Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!
2ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ!
3ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ!
4რადგან ასე მითხრა უფალმა: მე მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამყოფლიდან ხვატის კაშკაშივით მოწმენდილზე, ნამის ღრუბელივით მკის პაპანებაში;
5რადგან რთველის წინ, როცა გადასული იქნება ყვავილობა და ნაყოფი დამწიფებული, დანით აკაფავს ლერწმებს და ყლორტებს მოაშორებს ვაზს.
6ყველაფერი მთის ონავარ ფრინველებს და მიწის მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ იქ ონავარი ფრინველები და მიწის ყოველი მხეცი იქ დაიზამთრებს.
7იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი, ხალხი დამთრგუნველი და გამთელავი, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ.
Next