Eleos

Contents

თავი - 42

Previous
1გამომიყვანა გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და შემიყვანა ოთახში. რომელიც შემოკავებული ადგილისა და შენობის პირდაპირ იყო მოთავსებული, ჩრდილოეთ მხარეს.
2მისი სიგრძე ჩრდილოეთის შესასვლელთან ასი წყრთა იყო, სიგანე ორმოცდაათი წყრთა.
3ოცი წყრთის გაყოლებაზე შიდა ეზოში და ქვაფენილის გაყოლებაზე გარეთა ეზოში სვეტნარი იყო ერთმანეთის პირდაპირ სამ სართულად.
4ოთახების წინ გასასვლელი ათი წყრთა სიგანით და შიდა გზა ერთი წყრთა; შესასვლელები ჩრდილოეთისკენ იყო.
5ზემო ოთახები უფრო ვიწრო იყო, რადგან სვეტნარი იკავებდა მათ ადგილს შენობის ქვედა და შუა ნაწილიდან.
6რადგან სამ სართულად იყო ისინი და არ ჰქონდა სვეტები ეზოს სვეტების მსგავსად, ამიტომაც შევიწროებული იყო იატაკიდან ქვედა და შუა სართულისკენ.
7გალავანი, რომელიც გარეთ იყო ოთახების გასწვრივ ჩრდილოეთის ეზოსკენ, ოთახების პირდაპირ, სიგრძით ორმოცდაათი წყრთა იყო.
8რადგან გარეთა ეზოს ოთახების სიგრძე იყო ორმოცდაათი წყრთა და, აჰა, მთელი სიგრძე სასახლის გასწვრივ ასი წყრთა.
9ამ ოთახების ქვემოთ აღმოსავლეთის მხრიდან შესასვლელი იყო გარეთა ეზოდან შესასვლელად.
10ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს, შემოკავებულის და შენობის პირდაპირ, ოთახები იყო მოთავსებული.
11მათ წინ ისეთივე გზა იყო, როგორც ჩრდილოეთის ოთახების წინ; ისეთივე სიგრძე და სიგანე, მათი გამოსასვლელები, მათი განლაგება და კარები ისეთივე იყო.
12სამხრეთის ოთახების კარები ისეთივე იყო, როგორიც იმ გზის თავში, რომელიც მიუყვებოდა გალავანს აღმოსავლეთისკენ, შესასვლელად.
13მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.
14აქ შემოსული მღვდლები ვერ გავლენ ამ საწმიდარიდან გარეთა ეზოში, ვიდრე აქ არ დააწყობენ საწესო შესამოსელს, რადგან წმიდაა ისინი, და სხვა სამოსელს არ ჩაიცვამენ; მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდებიან საერო ადგილს.
15დაასრულა შიდა ტაძრის გაზომვა და გამიყვანა აღმოსავლეთისკენ მიქცეულ კარიბჭეში და გაზომა ის ირგვლივ.
16გაზომა აღმოსავლეთის მხარე საზომი ლერწმით და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ირგვლივ.
17გაზომა ჩრდილოეთის მხარე და გამოვიდა ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით, ირგვლივ.
18სამხრეთის მხარე გაზომა და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ლერწმის საზომით.
19შემოტრიალდა დასავლეთისკენ და გადაზომა ხუთასი ლერწამი ლერწმის საზომით.
20ოთხ მხარეს გაზომა ეს ადგილი; გარს კედელი ერტყა სიგრძით ხუთასი წყრთა და სიგანით ხუთასი წყრთა, წმიდისა და ნალახის განსაცალკევებლად.
Next