თავი - 15
Previous1მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი.
2ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
3ქუჩებში ჯვალო არტყიათ, ბანებზე და მოედნებზე ყველა გოდებს, ცრემლად იღვრებიან.
4კივის ხეშბონი და ელყალე, იაჰაცას წვდება მათი ხმა; ამიტომ აყვირდნენ მოაბის მებრძოლები, შეშფოთებულია მისი სული.
5ჩემი გული კვნესის მოაბზე, მისი დევნილნი ცოღარში აფარებენ თავს, ყეგლათ-შელიშიაში; რადგან მოთქმა-მოთქმით მიჰყვებიან ლუხითის აღმართს, რადგან განწირული ხმით კივიან ხორონაიმის გზაზე.
6რადგან გაოხრდა ნიმრიმის წყლები, რადგან დაჭკნა ბალახი, განადგურდა მდელო, მწვანე აღარ არის.
7ამიტომ ტირიფთა ხევიც კი წაიღებს მათ ნარჩენებს და მარაგს.
8დაუარა მოთქმამ მოაბის საზღვრებს, გოდება მისწვდა ეგლაიმს და გოდება მისწვდა ბეერ-ელიმს.
9რადგან სისხლით აივსო დიმონის წყლები, რადგან ამას არ ვაკმარებ დიმონს, ლომებს მივუსევ მოაბის ნარჩომს და მიწის ნატამალს!
Next