Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! რითა სჯობს ვაზი რტოებიან ხეს, რომელიც ტყის ხეთა შორის იპოვება?
3თუ გამოდგება ეს ხე რაიმე ნივთის გასაკეთებლად? ან თუ გამოვა მისგან კაუჭი რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდებლად?
4აჰა, ცეცხლს მისცემ დასაწველად; მის ორთავე ბოლოს დასწვავს ცეცხლი და შუაშიც დაიწვება. განა გამოდგება რამეში?
5აჰა, მთელი იყო და არაფრად ვარგოდა; ცეცხლმა რომ დასწვა და გადაბუგა, რაღაში გამოდგება?
6ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: როგორც ვაზი მივეცი ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მივეცი იერუსალიმის მკვიდრნიც.
7მათ წინააღმდეგ მივაქცევ ჩემს პირს; ცეცხლიდან გამოვლენ და მაინც ცეცხლი შეჭამთ; მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა პირს მივაქცევ მათ წინააღმდეგ.
8გავაუკაცურებ ქვეყანას, რადგან გამდგარნი არიან, ამბობს უფალი ღმერთი.
Next