თავი - 19
Previous1შენ კი, უნდა გამართო გოდება ისრაელის მთავრებზე.
2და თქვა: რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებში! იწვა ბოკვერთა შორის და ზრდიდა თავის ლეკვებს.
3გამოზარდა ერთი ლეკვი, შეიქნა ბოკვერი და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს;
4ესმათ ხალხებს მისი ამბავი, ჩავარდა მათ ორმოში და ეგვიპტეს გაუყენეს ცხვირში რგოლგაყრილი.
5დაინახა ძუ ლომმა, როცა ელოდა, რომ დაიღუპა მისი იმედი, მაშინ აიყვანა ერთი ლეკვთაგანი და ბოკვერად დაისვა.
6დაიარებოდა ლომთა შორის, შეიქნა ლომი და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს.
7დაანგრია მისი სიმაგრეები და აჩანაგებდა მათ ქალაქებს; შეძრწუნდა ქვეყანა და მისი სისავსე მისი ბრდღვინვის ხმაზე;
8შემოადგნენ ხალხები ირგვლივ, იმ მიდამოებიდან, მოუსროლეს თავიანთი სათხეველი და შეიპყრეს ორმოში.
9ცხვირში რგოლგაყრილი გალიაში შეაგდეს და ბაბილონის მეფეს მიუყვანეს; შეიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რომ აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
10დედაშენი ვაზს ჰგავდა, ბროწეულის ყვავილს, წყლის პირას დარგულს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლის გამო.
11გაუხდა ძლიერი ტოტები ხელმწიფეთა საკვერთხოდ და ღრუბლებამდე აიყარა ტანი; ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი.
12მაგრამ რისხვით ამოიძირკვა და მიწაზე იქნა დაგდებული: აღმოსავლეთის ქარმა გაახმო მისი ნაყოფი, მოემტვრა და გაუხმა ძლიერი ტოტები, ცეცხლმა შეჭამა.
13ახლა უდაბნოშია დარგული, უწყლო და გვალვიან ქვეყანაში.
14გამოვიდა ცეცხლი მისი ზროდან და შეჭამა მისი ნაყოფი, აღარ შერჩა ძლიერი ტოტი - კვერთხად ხელმწიფისა. ეს არის გოდება და დარჩება გოდებად!
Next