიც ყველასთვის, ვინც შესცოდა უნებლიეთ თუ უმეცრებით, და განწმედ სახლს.
21პირველი თვის თოთხმეტში გექნებათ პასექი - შვიდდღიანი დღესასწაული; უფუარს უნდა ჭამდეთ.
22გაამზადებს მთავარი ამ დღეს თავისთვის და მთელი ქვეყნის ერისთვის ხბოს ცოდვის გამოსასყიდლად.
23დღესასწაულის შვიდი დღის განმავლობაში გაამზადებს უფლისთვის აღსავლენს: შვიდ საღ ხბოს და შვიდ საღ ცხვარს, ამ შვიდეულის თითო დღისთვის და თხას ცოდვის გამოსასყიდად, ყოველდღიურად;
24გაამზადებს მარცვლეულის ძღვენს - ერთ ეფას ხბოზე და ერთ ეფას ცხვარზე, და ერთ ჰინ ზეთს ეფაზე.
25მეშვიდე თვის თხუთმეტში, დღესასწაულზე, ამასვე გააკეთებს შვიდი დღის განმავლობაში: ისეთივე ცოდვის გამოსასყიდს, ისეთსავე აღსავლენს, იმდენსავე ძღვენს და იმდენსავე ზეთს.
Next