Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1დამანახვა უფალმა, აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავრები, ხუროები და მჭედლები იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა.
2ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველმოწეული; მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია; არ იჭმევა, იმდენად ცუდია.
3მითხრა უფალმა: რას ხედავ, იერემია? მივუგე: ლეღვს, კარგი ლეღვი ძალიან კარგია, ცუდი ლეღვი - ძალიან ცუდი, არ იჭმევა, იმდენად ცუდია.
4იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:
5ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ამ კარგი ლეღვებივით გამოვარჩევ გადასახლებულ იუდაელებს, რომელნიც გავუშვი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყანაში მათდა სასიკეთოდ.
6თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ.
7ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ.
8ცუდ ლეღვზე, რომელიც არ იჭმევა სიცუდის გამო, ასე თქვა უფალმა: ასე მოვექცევი იუდას მეფეს ციდკიას, მის მთავრებს, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ.
9და გავხდი მათ საფრთხობელად და საუბედუროდ დედამიწის ყველა სამეფოში, სასირცხოდ, საარაკოდ, დასაცინად და შესაჩვენებლად ყველა იმ ადგილზგ, სადაც კი განვდევნი მათ.
10მივუვლენ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, ვიდრე არ აღვგვი იმ ქვეყნიდან, რომელიც მათთვის და მათი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.
Next