თავი - 40
Previous1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან მას შემდეგ, რაც გაუშვა იგი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, რამადან; როცა გამოიყვანა, ბორკილდადებული იყო იგი დატყვევებულ იერუსალიმელებსა და იუდაელებს შორის, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ.
2გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა იერემია და უთხრა: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, შეაჩვენა ეს ადგილი;
3აახდინა უფალმა და ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რადგან შესცოდეთ უფალს და არ გაიგონეთ მისი ხმა. ამიტომაც შეგემთხვათ ეს ამბავი.
4აჰა, ახლა გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელზე რომ გადევს. თუ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, წამოდი და მზრუნველობას არ მოგაკლებ; თუ არ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შენს წინაა მთელი ქვეყანა, სადაც მოგეწონოს და უკეთესად მოგეჩვენოს, იქ წადი.
5ჯერ პასუხი არ ჰქონდა გაცემული - ან დაბრუნდი გედალიასთან, ძესთან ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იცხოვრე იქ, ხალხში; ან სადაც მიაგეწონება, იქ წადი. მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაუშვა.
6მოვიდა იერემია გედალია ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დაიწყო ცხოვრება ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის.
7როცა გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ გედალია ახიკამის ძისთვთს ჩაუბარებია ბაბილონის მეფეს ქვეყანა და ხალხი დედაწულიანად, ღარიბი და მდიდარი, ვინც არ გადასახლებულა ბაბილონში,
8მივიდნგნ გედალიასთან მიცფაში ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი, იონათანი, კარეახიანები, სერაია თანხმეთის ძე, ნეტოფელი ყეფიანები, იეზანია მაყაქათის ძე და მათი კაცები.
9ეფიცებოდა გედალია, ძე ახიკამისა, ძე შაფანისა მათ და მათ კაცებს: ნუ გაშინებთ ქალდეველთა მორჩილება. დარჩით ქვეყანაში და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს; უკეთესი იქნება თქვენთვის.
10ხოლო მე მიცფაში ვრჩები, რომ ვიდგე ქალდეველთა წინაშე, როცა მოვლენ ჩვენთან. თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო, საზაფხულო ხილი და ზეთი და თქვენს ჭურჭლებში შეინახეთ. იცხოვრეთ ქალაქებში, რომლებიც გიჭირავთ.
11ამასობაში მოაბის, ყამონის, ედომის და სხვა ქვეყნების იუდავლებმაც გაიგეს, რომ იუდაში დატოვა დანარჩომი ხალხი ბაბილონის მეფემ და რომ გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, დაუდგინა მათ.
12დაბრუნდნენ იუდაელები იმ ადგილებიდან, სადაც გაგდებული იყვნენ; მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიასთან მიცფას და შეაგროვეს უზომო ღვინო და საზაფხულო ხილი.
13მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების სარდლები გედალიასთან მიცფას.
14უთხრეს მას: იცოდეთ, შენს მოსაკლავად გამოგზავნაო ბაყალიმმა, ყამონელთა მეფემ, ისმაელ ნეთანიას ძე. მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალია ახიკამის ძემ.
15იოხანან კარეახის ძემ უთხრა გედალიას მიცფაში საიდუმლოდ: გამიშვი და მოვკლავ ისმაელ ნათანიას ძეს, კაციშვილი ვერაფერს გაიგებს. შენ უნდა მოგკლას, რატომ უნდა გაიფანტონ იუდაელები, შენთან რომ არიან შემოკრებილნი, და დაიღუპოს იუდას დანაშთომი?
16უთხრა გედალია ახიკამის ძემ იოახანან კარეახის ძეს: ნუ იზამ ამას, რადგან ტყუილს ლაპარაკობ ისმაელზე.
Next