თავი - 39
Previous1იუდას მეფის, ციდკიას მეცხრე წელს, მეათე თვეს, მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმს და ალყა შემოარტყა.
2ციდკიას მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გატყდა ქალაქი.
3შემოვიდნენ ბაბილონის მეფის სარდლები და შუა კარიბჭესთან გაჩერდნგნ - ნერგალ-სარეცერი, სამგარნებუ, სარსექიმი, საჭურისთა უხუცესი, ნერგალ სარეგერი, რაბ-მაგი და ბაბილონის მეფის დანარჩენი სარდლები.
4როგორც კი დაინახეს ისინი იუდას მეფე ციდკიამ და მისმა მეომრებმა, გაიქცნენ და გავიდნენ ღამით ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, კარიბჭეში, ორ კედელს შორის რომ არის, და დაადგნენ ყარაბას გზას.
5უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.
6თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიას. იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ.
7თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ.
8მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს.
9ხოლო დანაშთომი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და მის მხარეზე გადასულნი, და დანაშთომი ხალხი, ვინც დრჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა.
10ღარიბ-ღატაკნი, რომელთაც არაფერი ებადათ, დატოვა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, იუდას ქვეყანაში და მისცა მათ ვენახები და ყანები იმავე დღეს.
11ხოლო იერემიას საქმე ნებუზარადანს, ქონდაქართუხუცესს, მიანდო ბაბილონის მეფემ და უთხრა:
12წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, არაფერი დაუშავო, არამედ ისე მოექეცი, როგორც თავად გითხრას.
13გაგზავნეს ხალხი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, ნებუშაზბანმა, საჭურისთუხუცესმა, ნერგალ-სარეცერმა, რაბ-მაგმა და ბაბილონის მეფის დიდებულებმა,
14გაგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან და ჩააბარეს გედალიას, ასიკამის ძეს, შაფანის ძეს, რომ შინ გაეშვა. ასე დარჩა იგი ხალხში.
15საყარაულო ეზოში პატიმრად ყოფნისას უფლის სიტყვა იყო იერემიას მიმართ ნათქვამი:
16წადი, უთხარი ყებედ-მელექს, ეთიოპიელს: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, ბოროტად ავახდენ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს, არა კეთილად. იმ დღესვე, შენს წინაშე ახდება ყველაფერი.
17შენ დაგიფარავ იმ დღეს, ამბოხს უფალი, და არ ჩავარდები იმ ხალხის ხელში, ვისიც გეშინია.
18ნამდვილად გიხსნი და მახვალით არ დაეცემი, ნადავლად დაგრჩება სიცოცხლე, რადგან ჩემი იმედი გქონდა, ამბობს უფალი.
Next