თავი - 3
Previous1თუ მსხვერპლი სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე.
2დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.
3შესწიროს უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან საცეცხლოდ: ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა,
4და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა, და მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
5დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
6თუ ფარიდან იქნება მისი შესაწირავი სამადლობელ მსხვერპლად უფლისათვის, მამალი ან დედალი, საღი მიიყვანოს.
7თუ ცხვარს სწირავს შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე.
8დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.
9შესწიროს სამადლობელი მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად: მისი ქონი, და მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.
10ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
11დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე; ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
12თუ მისი შესაწირავი თხა არის, შესწიროს უფლის წინაშე.
13დაადოს ხელი თავზე და დაკლას იგი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ აარონიანებმა.
14შესწიროს მისგან საცეცხლო მსხვერპლად უფალს ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.
15ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
16დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.
17ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ.
Next