Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.
2ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები - გადამთიელმა.
3ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;
4ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასად ვსვამთ, შეშას ვყიდულობთ;
5კისრით მიგვათრევენ, ქანცი გაგვიწყდა, არა გვაქვს მოსვენება;
6ეგვიპტეს ვუშვერთ ხელს, აშურს, რომ გავძღეთ პურით;
7ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ სასჯელს ვიხდით;
8მონები ხელმწიფობენ ჩვენზე, არა ჩანს მხსნელი მათი ხელიდან;
9სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით;
10თონესავით გვიხურს კანი, შიმშილის ხვატისგან.
11ქალებს ნამუსს ხდიან სიონში, ქალწულებს - იუდას ქალაქებში;
12ხელებით ჰკიდებენ მთავრებს, შეურაცხყოფენ მოხუცებულთ;
13მოყმენი დოლაბებს ეზიდებიან, ბიჭები ფორხილებენ შეშის ტვირთის ქვეშ;
14მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ მღერიან;
15შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი ფერხულები;
16თავზეით გვირგვინი მოგვეხადა; ვაი ჩვვნ, რადგან შევცოდეთ!
17ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;
18გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;
19შენ კი საუკუნოდ მყოფობ, უფალო, შენი ტახტი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე!
20სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის მიგვატოვე?
21შენკენ მოგვაქციე, უფალო, და მოვიქცევით; განგვიახლე დღეები, როგორც ძველად იყო!
22ნუთუ საბოლოოდ შეგვიძულე და უსაზომოდ გაჯავრდი ჩვენზე?
Next