თავი - 27
Previous1იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს.
2იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე:
3მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რათა არავინ დააზიანოს.
4რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ.
5ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!
6დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით.
7თუ უგვემია იგი მისთა მგვემელთა გვემით, თუ უხოცია იგი მისთა მხოცელთა ხოცვით?
8უკიდურეს რისხვაში შენ სჯი მას გადახვეწით. აიტაცებდა თავისი ძლიერი ქროლვით აღმოსავლეთის ქარიან დღეს.
9ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები.
10რადგან უდაბნოსავით გამარტოსულდა ციხე-სიმაგრე. მიაგდეს და მიატოვეს საცხოვრებელი, ხბო დაბალახობს იქ, იქ ბინავდება და მის ფოთლებს კორტნის.
11როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს.
12იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით.
13ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში.
Next