თავი - 4
Previous1ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი.
2იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის.
3სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ,
4როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით.
5მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება.
6კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში.
Next